კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№32 როგორ ეხმარებიან სახელმწიფოები თავიანთ წარმოებებს სხვა ქვეყნების სამეცნიერო და ეკონომიკური მიღწევების მოპარვაში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მაშინ, როდესაც ჯანმო კვლავ არისხებს განგაშის ზარებს, რომ კორონაპანდემიის მეორე ტალღაა მოსალოდნელი (ჯვარი გვწერია!), აშშ რფ-ს ედავება კორონის საწინაღმდეგო ვაქცინის ქურდობას. რუსეთი, ცხადია, უარზეა, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ან არ მოუპრავს, ან არ აპირებს მოპარვას და არა მხოლოდ ის, იმიტომ რომ სამეცნიერო-ტექნიკური შპიონაჟი მეტად გავრცელებული ამბავია და სპეცსამსახურებს, სხვასთან ერთად, ეს ფუნქციაც აქვს. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი გაგვარკვევს ამ საკითხში.
– მსოფლიო თითქოს ერთიანი ძალისხმევით ებრძვის კორონაპანდემიას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეც არ ყოფილა საქმე და უფრო ერთმანეთს უპირისპირდებიან. არის ახლა ამის დრო?
– შესავლისთვის მოკლედ ვიტყვი, რომ, როდესაც საბჭოთა კავშირის მიღწევებზე საუბრობენ, უნდა გავიხსენოთ, რომ იმ ქვეყანას, ნემსით დაწყებული და ატომური ბომბით დამთავრებული, თავისი შექმნილი არაფერი ჰქონდა. ყველაფერი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იყო მოპარული სხვა ქვეყნებისგან. კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სტრატეგიული რესურსი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ყველა ქვეყანა ცდილობდა, იცვლებოდა. ერთ ხანს ეს იყო აბრეშუმი, დენთი. ორივეს „საავტორო უფლებები“ ჩინეთს ჰქონდა და ყველანაირად იცავდა, რომ არ გასულიყო ქვეყნიდან. ბევრი მითია, თუ როგორ გამოიტანეს ბრიტანელებმა ჩინეთიდან აბრეშუმის ჭია ხელჯოხით.
– ჩაიზეც არის ეს ვერსია.
– დიახ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ფასეული რესურსი გახდა და მომავალშიც იქნება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაც და მედიკამენტიც. არ შევეხები იმ ვერსიებს, რომლებსაც აქვთ არსებობის უფლება. ადრეც ვისაუბრეთ ამაზე, რომ ხშირად ჯერ ვირუსი იქმნება, რომ გასაღდეს ანტივირუსი, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. დღეს გვაქვს ასეთი რეალობა: როდესაც ეს ვირუსი აშკარად თუ ფარულად მძვინვარებდა და ჩინეთის ხელისუფლება ამას მალავდა, მსოფლიოში აღარ დაიმალა, მილიონობით გარდაცვლილია და ასეთი სიკვდილიანობა სხვა არც ერთ დაავადებას არ გამოუწვევია.
– თუმცა საინტერესო სტატისტიკაა მაინც: გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ზოგადად, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიკლო. მათ შორის, საქართველოშიც.
– შეიძლება, იმის გამოც, რომ სახლში ვიყავით.
– გაფრთხილდნენ უფრო ადამიანები, თავს უვლიდნენ და სიკვდილიანობა შემცირდა.
– საქართველოში სიკვდილიანობის ორი ძირითადი მიზეზია ავტოსაგზაო შემთხვევები, გულსისხლძარღვთა დაავადება ალკოჰოლის გადამეტებული მიღების გამო.
– ანუ კარანტინის გამო საშუალება არ იყო, რომ თავი ძალით მოეკლათ.
– რა თქმა უნდა. სხვათა შორის, რუსეთშა საოცარი სტატისტიკა, სიკვდილიანობა და „სასწრაფოს“ გამოძახებები მაღალია ახალი წლის ღამეს. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და მედიკამენტი დღეს ყველაზე ძვირი რესურსია. ამის განსაზღვრა ადვილია, თუ შევხედავთ ნიუ-იორკის, ტოკიოს ან ლონდონის საფონდო ბირჟებს, რომელი კომპანიების აქციები იწევს მაღლა და პირიქით.
– ოქროსი და ფარმაცევტული.
