კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ გადმოინაცვლა ცხელმა წერტილმა ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეთ კავკასიაში და რა საფრთხე ექმნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირებით

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მაშინ, როდესაც იმას ვარჩევდით, იდლიბში ესროდნენ თუ არა რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს, რაც კორონაპანდემიამ შეაფერხა, პანდემია არ დასრულებულა და სამხრეთ კავკასიაში, რატომღაც, სომხეთ-აზერბაიჯანის გაყინული კონფლიქტი გალღვა, ოღონდ არა ყარაბაღის ტერიტორიაზე. და სანამ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ესროდნენ, აზერბაიჯანული მედია საქართველოს სდებდა ბრალს სერბეთიდან სომხეთისკენ ნაღმმტყორცნების გამოტარებაში, თუმცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერბეთის ელჩი დაიბარეს და არა ჩვენი, მაგრამ, სამაგიეროდ, აზერბაიჯანის საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯის შელახვის კამპანია არ შემწყდარა. რატომ „გაცხელდა“ სამხრეთ კავკასია და, მართლაც, დავდექით თუ არა კავკასიის სირიიზაციის საფრთხის წინაშე? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე დაგვეხმარება.
– რას უკავშირდება საქართველოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ირიბად ჩათრევა, რომ თითქოსდა ჩვენ გავატარეთ სომხეთისკენ მიმავალი ნაღმმტყორცნები?
– ჩემი პასუხი ცოტა სხვანაირი იქნება, იმიტომ რომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის სიტუაციის დაძაბვა სულაც არ უკავშირდება ყარაბაღს, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით, რადგან დაპირისპირება და სროლები ყარაბაღიდან საკმაოდ შორსაა. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ეთნკონფლიქტის განახლებასთან და ახლა უკვე ყველაზე დიდი საფრთხე არის, რომ ორი სახელმწიფო ჩაებას სერიოზულ ომში და ეს არ იქნება ყარაბაღთან დაკავშირებული. რა ხდება? პირველი ის, რომ არც სომხეთის და არც აზერბაიჯანის  პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება მზად არ არის არსებული კონფლიქტის მოგვარებისთვის, რადგან კონფლიქტის მოგვარება დათმობებსა და გონივრულ ნაბიჯებს ეყრდნობა, ეს განწყობა კი არ არის. მაშინ რატომ უნდა განახლებულიყო და ვისთვისაა ეს ხელსაყრელი?! ჯერ ერთი, სომხეთი ვერ იქნება განახლების მომხრე, იმიტომ რომ სომხეთს ყარაბაღი აქვთ დაკავებული და აზერბაიჯანის კიდევ ხუთი რაიონი, მეტს ისინი ვერ მიიღებენ, პირიქით, უნდა შენარჩუნონ. ამიტომ აქტიური ომისთვის სომხეთი მზად ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს დიდი უჭკუობა გამოვა.
– სომხეთი დამოუკიდებლად ასეთ ნაბიჯს, რომ საკუთრივ აზერბაიჯანს დაარტყას, ვერ გადადგამს, იმიტომ რომ სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული სამხედრო ხელშეკრულების მიხედვით, სომხეთზე თავდამსხმელი რუსეთზე თავდამსხმელია. ყარაბაღი სხვა თემაა, ყარაბაღში რუსეთი ფორმალურად არ იღებს მონაწილეობას.
– მივალთ მაგ საკითხამდეც. ჯერ სხვა რამ მინდა, ავხსნა. ფაშინიანი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მაგრამ ეს სომეხი ხალხის არჩევანია და ჩვენთვის მთავარია, რომ ორივე მეზობელი კარგად იყოს. მეორე საკითხი ისაა, რომ აზერბაიჯანი თავს წაგებულად თვლის და მისი ტერიტორიაა მითვისებული. მისი ჯარის მდგომარეობა კი გაცილებით უმჯობესია, ვიდრე სომხური ჯარის და, ამდენად, თუ იმედი გადაეწურა აზერბაიჯანელებს, მაშინ ისინი შეიძლება, ღრმა კონფლიქტზე წავიდნენ, მაგრამ ამ ორი ქვეყნის დონეზე არ წყდება დღეს არაფერი. აქ ერთვება ის მთავარი, რასაც საქართველოში ყურადღებას არ აქცევენ და რაც უკავშირდება გეოპოლიტიკას.
– სომხეთი და აზერბაიჯანი დიდი მოთამაშეების ავატარებივით არიან, რომლებიც მათი საშუალებით ებრძვიან ერთმანეთს სამხრეთ კავკასიაში.
