კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 ვის და როგორ ეთამაშა სტალინი „დასწრებაზე“ ომის შემდეგ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი ყოველთვის მკაცრად იცავდა მოკავშირეებთან დადებული ხელშეკრულებების ყველა პუნქტსა და მათთვის მიცემულ სიტყვას, საბჭოთა ბელადი არ ენდობოდა მათ და ყოველთვის მზად იყო, „ზურგში ჩასაცემი ხანჯალი“ ოსტატურად აეცილებინა. ისტორიკოსი ვალენტინ ტოლკუნოვი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ 1945 წლის თებერვალში, იალტაში გამართულ კონფერენციაზე სტალინმა რუზველტმა და ჩერჩილმა მსოფლიო გაიყვეს და ეს ყოველივე ოფიციალურად გააფორმეს კიდეც, საბჭოთა ბელადი დარწმუნებული იყო, რომ მოკავშირეები შეთანხმების გადასინჯვას მოითხოვდნენ და ამისთვის წინასწარ ემზადებოდა.
  ლეგენდარული საბჭოთა მზვერავი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „საბჭოთა დაზვერვა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე გაძლიერდა და წამყვანი გახდა მთელ მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ისეთი გამოცდილება მივიღეთ, ფაშისტური გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების  სპეცსამსახურებთან ჭიდილში, რომ ომის ბოლოს ორი თავით მაღლა ვიდექით ყველასთან შედარებით, მათ შორის დიდი ბრიტანეთის დაზვერვასთან შედარებითაც. განსაკუთრებული ოსტატობით მოვიპოვებდით სტრატეგიულ, ზესაიდუმლო ინფორმაციებს. ამ ფაქტმა დიდი უპირატესობა მოგვანიჭა. ამის წყალობით, რომ იტყვიან – დასწრებაზე ვთამაშობდით და ძალიან ბევრი საფრთხე ავიცილეთ თავიდან. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთის გენერალურ შტაბში მოპოვებული ინფორმაცია ღრმად გასაიდუმლოებული ოპერაციის შესახებ, რომელსაც „ნემისლიმოე“ (წარმოუდგენელი) ეწოდებოდა“.
  გეგმა „წარმოუდგენელი“ ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილის მიხედვით ანგლო-ამერიკელებისა და ფაშისტური „ვერმახტის“ ტყვეთა 400-ათასიან არმიას ევროპიდან უნდა გაეძევებინა საბჭოთა კავშირი, რომელსაც ეს ტერიტორია ოკუპირებული ჰქონდა და ევროპა „გაწითლებისგან“ გადაერჩინა, რასაც სტალინი ახორციელებდა. ანუ, ეს იყო აგრესიული თავდასხმის მოღალატეობრივი გეგმა... მეორე ნაწილი კი თავდაცვითი ხასიათის იყო. ამ გეგმის მიხედვით, თუკი საბჭოთა კავშირს ვერ მოსპობდნენ და „წითლები“ შეტევაზე გადავიდოდნენ, გათვალისწინებული იყო, როგორ დაეცვათ ბრიტანეთის კუნძულები საბჭოთა შეტევისგან. ანუ, მეორე ნაწილი თავდაცვითი ხასიათის იყო.
  ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „გეგმა „წარმოუდგენელი“ პირადად უინსტონ ჩერჩილის მითითებით შეიმუშავა დიდი ბრიტანეთის გენერალურმა შტაბმა და ეს, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას ნიშნავდა. სტალინმა ამის შესახებ 18 მაისს შეიტყო, გამარჯვებიდან ცხრა დღის შემდეგ და ირონიით ამბობდა – საიმედო მოკავშირეები გვყავსო... სიტუაცია საკმაოდ სერიოზული იყო და ანგლო-ამერიკელებს რომ გეგმის განხორციელება დაეწყოთ, მართლაც წარმოუდგენელი რამ მოხდებოდა. სტალინი დაწვრილებით გაეცნო გეგმის ყოველ დეტალს და თქვა:
– როგორც ყოველთვის დასწრებაზე უნდა ვითამაშოთ. ამაში კი პრესას გამოვიყენებთ და ბრიტანელთა შიშს რაკეტების მიმართ.
ამ გეგმის მეორე ნაწილის მიხედვით, ბრიტანელებს ეშინოდათ საბჭოთა რაკეტების და მარჩიელობდნენ – ჰქონდათ თუ არა რუსებს შორი რადიუსით მოქმედი რაკეტები... მათ შორეული დაბომბვის ეშინოდათ. ჩვენ მივმართეთ ასეთ ღონისძიებებს – ყველა საბჭოთა გაზეთში გამოვაქვეყნეთ საიდუმლო ოპერაცია „წარმოუდგენლის“ პირველი ნაწილის სრული თარგმანი. იქვე კი დიდი ზომის რაკეტების ფოტოები, რომლებზეც ეწერა, რომ ამ უახლეს რაკეტებს შეეძლოთ საბჭოთა ტერიტორიიდან დაებომბათ ევროპის ყველა ქვეყნის დედაქალაქი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ლონდონიც... ამ პუბლიკაციებს ბრიტანელთა და ამერიკელთა პროტესტი მოჰყვა. თუმცა, მთავარი ის იყო, რომ ეს გეგმა არც კი დაწყებულა და მესამე მსოფლიო ომი ავიცილეთ თავიდან...“
1946 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე პოტსდამის კონფერენცია გაიმართა ბერლინის მახლობლად. მასზე იალტის ხელშეკრულებათა დადასტურება მოხდა და ბრიტანო-ამერიკული პოლიტიკური გეგმა ჩაიშალა. მანამდე კი „წარმოუდგენელი“ განეიტრალდა და ყველაფერი ისე განხორციელდა, როგორც ეს საბჭოთა ბელადს უნდოდა. 17 ივლისს, პოტსდამის კონფერენციის გახსნის დღეს, როდესაც სტალინმა ჩერჩილს ჩამოართვა ხელი, ინგლისურად უთხრა:
– მოხარული ვარ, რომ კვლავ მოკავშირეები ვართ. არა და ხომ შეიძლებოდა მომხდარიყო რაიმე „წარმოუდგენელი“?
სტალინი გეგმას გულისხმობდა. ჩერჩილმა ისეთი სახე მიიღო, რომ თითქოს ვერ მიხვდა სტალინის „ნამიოკს“. გაუღიმა საბჭოთა ბელადს და მიესალმა მხოლოდ... მოგვიანებით, გადარჩეული ჩერჩილის მაგივრად, პოტსდამში ახალი პრემიერი – კლიმენტ ეტლი ჩავიდა. სტალინს გაეცნო, შეაქო შორეული მოქმედების საბჭოთა ჩეკისტები და ბელადს უთხრა.
– დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი რაკეტები არასოდეს ჩამოვარდება ლონდონში და მეგობრებად დავრჩებითო.
– რა თქმა უნდა, მეგობრებად დავრჩებით, თუკი ვინმე არ შეეცდება ჩვენ წინააღმდეგ წარმოუდგენელს... – მიუგო სტალინმა, რომლის ორაზროვანი სიტყვები სწორად გაიგო დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა.

скачать dle 11.3