კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 შეშფოთებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ გაქცეულ-წაქცეულები?!

  მართალია, მაიკ პომპეომ და გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს (ან კი როგორ არ დაურეკავდა ამ ჩვენს პრემიერ-მინისტრს იმ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სახმდივანი, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ისეთი ამბებია, ლამისაა, მეორე სირია „გამოაცხონ“) და, ჩემი ვარაუდით, სწორედ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება, აქეთ – სომხეთ-რუსეთის, იქით – რუსეთის სამხედრო წვრთნები იქნებოდა საუბრის მთავარი კონტექსტი, მაგრამ არც ამ ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორი ქვეყნის სენატორები სხედან უქმად (როგორც გურიაში იტყვიან, საწერელი აუტყდათ).
  მეტიც, გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯის გამო აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა  განაცხადა, რომ ბ-ნი რურუა საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს (ანუ განა კარგი იქნებოდა ან ვისურვებდი, არამედ აი, ასე კატეგორიულად – უნდა შეიწყალოსო!).
  და დასძინა, არჩევნები მხოლოდ მაშინ იქნება თავისუფალი, თუ პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის შიში არ ექნებათო. ცხადია, ამ მეორე პასაჟის პათოსი აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა მაინც ვერ აქარწყლებს იმ ეჭვს, რომ გუმანში იმ კონვერტის გამოგზავნაც ხომ არ აქვთ, რომელშიც შავით თეთრზე ეწერება, ვინ და რამდენი უნდა ავირჩიოთ?!
  მეორე მხრივ, რაკი აშშ და სწორედ და მხოლოდ აშშ-ია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი (და, ცხადია, ის ეცდება ამის სათავისოდ გამოყენებას, იმიტომ რომ უანგარო ლამის დედაშვილობა აღარაა), რუსეთის ოკუპაციისა და, ზოგადად, მისი მეზობლობის ფონზე, საქმე ისე ხომ არ მიდის, საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო?!


скачать dle 11.3