კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 არის თუ არა ღალატის შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი აღიარება

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  მტკივნეულია, როდესაც გღალატობენ, მაგრამ არც ის არის სასიამოვნო, თუ ერთგულებით ვერც თავად დაიკვეხნი. იმავდროულად, ადამიანებს ხშირად უჭირთ ზუსტად განმარტონ, რა არის ღალატი, რადგან ის პირობით ცნებად მიაჩნიათ.   ამიტომაც, სიტყვა „ღალატის“ გაგონებაზე ადამიანებს  ავტომატიურად უჩნდებათ უსიამოვნო განცდა.
  ღალატობენ თუ არა პარტნიორები ერთმანეთს ხშირად?  ამ თემაზე ტაბუს დადება წყვილის პრობლემის დასაწყისს ნიშნავს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პარტნიორებმა ღალატის ფენომენზე გულწრფელად უნდა ისაუბრონ. იმის გარკვევა, თუ როგორია ღალატის სტატისტიკა, საკმაოდ რთულია.
  არიკა (41 წლის): ბევრს თავისი პარტნიორის მხრიდან ღალატი წარმოუდგენელად მიაჩნია. ლოგიკური შეფასებითა და ჩემი  გაანალიზებით ვფიქრობ, რომ  ქალები და კაცები თანაბრად ღალატობენ.  შეიძლება, ქალებმა ამისთვის  გამკიცხონ, თუმცა მე მათი მესმის. მიზეზი ის არის, რომ კაცებს  არ სჯერათ, რომ ქალი გაბედავს და უღალატებს. ქალები ამით სარგებლობენ და ღალატს იდეალურად მალავენ. სხვათა შორის, ქალებიც კარგი მიამიტები არიან. სადღაც წავიკითხე, რომ გამოკითხული ქალების მხოლოდ 5 პროცენტს სჯერა, რომ უღალატებენ. რა თქმა უნდა, მეც ამ ხუთ პროცენტში შევდიოდი. ყველაზე კონსერვატიული მონაცემებითაც კი ცხადია, რომ ღალატი იმაზე ბევრად ხშირი მოვლენაა, ვიდრე ეს ადამიანს წარმოუდგენია. მე ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი შეიძლება,  სწორედ, ის გადაჭარბებული ნდობა იყოს, რომელსაც პარტნიორს ვუცხადებთ. დიახ, ძნელია ნდობის გარეშე ნორმალური ურთიერთობა. ბუნებრივია, რომ პარტნიორისადმი ნდობა გაცილებით ჯანსაღი მიდგომაა, ვიდრე მის ნებისმიერ საქციელზე გამუდმებული ეჭვიანობა. ეჭვებში ცხოვრება საშინელებაა  და არავის ვუსურვებ.  
– მგონი, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სიტყვა „ღალატს“ ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.
– და რა არის ღალატი? თქვენ რა გგონიათ, მეცნიერებსა   და ფსიქოლოგებს შეუძლიათ ამ განსაზღვრების ფორმულირება, მაგრამ ყოველ ჩვენგანს ხომ საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს. სუბიექტურია ეს ამბავი.  ერთი ადამიანის ქცევა, რომელსაც მისი პარტნიორი ღალატად აღიქვამს, „მოღალატისთვის“ შესაძლოა, მცდარი შეფასება იყოს. ძალიან ცუდია, რომ ადამიანები პარტნიორთან თავიდანვე  არ განიხილავენ, რა მიაჩნიათ ღალატად და რა – არა. მაგალითად,  თქვენ  როგორ ფიქრობთ  – შეიძლება თუ არა, გაცნობის მობილური აპლიკაციების გამოყენება ღალატად ჩაითვალოს? ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ  ვიღაცისთვის ღალატი მხოლოდ სექსია, სხვისთვის კი ღალატი მსუბუქი ფლირტიც კია.  თუმცა ადამიანების უმრავლესობა მაინც იმას ფიქრობს, რომ მხოლოდ სხვებს ღალატობენ და მათ შემთხვევაში ასე არ მოხდება. როცა დაქალი გვიყვება, როგორ უღალატა  ქმარმა, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ეს არ დაგვემართება.  ყველა ცოლს ღალატის მისეული კლასიფიკაცია აქვს. პატიება-არ პატიებაც  აქედან გამომდინარეობს. ჩემთვის, მაგალითად, ემოციური ღალატიც ღალატია.  