– ფარმაცევტულ და კონკრეტულად იმ კომპანიების, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ მიაღწიეს წარმატებებს ვურუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში. კარგი გაგებით, შეჯიბრია დღეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. ბუნებრივია, ვაქცინის ან მედიკამენტის შექმნას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება: როგორც ინტელექტუალური, ისე მატერიალური და ბუნებრივია, ის ქვეყნები ლიდერობენ, რომლებსაც აქვთ ფარმაცევტული ბიზნესის ტრადიცია და განვითარებულია სამეცნიერო კვლევების მიმართულება. ასე რომ, უნდა ვაღიაროთ, რომ, ამ მხრივ, ლიდერები არიან შეერთებული შტატები, ჩინეთი, გარკვეულწილად გერმანია, რუსეთის განცხადებამ კი გამახსენა ქართული გამოთქმა: კუმ ფეხი გამოყოო. ანუ რუსეთსაც უნდა, რომ მარაქაში გაერიოს და თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც ერთ-ერთმა განვითარებულმა სახელმწიფომ. თუ ამას დავიყვანთ ჩვენს ყოველდღიურ პრობლემებამდე, გამოვა, რომ ის ქვეყანა, რომელიც შეძლებს ამ ვაქცინისა და მედიკამენტის შექმნას, არა მარტო მატერიალურ მოგებას მიიღებს, არამედ მიაღწევს გეოპოლიტიკურ წარმატებასაც. ამიტომ ეს სერიოზული ფარული და ღია ბრძოლების ასპარეზია. ყველა განვითარებული ქვეყნის სპეცსამსახური და, ალბათ, ყველა ქვეყნის სპეცსამსახური სხვადასხვა დონეზე ცდილობს, მოიპოვოს ინფორმაცია ამ ვაქცინის, მედიკამენტის წარმოების შესახებ და ამ ქვეყნების წარმატებები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერი სპეცამსახურები ჰყავს. ვთქვი და გავიმეორებ: ჩინეთი და რუსეთიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ სამეცნიერო-ტექნიკური ჯაშუშობით და ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთ ფორმულად შეიძლება, ჩავთვალოთ ის, რომ იაპონიისგან განსხვავებით, რომელიც ყიდულობდა პატენტებს, სრულყოფდა მათ და ახალ პროდუქციას უშვებდა, ჩინეთი და რუსეთი იპარავენ ტექნოლოგიებს. მაგალითად, ჩინეთის რამდენიმე ავტომობილია, ვერ გაარჩევ ამერიკული და გერმანული ავტომობილებისგან, მაგრამ ჩინეთშია აწყობილი და ჩინური სახელი ჰქვია. ფაქტია, რომ ტოტალიტარული ქვეყნების სპეცსამსახურები აქცენტს ყოველთვის ჯაშუშობით ტექნოლოგიური და საცდელი ნიმუშების მოპოვებაზე აკეთებდნენ.
– კონკრეტული მაგალითებიც რომ გავაცნოთ მკითხველს.
