კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ხელისმომკიდეები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ უპატარძლო ქორწილია?!

  რაკი ბედი მომეც და განა სანეხვეზე, პარლამენტზე დამაგდეო, ოპოზიციური ერთობა მთლად ისეთი მონოლითურიც არ გახლავთ, როგორც ეს აქამდე ჩანდა (იმიტომ რომ სკამი, სულ რაღაც, 150-ია, ხოლო სამთავრობო თანამდებობები – თითო-თითო), იმას გარდა, რომ მაჟორიტარობისთვისაც დიდი დოღი დაწყებულია.
  მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, ოპოზიცია მაჟორიტარულ არჩევნებს გმობდა, როგორც არადემოკრატიულ ფორმას, ჯერჯერობით ვერ შეთანხმებულან, ვინ რომელ საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს მაჟორიტარად – ისევ და ისევ იმიტომ, რომ განა სიყვარული, ყველას სკამი უნდა.
როგორც ჩანს, ეს ფაქტი (სკამი ცოტაა, მსურველი – ბევრი) ამ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ფანტაზიას მეტად დიდ გასაქანს აძლევს (და ისეთი ტემპით, რომ მალე, ვშიშობ, შალვა ნათელაშვილს კონკურენტები ბლომად გამოუჩნდება).
  მაგალითად, ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთს რაიონში აპირებს კენჭისყრას (სახელისუფლო გუნდიდან მისი კონკურენტი გიორგი ვოლსკი იქნება), ამიტომაც ქ-ნი ანა დიდუბე-ჩუღურეთელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად ისტორიას მოიხმობს. კერძოდ, მისი მტკიცებით, ყველა სხვა რაიონისგან განსხვავებით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს უშუალოდ აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა, რადგან თამარ მეფესა და დავით სოსლანს სწორედ დიდუბე-ჩუღურეთში გადაუხდიათ ქორწილი, და სწორედ იმიტომ, რომ ეს რაიონი შორეულ მეთორმეტეში წალკოტი ყოფილა. ამიტომაც დაასკვნის, რომ ასეთ რაიონში გიორგი ვოლსკი, უბრალოდ, ვერაფერს გახდება, იმიტომ რომ საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს.
  ცხადია, შესაძლოა, ბ-ნი ვოლსკის შესაძლებლობები ესადაგებოდეს ან არ ესადაგებოდეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში არსებულ პრობლემებს, ასევე, მას ბოლომდე არც კი ჰქონდეს გაცნობიერებული წალკოტში ყოფის არსი, მაგრამ ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვას: ქ-ნი ანა ამომრჩევლებს აწონებს თავს (როგორც კანდიდატი), თუ უბრალოდ, ხელისმომკიდეებს აგროვებს?!


скачать dle 11.3