ემოციური ღალატი რა არის?
– ემოციური ღალატის განსაზღვრება ადვილი არ არის. მაგრამ  მსგავსი რამ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი, ფიზიკური ღალატი.  ასეთი ურთიერთობა ხშირია სამუშაო ადგილზე, სადაც პროფესიულ და პირად ინტერესებს შორის მჭიდრო კავშირი ყალიბდება. ცოლებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ურთიერთობები, ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი, დიდი ალბათობით, ინტიმურში გადაიზრდება ხოლმე. მე  მალე აღმოვაჩინე, რომ დიდი საშიშროების წინაშე ვიდექი. იმის თქმა მინდა, რომ სულიერი სიახლოვე ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე შემთხვევითი ფიზიკური კავშირი. აი, დაფიქრიდით – ფიზიკური სიახლოვე ხომ  სულაც არ არის აუცილებელი იმის გასააზრებლად, ხართ თუ არა ემოციურად პარტნიორის ერთგული. ისიც საკმარისია, რომ ერთმანეთს  რაღაცას უმალავთ, სხვაზე ფიქრობთ და  გულწრფელი  არასოდეს ხართ.
– ჯანსაღი ურთიერთობისთვის პარტნიორის ნდობა აუცილებლია. უბრალოდ, ზღვარია საპოვნელი.
– იცით რაშია საქმე, ზღვარიც საპოვნელია და იმის ცოდნაც აუცილებელია, რა უნდა ჩავთვალოთ ემოციურ ღალატად. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერზე ისტერიკის ატეხა დამატებითი პრობლემაა. მაგალითად, თქვენს პირად ცხოვრებაზე შეიძლება, მეგობრის ამბავმა აგიხილოთ თვალი. თუ თქვენს მეგობრებში ბევრია, ვინც თავის პარტნიორს ღალატობს ან ღალატობდნენ,  მეტად  დიდია საჭიროება, რომ ფხიზლად იყოთ.
– ღალატის შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი აღიარებაა?
– როცა  ადამიანებს ამ კითხვას უსვამენ, ისინი ავტომატურად  ვერ უპასუხებენ –  „დიახ“. ქალს რომ ჰკითხოთ, უნდა, თუ არა  იცოდეს, უღალატა მას ქმარმა თუ არა, გეტყვით, რომ უნდა. მაგრამ  თუ პრიორიტეტია ის, რომ არ გინდათ, საყვარელ ადამიანს ტკივილი მიაყენოთ, შემთხვევითი რომანების საიდუმლოდ შენახვა უფრო სწორია.
– განქორწინებების მთავარი მიზეზიც ღალატია?
– რა მგონია. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორ რეაგირებენ ადამიანები პარტნიორის მხრიდან ღალატის აღიარებაზე. იმიტომ, რომ არავინ, არცერთი ქალი არ გეტყვით სიმართლეს. ბუნებრივია, რომ  ღალატის აღიარება ყველასთვის მტკივნეულია, თანაც, ძალიან მტკივნეული. მცირე „ინცინდენტმაც“ კი შეიძლება, აგრესიული რეაქცია გამოიწვიოს. ზოგჯერ ცოლები არც თვალთვალზე ამბობენ უარს. ჩვენ ღალატი გულთან ძალიან  ახლოს მიგვაქვს.
– ეს ხომ ნორმალურია?
– ალბათ, ნორმალურია, მაგრამ ძალიან დამანგრეველი. როგორმე ემოციები უნდა გაანელო. თან ხომ ვერ გადაჰყვები. მით უფრო, როცა ხვდები, დაშორებას არ აპირებ. მაშინ ნერვიულობით სიკვდილსაც რა აზრი აქვს?
– ღალატის პატიება შესაძლებელია?
– კი და  ფსიქოლოგების შეფასებითაც ასეთია. მე ვფიქრობ, რომ თუ ეს ერთეული შემთხვევაა და სინანულიც გულწრფელია, აპატიებ.  რეალურ ცხოვრებაში ეს ყოველთვის ასე  ხდება. ხშირად კი ვამბობთ და გვსმენია, რომ ღალატი ქორწინების დასასრულს ნიშნავს, მაგრამ სულაც არ არის ასე.


скачать dle 11.3