– დასამალი არ არის, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ყოველმხრივ ეხმარებოდა და ეხმარება ამერიკულ კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან საიდუმლო ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მოპოვებაში, უცხოელი კონკურენტების წინააღმდეგ ბრძოლაში და სხვა. 1993 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ ქლინთონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა დაეხმარება ამერიკულ საავტომობილო გიგანტებს („ჯენერალ მოტორსს“, „ფორდს“ და „კრაისლერს“) ახალი პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვაში. ამ განცხადებაში ქვეტექსტად იგულისხმებოდა, რომ „თეთრი სახლის“ დავალებით ამერიკის დაზვერვა (ცსს და ეროვნული უშიშროების სააგენტო) მხარში ამოუდგებოდა ზემოაღნიშნულ კომპანიებს იაპონიისა და ევროპის საავტომობილო კონცერნებთან კონკურენტულ ბრძოლაში. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცივი ომის დასრულებამ აშშ-ის სპეცსამსახურების მუშაობის პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა. ეკონომიკური შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლა გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით კოორდინაციას კონტრდაზვერვის ეროვნული ცენტრი უწევს. კონგრესის დავალებით, ეს უწყება ამზადებს ყოველწლიურ მოხსენებებს ეკონომიკური შპიონაჟის პრობლემებზე. ამ ცენტრის ექსპერტების აზრით, 1990-იანი წლების დასაწყისიდან აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულმა ეკონომიკურმა შპიონაჟმა კატასტროფული მასშტაბები მიიღო. ყოველივე ეს კი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და ასუსტებს აშშ-ის ეკონომიკურ პოზიციებს. ექსპერტების გაანგარიშებით აშშ ყოველწლიურად 100-150 მილიარდ დოლარს ზარალობს ეკონომიკური შპიონაჟის შედეგად. ამ ქვეყნის წინააღმდეგ აქტიური „მუშაობით“ განსაკუთრებით გამოირჩევიან რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ისრაელის, იაპონიის, ტაივანის და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურები და ფირმები. ამერიკელმა კონტრმზვერავებმა დაადგინეს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ეკონომიკური შპიონაჟის მთელი მოცულობიდან 58 პროცენტი მოდის უცხოურ კომპანიებზე, 22 პროცენტი – სხვა სახელმწიფოებზე და 20 პროცენტი – უცხოურ სამეცნიერო ცენტრებსა და ლაბორატორიებზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს პროცესები მაინც ამ ქვეყნების სპეცსამსახურებიდან იმართება.
  თუმცა გლობალიზაციის ეპოქაში ეკონომიკური შპიონაჟის ლიდერად მაინც ჩინეთი უნდა ჩაითვალოს, სადაც ეს საქმიანობა ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ცსს-ის ინფორმაციით ჩინეთში გახსნილია სპეციალური კოლეჯი, სადაც მომავალ „სამრეწველო შპიონებს“ ამზადებენ. სტუდენტებს ასწავლიან ეკონომიკური შპიონაჟის თეორიას და შემდეგ სტუდენტთა გაცვლითი პროგრამით აშშ-ში, ინგლისში, იაპონიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აგზავნიან „პრაქტიკის გასავლელად“ და არც ისინი ირცხვენენ თავს. საყოველთაოდ ცნობილი გახდა ფაქტი, როცა ერთ-ერთ ფრანგულ ფოტოფირების მწარმოებელ ფირმაში ექსკურსიისას, ჩინელი სტუდენტები ჰალსტუხის წვერს ქიმიურ რეაქტივებში, ვითომდა, შემთხვევით ასველებდნენ, რათა შემდეგ მისი ქიმიური შემადგენლობა დაედგინათ. სამრეწველო ჯაშუშობის გამო გერმანული ფირმები ყოველწლიურად 20 მილიარდ ევროს კარგავენ. უცხოური ფირმების ინტერესების მთავარი სფეროა საავტომობილო მრეწველობა, ფარმაცეტიკა, ენერგეტიკა და სხვა. ჯაშუშობის ძირითადი მეთოდები არის როგორც ტრადიციული (კონკურენტი ფირმების მიერ აგენტურის შეგზავანა), ასევე თანამედროვე – ინტერნეტ-ქსელიდან ჰაკერული შეტევები და ინფორმაციის არასანქცირებული მოპოვება. გერმანული ფირმების საწინააღმდეგო ჯაშუშურ საქმიანობაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ჩინეთისა და რუსეთის სპეცსამსახურები. გერმანელი ექსპერტების ინფორმაციით, გერმანიაში მოქმედი ჩინელი „სამრეწველო ჯაშუშების“ რაოდენობა 30 ათასს აღწევს.
– მხოლოდ დიდი და განვითარებული ქვეყნების ფუფუნებაა ამ ტიპის ჯაშუშობა?
– არა, ამ ტიპის შპიონაჟის „ფერხულში“ აქტიურად ჩაებნენ ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიც. მაგალითად, 2004 წელს ჩეხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სპეცსამსახურებს ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ეკონომიკური შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლა და უცხოეთის გასაღების ბაზრებში შესაღწევად ჩეხური ფირმების დახმარება დაუსახა. ამ დირექტივების თანახმად, ჩეხეთის სპეცსამსახურებმა აქტიურად უნდა „იმუშაონ“ იმ უცხოელ პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან, რომლებიც ექსპორტ-იმპორტის საკითხებს წყვეტენ.

скачать dle 11.3