კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 „გაბი ჰაუსი“ – ელიტარული საცხოვრებელი ბინა თქვენი კომფორტისთვის

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  თბილისის პრესტიჟულ უბანში – საირმის გორაზე  ორიგინალური დიზაინის შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი „გაბი ჰაუსი“ აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ელიტარული ტიპის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ბიზნესმენ თამაზ გაბისონიას უკავშირდება, რომელსაც წარმატების რთული და საინტერესო გზა აქვს.
  თამაზ გაბისონია: დავიბადე გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, სკოლა კი ხობში დავამთავრე. სწავლა სოხუმში  გავაგრძელე. ჩემი დიდი გატაცება იყო ცეკვა და მართლაც, სულ მალე გავხდი აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი. ჩემი ახალგაზრდობის ულამაზესი წლები სოხუმთანაა დაკავშირებული. იქიდან მოსკოვის კულტურის ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, მერე  ისევ სოხუმს და ჩემს საყვარელ საქმეს დავუბრუნდი.
– ხელოვნებიდან მშენებლობაში როგორ მოხვდით?
– ბიზნესით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. ბიზნესსაქმიანობა ოთხმოცდაათიან წლებში სოხუმში დავიწყე. აფხაზეთის  ომის შემდეგ ისევ მოსკოვში დავრუნდი. ჩემს ერთ-ერთ მიმართულებას, სწორედ რომ, სამშენებლო სფერო წარმოადგენდა.
– როგორ დაიწყო მოსკოვში თქვენი ბიზნესკარიერა?
– მოსკოვში სან-ჰიგიენური ქაღალდის საწარმოო დანადგარების წარმოება შევქმენი და დავაპატენტე. მინდა გითხრათ, რომ ამ სფეროში ინოვატორი ვიყავი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩემი კომპანია ერთადერთი იყო ამ სახის დანადგარების წარმოებაში. პარალელურად, ჩემი ძალები სამშენებლო ბიზნესშიც მოვსინჯე და ამ სფეროშიც გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე.
– ჩვენი ყურადღება მიიქცია საირმის ქუჩაზე ახლადაშენებულმა ძალიან ორგინალურმა და საინტერესო კორპუსმა „გაბი ჰაუსმა“,  რომელსაც განსხვავებული დიზაინის გარდა ხარისხიც გამოარჩევს.
– ვფიქრობ, თუ აშენებ ელიტურ სახლს, პროექტიც და ადგილმდებარეობაც შესაბამისობაში უნდა იყოს. ნამდვილად ასეა ამ შემთხვევაშიც: სახლი ქალაქის
ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში – საირმის გორაზე მდებარეობს. ეს არის ადგილი, რომელიც გამოირჩევა სასიამოვნო სიმყუდროვითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. სახლთან ახლოს მდებარეობს ყველაზე დიდი და გამწვანებული პარკი საბურთალოზე. კორპუსის პროექტი და დიზაინი ნამდვილად გამორჩეულია, ირგვლივ ფეშენებელური კერძო სახლებია, სადაც რამდენიმე ქვეყნის საელჩოა განთავსებული.
მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ სახლში ვაპირებთ ცხოვრებას და ავაშენე კიდეც ისე, როგოც საკუთარი სახლი – მაქსიმალური ხარისხით, დიზაინისა და კომფორტის გათვალისწინებით.
  კორპუსი შვიდსართულიანია და ორი სადარბაზოსგან შედგება, სულ 30 საცხოვრებელი ბინაა გათვალისწინებული. ერთი სადარბაზო, რომელიც 50 კვადრატული მეტრია, სულ 3 მობინადრეზეა გათვლილი. ჭერის სიმაღლე 3,30 მეტრია. კორპუსი აშენებულია „იტონგის“ თბოეფექტური ბლოკებით. ფასადისა თუ შიდა ფართების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია მაღალი ხარისხისა და ევროსტანდარტის სამშენებლო მასალა. სახლს აქვს ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი ლიფტით. შენობა უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვით.
– რა ინფრასტრუქტურაა დაგეგმილი, რომ „გაბი ჰაუსი“ უფრო მეტად საინტერესო გახდეს მცხოვრებთათვის?
– იქნება ფიტნეს და სპა ცენტრი, აუზი, კაფე. მინდა, გავაკეთო ხელოვნური თოვლი,  ასევე, ორნაირი საუნა,  სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის. შევეცადე, მაქსიმალურად ამეთვისებინა ტერიტორია, რათა კორპუსი რაც შეიძლება, საინტერესო ყოფილიყო მობინადრეთათვის.
– როგორი ფასებია „გაბი ჰაუსში“ და ბინების რა ნაწილი ელოდება საკუთარ პატრონს?
– ფასი მხარისა და სართულის მიხედვით 1 300-1 500 დოლარია,  მაქსიმალურად ვუწევ ანგარიშს ჩვენი მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას და სამომავლოდაც ამ ფასს შევინარჩუნებთ.  „გაბი ჰაუსში“ ბინების 50 პროცენტი გაყიდულია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პირველი მობინადრე სამშენებლო კომპანია „ორბის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა. ასევე, მათ შორის არის ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე.
– რატომ დაუბრუნდით ფესვებს?
– სამშობლოში დაბრუნებას ყოველთვის ვგეგმავდი. 17 წელი ჩემი ოჯახით ვიცხოვრე მოსკოვში. იქ აღვზარდეთ მე და ჩემმა მეუღლემ ოთხი შვილი ქართული ტრადიციებითა და სამშობლოს დიდი სიყვარულით. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დარჩენის არანაირი სურვილი აღარ გვქონდა და მალევე დავუბრუნდით სამშობლოს.
– არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ – ნატალია ბოლქვაძე. ქალი  ხშირად განაპირობებს მამაკაცის სიძლიერეს, როგორც ჩანს, თქვენს შემთხვევაშიც ზუსტად ასეა, მოგვიყევით ოჯახზე.
– ბედნიერი ვარ, რომ მყავს საყვარელი მეუღლე და ოთხი შვილი. ნატო ყოველთვის გვერდით  მედგა და დიდ სტიმულსა და ძალას მაძლევდა. ის ძალიან კარგი ადამიანი, საუკეთესო დედა და მეუღლეა. არაჩვეულებრივი შვილები მაჩუქა და აღმიზარდა. ეს არის ჩემი სიმდიდრე და სიამაყე და მადლობა უფალს ამისთვის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩემი გეგმები საქართველოს უკავშირდება. ხშირად მიოცნებია – სოხუმში დაბრუნების საშუალება რომ მომეცეს, შემოვიკრებდი ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს, კომპლექსურად მივუდგებოდი საქმეს და ჩემი სოხუმისთვის და მთლიანად აფხაზეთისთვის ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი.

скачать dle 11.3