კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი იმ შემთხვევაში, თუ არასწორი მკურნალობის გამო ტრიქმონიოზის მიკრობმა გამოიმუშავა იმუნიტეტი მეტრონიდაზოლის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი? რა ალტერნატიული სამკურნალო საშუალებები არსებობს?
პასუხი: უნდა ჩატარდეს ნაცხის ანალიზის ბაქტერიოლოგია, სადაც გამოჩნდება კონკრეტულად რომელი პრეპარატის მიმართ არის მგრძნობელობა.
კითხვა: 4 თვის ბავშვი შერეულ კვებაზე მყავს, თუმცა ძუძუზე ხშირად ამბობს უარს. რატომ? რის გაკეთება შემიძლია, რომ მეტწილად ძუძუ ჭამოს?
პასუხი: შერეული კვების ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლი ის არის, რომ ამ დროს ბავშვმა შესაძლოა, ძუძუს წოვას მოუკლოს. ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ პატარამ ბოლომდე გამოწოვოს ძუძუ, ხოლო დამატებითი საკვები მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით, თანაც საწოვარას ნახვრეტი ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ საკვები თავისუფლად არ გადმოდიოდეს, თორემ პატარა გაზარმაცდება და ძუძუს წოვას დაიზარებს.
კითხვა: რამდენ თვეს შეესაბამება  30 კვირის ორსულობა?
პასუხი: 7 სამეანო თვესა და 2 კვირას.
კითხვა: მაინტერესებს, 10 აბი გლიცინი რომ დავლიო, რა მოხდება?
პასუხი: გლიცინი ინიშნება 1 აბი  2-3-ჯერ დღეში. 10 აბი რატომ უნდა მიიღოთ? დოზის გადაჭარბებაზე მონაცემები არ არის აღწერილი, თუმცა, ნებისმიერი პრეპარატის რეკომენდებულზე მეტის მიღება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. კონკრეტულად ამ შემთხვევაში შესაძლოა, განვითარდეს ცნობიერების არევა, სისუსტე, თირკმელების ფუნქციონირების დარღვევა, ჰიპოტენზია.
კითხვა: ფარისებრ ჯირკვალში მაქვს 19 მილიმეტრის ზომის კვანძი. დასკვნაში წერია, რომ კალცინირებულია და მომატებულია ვასკულარიზაცია. ეს საშიშია?
პასუხი: საშიში – არა, მაგრამ ამ ექოსკოპიური მონაცემებით (კალცინირებული, მომატებული ვასკულარიზაციით) ამ ზომის (10 მილიმეტრზე დიდი) კვანძის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება – საჭირო იქნება ბიოფსიური გამოკვლევა, რასაც, ალბათ, ენდოკრონოლოგიც გეტყვით.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3