– დიახ. აქ არის ძალიან ღრმა პლასტები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მთავარი მაინც არის შეერთებული შტატები-რუსეთის დაპირისპირება. სამხრეთ კავკასია პოტენციური დენთის კასრი და ძალიან საშიში ადგილია, რადგან ათწლეულებია, აქ თავმოყრილია მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის იარაღი. ის, რასაც დიდი კავკასია ჰქვია და რვა სახელმწიფოს მოიცავს.
– ჩამოვთვალოთ.
– სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო, რუსეთი, თურქეთი, ირანი, თურქმენეთი და ყაზახეთი. ამ ზონაში კონცენტრირებულია უზარმაზარი შეიარაღება და გადაჯაჭვულია გეოპოლიტიკური ინტერესები. ხდება ის, რაც დავწერე რამდენიმე თვის წინათ, რომ დაიწყება ახალი გეოპოლიტიკური დაპირისპირება და ხელახალი გადანაწილება, ამ კონტექსტშია ეს პროცესიც. გამოკვეთილია, რომ ორი მუსლიმანური ქვეყანა აშკარადაა ჩაბმული: თურქეთი, რომელიც აზერბაიჯანელებს ისედაც ენათესავება და ძალიან გააქტიურებულია, სამხედრო დახმარებითაც კი და ბირთვული სახელმწიფო პაკისტანი, რომლის გეოპოლიტიკური ინტერესები ძალზე გაფართოებულია. მას შემდეგ, რაც ამერიკელები, ფაქტობრივად, გამოუშვეს, მათი ამბიციები ძალიან დიდია და ამ დაპირისპირებაში მთავარი მიზანია კონფლიქტის გადატანა უშუალოდ რუსეთის საზღვართან. ის, რაც ამჟამად ხდება სირიაში, ლიბიაში, იემენში რაღაცნაირად უნდა გაწონასწორდეს, ამისთვისაა მოგონილი ეს დაპირისპირება, რამაც შეიძლება, სამხრეთ კავკასია ააფეთქოს და ეს იქნება უკვე არა რეგიონული, არამედ დიდი საერთაშორისო კონფლიქტი, რომელიც ამ რეგიონს კატასტროფას უქადის. გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, თურქეთს აქვს რაღაც გარანტიები მიღებული, რადგან ის რუსეთს კავკასიაში ძალიანაც ვერ დაუპირისპირდება.
– ვისგან აქვს გარანტიები მიღებული თურქეთს – ამერიკისგან?
– როგორც ჩანს, ამაზე გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებში უმძიმესი მდგომარეობა და მოახლოებული 3 ნოემბრის არჩევნები, რაც მოითხოვს სიტუაციის რაღაცნაირად განტვირთვას. იქ ძალიან დაძაბული და გაურკვეველი ვითარებაა, განსაკუთრებით, ამ კორონავირუსის მეორე ტალღის მოძალების შემდეგ, ამიტომ გეუბნებით იმას, რისი წაკითხვაც დღეს შეიძლება. მიუხედავად გააქტიურებისა, თურქეთმა იცის, რომ ცალსახა ინტერესები ვერ ექნება სამხრეთ კავკასიაში. აქ კლასიკურად სამი მოთამაშე იყო ყოველთვის: რუსეთი, თურქეთი და ირანი, შემდეგ ჩაერთნენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი და ხუთივეს სხვადასხვა ინტერესი აქვს. მაგრამ თურქეთი ყოველთვის ილავირებს. ის იძულებულია, ორ ძალას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს, შორის ლავირებდეს, ამიტომ ის ვერასდროს იქნება ცალსახა. ეს ჩვეულებრივი ოსმალური ტაქტიკაა, თავიანთი ჭკუით დანახული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თურქეთის პოზიცია ძალიან სუსტია და პერსპექტივაც – ცუდი, მაგრამ საფრთხის შემცველი, განსაკუთრებით, საქართველოსთვის. ამდენად, ჩვენ ახლა ვხედავთ არა რეგიონული კონფლიქტის გაღვივებას, არამედ მის ტრანსფორმაციას საერთაშორისო კონფლიქტად. ეს ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, რადგან კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, ჩვენ ავტომატურად ვექცევით ამ არეალში, თუ აშკარა საომარი მოქმედებები დაიწყო, ის, რა თქმა უნდა, საქართველოს სხვადასხვა ფორმით შეეხება და საფრთხეს შეუქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, ეს არის ის მთავარი, რაც ქართულ მედიაში, საუბედუროდ, არ ჩანს და რაღაც მანქანების გატარებაზე საუბრობენ. ისეთი მოთამაშეები არიან ჩართული ამ პროცესში, რომ ნეიტრალობანას თამაში და  მიამიტური წარმოდგენები ამ კონფლიქტზე, არასწორია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებასა და სპეციალურ ორგანოებს საკმარისი ინფორმაცია ექნებათ, რომ ადევნონ თვალყური პროცესს. როდესაც რეგიონული სახელმწიფოების კონფლიქტში ერთვებიან მსოფლიოში ცნობილი და დიდი მოთამაშეები, ეს ყოველთვის უზარმაზარი საფრთხეა. ამიტომ ის პოტენციური საფრთხე, რომელსაც მეც ვხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ანალიტიკას ვეყრდნობოდი, რომ კავკასია იქნებოდა ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში, რეალური გახდა. ის, რომ საქართველომ რაღაც ფორმით უნდა იმოქმედოს, რომელიც ზუსტად შეესაბამება მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესებს, ფაქტია, თორემ, დავწერე და გავიმეორებ, ისეთი დაუნდობელი სიტუაციაა, ვერავინ იქნება დაცული და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები ყველას უზარმაზარ ფასად დაუჯდება. საქართველო სწორედ ასეთი საფრთხეების წინაშე დგას. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც გაუგებარი რჩება საქართველოში, ეს არის კონფლიქტის გადატანა რუსეთის საზღვართან და მასში სირიის ოპოზიციური ძალების გამოყენება. იმ ძალების, რომლებსაც თურქეთი აკონტროლებს. ამ ბოლო მომენტში თურქეთმა გამოიყენა ეს ძალები ლიბიაში, ამიტომ ბუნებრივია, ამ შეიარაღებული „ბოევიკების“ გადმოსროლა უშუალოდ რუსეთის საზღვართან და აქ სერიოზულ კონფლიქტში მათი ჩართვა, არის ერთ-ერთი მიზანი და ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის.
– იმას ამბობთ, რომ ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიის გარეთ საომარი მოქმედებების განახლებით, გააფრთხილეს რუსეთი?
– შეშინება-გაფრთხილებაზე ლაპარაკი არ არის. ამ გაურკვეველ სიტუაციაში ყველა ცდილობს თავისი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული საბანი თავისკენ გადაქაჩოს. ყველა მოერიდება რაღაც გრანდიოზულ დაპირისპირებას, თუმცა არც ესაა გამორიცხული, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ საშინელი იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე დავდგებით, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, სამი ბირთვული სახელმწიფო იქნება ჩართული ამ ყველაფერში. რა სიტუაციაა რეალურად? პაკისტანის განეიტრალება საკმაოდ კარგად შეიძლება ირანისა და ინდოეთის მეშვეობით. ეს ცნობილი მექანიზმია, რომელიც აუცილებლად ამუშავდება. თურქეთის საპირწონედ ევროკავშირში საბერძნეთი იქნება და რუსეთსაც ეყოფა ძალები, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ რუსეთი იქნებ როგორმე ჩაითრიონ სერიოზულ დიდ კონფლიქტში მის საზღვრებთან და როგორმე მოხდეს იმ ძალების გადმოსროლა აქეთ, რომლებიც შეზღუდულები არიან სირიაში გარკვეულ მიზეზთა გამო. შეამჩნევდით, რომ რუსეთი ფრთხილ განცხადებებს აკეთებს. როგორც ჩანს, ამუშავებენ ვარიანტებს.
– ჩვენ რატომ მოვხვდით ამ ამბავში, რომ თითქოს რამე გავატარეთ?
– ჩვენ არაფერი მიგვანიშნეს. ყველამ კარგად იცის ჩვენი მდგომარეობა, იცით ანტიქართული განწყობები კავკასიაში, იმიტომ რომ საქართველო თავისი 28-წლიანი პოლიტიკით ამოვარდა კავკასიიდან. კავკასია კი არ იცვლება და რაც ძალიან არსებითია: ჩვენ კიდევ გვრჩება ერთი პლასტი, რომ სამხრეთ კავკასია, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია არის ერთი გეოსტრატეგიული ინტერესი, სადაც უახლოესი 30-40 წელი იქნება კონცენტრირებული ყურადღება. ოღონდ, სამწუხაროდ, ჩვენ აღარ ვართ ის ავტორიტეტული სახელმწიფო, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში კავკასიაში საქართველო წარმოადგენდა.

скачать dle 11.3