კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 ჭეშმარიტების გზაზე

ქრისტეს აქვს იდუმალი საშუალებები, ადამიანებს მიაგოს, როცა ისინი მის ნებას აღასრულებენ.
***
მოთმინების გარეშე არაფერი არსებობს, ზოგიერთნი იმდენად მოუთმენლები არიან, როგორც ადამიანი, რომელსაც სურს, ის-ისაა დარგულ ვენახში მეორე დღეს ღვინო მიირთვას. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. ვისაც მოთმინება არ აქვს, ბევრი ტანჯვა ხვდება, ყინვაც და სიცხეც ორმაგად ეჩვენება, როგორც ჯარისკაცს, რომელსაც მისი მსახურების ბოლო თვე მთელ მსახურებაზე გრძლად ეჩვენება. ყველაფერში დიდი მოთმინებაა საჭირო, განსაკუთრებით კი – სულიერ საკითხებში.
***
ბერმა ერთ მოხუც ქალს (რომელსაც სიკვდილის ეშინოდა) უთხრა: „ამდენი წელი იცოცხლე, ახლა კი – რამხელა პატივი გელის! შენ ხომ ანგელოზი წაგიყვანს!“
***
ადამიანი თანდათან იცვლება. ის საკუთარ ცხოვრებას ყურადღებას არ აქცევს და გამართლებებს იგონებს. ფიქრიც არ სურს მეორედ მოსვლაზე, რადგან ერთობა და ყოველგვარ წყენას გაურბის. გაგონებაც არ უნდა კომეტებსა და სხვა საშინელ ნიშნებზე. ეს ყველაფერი კი სასარგებლოა, რამეთუ ადამიანს შეახსენებს, რომ მოკვდავია და სიკვდილისთვის უნდა მოემზადოს.
***
ერთ ქალს არ სურდა ვინმეს გარდაცვალების შესახებ გაეგო. ის ამბობდა: „არა და არა! მსგავსი არაფერი მითხრათ! მხოლოდ ნათლობებსა და სიხარულებზე მელაპარაკეთ!“ მას დაავიწყდა, რომ ყველა მოკვდება. ზოგი ადრე, ზოგიც – გვიან. ჩვენი მიზანი სულაც არაა ის, რომ აქ ფესვები გავიდგათ. ღმერთმა მიწაზე სამოთხე დაადგინა, რათა მოვემზადოთ და ზეციური სასუფეველი მოვიხვეჭოთ.
***
ძალზე ბევრი სულიერი წიგნი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, უმრავლესობა მათ კითხულობს და აღტაცებული რჩება, ღვაწლში კი ოდნავაც არ წარემატება. ეს ადამიანები ჰგვანან მათ, ვინც კარგ ფილმს უყურებს, გმირებით აღფრთოვანებულია, ტაშს უკრავს მათ, მაგრამ მოხერხებულ სავარძელში აგრძელებს ჯდომას. შრომისა და ღვაწლის გარეშე კი განწმენდა არ ხდება.
***
თანდათან გამობრძმედას მიეჩვიეთ. სინანული გქონდეთ. სისუსტის სიმკაცრეს მიეჩვიეთ, რამეთუ მკაცრი დრო დადგება. დღეს სამყარო სისუსტისა და მოშვებულობისგან იტანჯება. ზოგჯერ მივდიოდი რომელიმე მონასტერში, სადაც შესანიშნავად გაწყობილ საწოლზე მაწვენდნენ. მე კი მოვიკუნტებოდი, გვერდიდან გვერდზე ვბრუნდებოდი და ვწვალობდი. რბილი საწოლი ძალიან მტანჯავს.
***
განებივრებულ ცხოვრებას ადამიანები უსარგებლობამდე და გამოუსადეგარობამდე მიჰყავს.
მღვდელი დიონისე ტაცისი
скачать dle 11.3