კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 სტალინმა ჰიტლერის იუბილეზე ბერლინში ბერია გაგზავნა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მრავალმხრივი ნიჭისა და განსწავლულობის შესახებ ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი იწერება და თანდათან ვიგებთ იმ საიდუმლო ამბებს, რომლებსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში საიდუმლო გრიფი ედო... ისტორიკოს-პუბლიცისტი, ფილოსოფიურ და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ კრასოვსკი წერს: „მე, როგორც ებრაელს, მეამაყება, რომ ლავრენტი ბერიას ძარღვებში 50 პროცენტი ებრაული სისხლი ჩქეფდა... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვთქვი. ბერიას, თუნდაც მეათედით ებრაელობა სიმართლე არაა და ის წმინდა სისხლის ქართველი იყო, თუმცა ბერლინში ყოფნის დროს მას ამ კუთხით პატარა კურიოზი შეემთხვა.
  1939 წლის აპრილში, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი პავლეს ძე ბერია ფაშისტური რაიხის დედაქალაქში, ბერლინში გაემგზავრა. მას თან ახლდა იმჟამინდელი საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ვლადიმირ დეკანოზოვი, რომელიც შემდგომ ფაშისტურ გერმანიაში საბჭოთა კავშირის ელჩად დაინიშნა. გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „1939 წლის 20 აპრილს ადოლფ ჰიტლერის 50 წლის იუბილე იყო და მთელი ფაშისტური გერმანია საგულდაგულოდ ემზადებოდა ამ თარიღის აღსანიშნავად. ფიურერმა სტალინი პირადად დაპატიჟა თავის დაბადების დღეზე. საბჭოთა ბელადმა ჰიტლერს ძალიან თბილი მისალოცი წერილი გაუგზავნა. მოუბოდიშა, რომ თავად ვერ ახერხებდა ბერლინში ჩასვლას და რომ მის ნაცვლად ლავრენტი ბერიას აგზავნიდა (სტალინის წერილი ჰიტლერს პირადად სწორედ ბერიამ გადასცა). ბერიას თან ახლდა ჩემი უშუალო უფროსი, საბჭოთა საგარეო დაზვერვის მეთაური ვლადიმირ დეკანოზოვი. ეს წყვილი ბერლინში მოსკოვიდან მატარებლით 16 აპრილს ჩავიდა, კვირა დღე იყო. მათ „გესტაპოს“ უფროსი ჰენრიხ მიულერი დახვდა და საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში წაიყვანა, რომელიც ბერლინის არისტოკრატიულ რაიონში, დალემში მდებარეობდა. ამ ვიზიტს ჰიტლერის დაბადების დღეზე დასწრების გარდა, მთელი რიგი წინასწარ დაგეგმილი შეხვედრები ახლდა თან, რომლის დროსაც რამდენიმე ოფიციალური შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო“.
  ლავრენტი ბერია 19 აპრილს ჰიტლერს უნდა შეხვედროდა და პირისპირ ესაუბრა. მანამდე კი, უკვე ორშაბათს, 17 აპრილს ლავრენტი ბერია რაიხსფიურერ ჰენრიხ ჰიმლერს შეხვდა მის ბერლინურ რეზიდენციაში. ამ შეხვედრაზე მათთან ერთად იმყოფებოდნენ ჰიტლერული უსაფრთხოების სამსახურის ყველა ხელმძღვანელი. ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების უფროსებმა თავდაპირველად, ორი საათის განმავლობაში პირისპირ ისაუბრეს ერთმანეთთან და ამ საუბარს ჰიმლერის პირადი მთარგმნელი ქალი ესწრებოდა, რომელიც საუცხოოდ ფლობდა რუსულ ენას. შემდგომ ბერიამ და ჰიმლერმა საპროტოკოლო ოთახში გადაინაცვლეს და ურთიერთთანამშრომლობის საბუთებს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ამ ქვეყნების სამსახურებს მჭიდროდ უნდა ეთანამშრომლათ ერთმანეთთან და მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაეცვალათ, მოეხდინათ ძებნილი დამნაშავეების ექსტრადაცია. მთავარი კი ის იყო, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე არ უნდა ეწარმოებინათ სადაზვერვო საქმიანობა, ანუ არ უნდა ეჯაშუშათ. საპროტოკოლო ოთახიდან ბერიამ და ჰიმლერმა უზარმაზარ, მარმარილოთი მოპირკეთებულ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ფურშეტი გაიმართა. ბერიას ჰიმლერმა უზარმაზარი რაინდის ხმალი აჩუქა. ბერიამ კი შედარებით მომცრო ზომის ქართული ფარი და ხმალი, რომელიც უზადოდ იყო მოჭედილი და მასპინძელს გამართული გერმანულით უთხრა:
– დიდ მადლობას მოგახსენებთ რაინდის ხმლის ჩუქებისთვის, რომელიც მე თქვენი დიადი ერის სიძლიერის სიმბოლურ და ფაქტობრივ გამოხატულებად მიმაჩნია. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ქართული, მომცრო ზომის საომარი აღჭურვილობა ასევე მჭრელია და მმუსრავი, როგორც თქვენი რაინდის ხმალიო.
ჰიმლერი და კამპანია, ერთი მხრივ, გაოცებული იყვნენ ბერიას ლაკონური მჭევრმეტყველებით, მთავარი კი ის იყო, რომ ბერია სუფთად მეტყველებდა გერმანულად. ჰიმლერი ბერიასთან მივიდა და უთხრა:
– ჰერ ლავრენტი, გამოგიტყდებით, ფრიად გაოცებული ვარ თქვენი განსწავლულობით გერმანულში და ეს რომ მცოდნოდა, თარჯიმანს არ დავისწრებდითო.
ბერიამ კი უპასუხა:
– რას ბრძანებთ, ბატონო ჰიმლერ, ოფიციალურ შეხვედრებს კაზუსების თავიდან ასაცილებლად პროფესიონალი თარჯიმანი სჭირდება. ჩემი მოკრძალებული გერმანულით კი მხოლოდ ასე მომართვასა და ზოგიერთი შედევრის წაკითხვას თუ გავბედავო.
შემდგომი შოკი ჰიმლერმა და მისმა ხელქვეითებმა მაშინ მიიღეს, როდესაც ბერიამ შესანიშნავად წაიკითხა გოეთეს „ფაუსტის“ დიდი მონაკვეთი.
სამი დღის შემდეგ ბერიამ რაიხსკანცელარიის საბანკეტო დარბაზში უკვე ჰიტლერს მიულოცა 50 წლის იუბილე და სტალინის საჩუქარი, საგანგებოდ გამზადებული, გამარჯვებული წმიდა გიორგის ჭედური ხატი მიართვა. ამ ფურშეტის დროს ერთმა გამომთვრალმა ფაშისტმა პოლკოვნიკმა, ვინმე კლაუს მილახმა ბერიას დაბინდული მზერა მიაპყრო და უთხრა:
– ბატონო ებრაელო, დიდება ფიურერსო.
მილახი დაცვამ ოპერატიულად გააცალა იქაურობას. ბერიამ კი გვერდით მდგომ ჰიმლერს შამპანურით სავსე ბოკალი მიუჭახუნა და უთხრა:
– ჩვენს ბელადებს – სტალინს და ჰიტლერს გაუმარჯოსო.
ორი დღის მერე ბერია და დეკანოზოვი მოსკოვში დაბრუნდნენ“.

скачать dle 11.3