კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 ყურძნის სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ყურძენი, როგორც სამკურნალო საშუალება, ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, საჭმლის მონელებას და დადებითად მოქმედებს კუჭით, თირკმელებითა და ფილტვებით დაავადებულებზე, აგრეთვე, ნერვიულ და ბრონქიტიან ავადმყოფებზე.
მსგავსად ყურძნისა, პასტერიზებული ყურძნის წვენი, როგორც უალკოჰოლო პროდუქციის ერთ-ერთი სახეობა, დიეტურ საკვებად მიიჩნევა. ის განსაკუთრებით უწყობს ხელს მცირეწლოვან ბავშვთა ნორმალურ განვითარებას და მათი ორგანიზმის გაძლიერებას.
* უძველეს დროში ექიმები ადამიანებს ჭამათა შორის ინტერვალებისას ყურძნის მიღებას ურჩევდნენ, მაგრამ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
* ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.
* ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, მასში შემავალი სამი კომპონენტი ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავა (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).
* ყურძნის გამხმარი ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ 2-4 გრამს დღეში შინაგანი, განსაკუთრებით კი საშვილოსნოს სისხლდენის დროს.
* წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60 მილილიტრი) ორგანიზმში ზრდის სისხლში „კეთილი“ ქოლესტერინის შემცველობას, რაც თავის მხრივ, მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს, რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.
* ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.
* გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებად: 100 გრამ ქიშმიშს ხარშავენ 1 ჭიქა წყალში, შემდეგ გადაწურავენ და იღებენ 70-100 მილილიტრს 3-4 ჯერ დღეში.
* ყურძენი, ასევე, სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქული ასთმისა და პლევრიტებისას, აგრეთვე, ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ საწყის სტადიაზე.
* ყურძენს მორფინით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლის დროსაც იყენებენ, გლუკოზის დიდი შემცველობის გამო მას ძლიერი ანტიტოქსიკური თვისებები აქვს.
* ყურძენს აქვს ასევე, ანტიბაქტერიული მოქმედება. ის კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.
* ყურძნის ფოთლებიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება და ხელს უწყობს დაჩირქებული ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას. ფოთლების ნაყენით ჩამოიბანეთ ჭრილობა და წყლული. ჭრილობასა და ფურუნკულზე დაიდეთ ახალდანაყილი ფოთლები.
* რადგან ღვინოსა და ყურძნის წვენს ყველა არ სვამს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად დააყენეთ ქიშმიშის ჩაი: 750 მილილიტრ წყალს დაუმატეთ 250 გრამი ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი შაქარი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 1 საათი; გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 200-250 გრამი ყოველდღე.
* ყურძნით მკურნალობას ან მის გადაჭრაბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტისა და გაცხიმოვნების დროს. ის ფრიად მაღალკალორიულია მასში შაქრების, კერძოდ კი გლუკოზის, დიდი შემცველობის გამო.
ყურძნის მიღება არ შეიძლება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს. რემისიის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი. უკუნაჩვენებია, ასევე, კოლიტისას, რომელსაც თან ახლავს დიარეა; ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს, გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა, ასევე, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას კალიუმის ცვლის მოშლის დროს. ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულად უნდა განკურნოთ. კბილების დასაცავად ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ სასმელი წყალი.
скачать dle 11.3