კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 უწესო წესები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თავის მოგიჟიანების ფასი

  სანამ სამხრეთ კავკასიაში დიდი გაუგებრობაა, უფრო დიდი  – თვით აშშ-ში, ხოლო  რუსეთშიც კი, ხაბაროვსკი იმპერატორ პუტინს აუხირდა და, რაც მთავარია, დედამიწაზე უკვე აღარანაირი წესი აღარ მოქმედებს (ძველი არ მუშაობს, ახლები არ შექმნილა, ამიტომაც, უბრალოდ, ძველები მოქმედებს ნაწილობრივ და ინერციით, ანუ ყველა უმეტესწილად საკუთარი თავის იმედადაა), შფოთი ბელორუსიაშიც ჩაითესა.
  იმდენადაც კი, რომ, მედიის ცნობით, მინსკში დააკავეს რუსი პიარტექნოლოგი შკლიაროვი (აი, სწორედ ის, ვინც გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კამპანიას ხელმძღვანელობდა და რუსული მედიის საშუალებით, გვამცნობდა, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდებოდა). რაც უფრო საინტერესოა, მის დაკავებამდე კი –  რუსული „ვაგნერის“ 32 წევრი (ცნობისთვის: „ვაგნერი“ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიაა, მისი მებრძოლები მონაწილეობას იღებდნენ სამხედრო მოქმედებებში დონბასში, სირიაში, ლიბიაში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში), რომლებიც, ბელორუსიის მედიის ინფორმაციითვე, მესამე ქვეყანაში მიემართებოდნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ბელორუსიაში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და შკლიაროვი ლუკაშენკოს ერთ-ერთი ოპონენტის საარჩევნი პიარს ხელმძღვანელობდა).
  შესაძლოა, არეულობა აწ უკვე ბელორუსიის ტერიტორიაზე იგეგმებოდეს (იქ ავტონომიები არ არის, ამიტომ, სავარაუდოდ, სხვაგვარი სცენარი იქნება შემუშავებული), რადგან აშკარაა, რომ ამ წესების გარეშე არეულობაში ყველა ცდილობს მოზრდილი ღლავის დაჭერას, რაც, სახელდობრ, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვაგონებს, რომ ცხელთავიანობას უნდა გავეშვათ და რაც შეიძლება, პრაგმატულად ვიმოქმედოთ, სულ მცირე, ათამდე მაინც დავითვალოთ, თავის მოგიჟიანების სურვილი რომ მოგვეძალება, რადგან, ეჭვი მაქვს, თითოეულ მოგიჟიანებაში ძალიან დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს.



скачать dle 11.3