კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 კუჭის წყლულის სიმპტომები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მუცლის ცენტრში მწველი ან მღრღნელი ტკივილია. თუმცა, კუჭის წყლულის დროს ყოველთვის არ ვლინდება ტკივილი და ზოგიერთი ადამიანი შეიძლება, სხვა სიმპტომებს უჩიოდეს, როგორებიცაა: მოუნელებლობა (დისპეპსია), გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება.
თუ გაქვთ ეჭვი კუჭის წყლულზე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ასევე, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაგივითარდათ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი:
* სისხლიანი ღებინება – სისხლი შესაძლოა კაშკაშა წითელი ფერის ან მუქი ყავისფერი იყოს და გარეგნულად ყავის მარცვლებს ჰგავდეს;
* მუქი ფერის, წებოვანი, ფისის მსგავსი განავალი,
* კუჭის მოულოდნელი, მჭრელი ტკივილი, რომელიც თანდათანობით უარესდება.
ეს სიმპტომები შესაძლოა, სერიოზული გართულების, მაგალითად, შინაგანი სისხლდენის ნიშანი იყოს.
დადგენილია, რომ კუჭის წყლული ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შეიძლება, 10 ადამიანიდან ერთს განუვითარდეს.
კუჭის წყლული შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მათ შორის ბავშვებსაც, მაგრამ ყველაზე ხშირად 60 ან 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უვითარდებათ, ამასთან, მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ ვიდრე ქალებს.
იმისთვის, რომ დააჩქაროთ კუჭის წყლულის მკურნალობა, კვების რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს: შემწვარი, მწარე, მჟავე, ცხარე, ალკოჰოლი, უხეში საკვები, ყავა, ცხელი და ცივი საკვები.
ძალიან სასარგებლოა წყალზე და რძეზე დამზადებული ფაფები. მართალია, მჟავე საკვები არ არის რეკომენდებული, მაგრამ პროდუქტების სახით C ვიტამინის მიღება აუცილებელია, მაგალითად, ღვიძლი, ბულგარული, წიწაკა, კომბოსტო.
1. საღამოს თერმოსში მოათავსეთ 4 სადილის კოვზი ოდნავ მოხალული წიწიბურა. დაამატეთ 10 სადილის კოვზი მდუღარე წყალი, დილით კი შეჭამეთ. მკურნალობის კურსი – 1,5 თვე.
2. წყლულის შეხორცებისთვის საკმაოდ სანდო საშუალებად ითვლება ზეთისა და კეფირის ნარევი. მიიღეთ ყოველდღიურად1 ჭიქა კეფირში გაზავებული 1 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი. ეს ნარევი უმჯობესია, დალიოთ ძილის წინ, ვინაიდან ღამის განმავლობაში ნარევი უკეთესად მოეფინება კუჭის კედლებს და წყლულის შეხორცებისა და მკურნალობის პროცესს დააჩქარებს.
3. აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი მრავალძარღვა და 1 სადილის კოვზი სალბი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ დასაყენებლად 2-3 საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში ერთხელ. კურსი – 1 კვირა.
4. კუჭის წყლულის დაწყებითი სტადიის დროს ძალიან კარგი სამკურნალო საშუალებაა ალოე. არანაკლებ 3 წლის მცენარეს მოწყვიტეთ ფოთოლი, გარეცხეთ, მოაცილეთ ეკლები და მიიღეთ დღეში 2-ჯერ. 1 ცალი ფოთოლი 1 სადილის კოვზი შაქართან ერთად საუზმემდე და სადილამდე 30 წუთით ადრე. მიღებიდან 30 წუთის შემდეგ უნდა დალიოთ 1 ჭიქა თბილი რძე (სასურველია თხის). მკურნალობის კურსი – 1 თვე.
скачать dle 11.3