კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რატომ ასახელებენ გიორგი ჩხოლარიას პაციენტები გულისხმიერ ექიმად და რა უნიკალურ ოპერაციებს ატარებს ის

ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი

  გიორგი ჩხოლარია – ექიმი, რომლის სახელიც, შეიძლება ითქვას, ბევრ გამოჯანმრთელებულ გულსა და გადარჩენილ სიცოცხლეს უკავშირდება. ექიმი-არითმოლოგი, რომელიც წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმიის) დასამარცხებლად აბლაციის მეთოდით ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ უამრავ პაციენტს ტოვებს მადლიერს, ჩვენი რუბრიკის სტუმარიც სწორედ ამ მოტივით გახდა. მადლიერი პაციენტების დიდი ნაწილი ამ მიმართულებით მას ერთ-ერთ პროფესიონალ და გულისხმიერ  ექიმად ასახელებს.
  მინი-დოსიე: 1998 წელს ჩაირიცხა  უმაღლეს  სამედიცინო სკოლა „აიეტში“ (დღევანდელი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი), მეხუთე კურსიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ, 2006 წელს, მოსკოვის,  ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში ორდინატურასა და რეზიდენტურას გადის კარდიოლოგიასა და ინტერვენციულ არითმოლოგიაში აკადემიკოს ამირან რევიშვილის ხელმძღვანელობით. 2010 წელს ბრუნდება სამშობლოში და დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იწყებს მუშაობას. მიზნად ისახავს ინტერვენციული არითმოლოგიის, საქართველოსთვის ახალგაზრდა დარგის, განვითარებას. დღეისთვის ის დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის „ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმი-არითმოლოგია და კარდიოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ასევე, წარმატებით ატარებს არითმიულ ოპერაციებს თბილისში,  „ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“.
გიორგი ჩხოლარია:
– ძირითადი სპეციალობით ექიმი-კარდიოლოგი ვარ. სუბსპეციალობით კი ინტერვენციული არითმოლოგი გახლავართ.
– ბატონო გიორგი, დღეისთვის მოციმციმე არითმია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. კონკრეტულად რას ნიშნავს მოციმციმე არითმია და როგორ ხასიათდება ის?
– წინაგულთა ფიბრილაცია, ანუ, ეგრეთ წოდებული, მოციმციმე არითმია ყველაზე გავრცელებული გულის დისრითმიაა, რომელიც პოპულაციის 2-3 პროცენტს აღენიშნება, მისი სიხშირე ასაკთან ერთად 8 პროცენტამდე იზრდება. ეს დაავადება ახდენს ნეგატიურ გავლენას როგორც სიცოცხლის ხანძლივობაზე, ასევე, ცხოვრების ხარისხზე და ხასიათდება გულის უკმარისობითა  და  თრომბოემბოლიური გართულებებით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დაავადების დროული გამოვლენა და შემდგომი მკურნალობაც ბევრად გამარტივდა. მოციმციმე არითმია საკმაოდ მძიმე და კომპლექსური პათოლოგიაა, რომლის პათოფიზიოლოგიური მექანიზმები და მიზეზები, რიგ შემთხვევებში, ცდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფარგლებს.  ამიტომ აუცილებელია სრულფასოვანი კვლევის ჩატარება, რათა ზუსტად განისაზღვროს გამომწვევი მიზეზები და შეირჩეს ოპტიმალური თერაპიის მეთოდები.
– რა სიმპტომებით ხასიათდება მოციმციმე არითმია?
– პათოლოგია გულისცემის ძლიერი არითმიული აჩქარებით ხასიათდება. პაციენტი ადვილად იღლება, უჭირს სუნთქვა და უჩნდება მოხრჩობის შეგრძნება. სხვათა შორის, რაც უფრო „ახალგაზრდაა“ პათოლოგია, მით უფრო აგრესიული სიმპტომებით გამოირჩევა. წლების განმავლობაში გაგრძელებული ავადმყოფობის სიმპტომები, პირიქით, ნაკლებად ვლინდება, რემისია კი მხოლოდ მოჩვენებითია, რადგან სინამდვილეში პათოლოგია პროგრესირებს, სულ უფრო რთულდება მისი მკურნალობა და იზრდება გართულებების რისკი.
– თქვენ მიერ ჩატარებული ოპერაციები მართლაც უნიკალურია, ბევრი ადამიანი გაათავისუფლა ამ დაავადებისგან და მოუხსნა  დისკომფორტი.
– 2014 წლიდან „ჯეოჰოსპიტალის“ კარდიოლოგიურ მიმართულებას ვხელმძღვანელობ და განსაკუთრებით შევეცადე, რომ ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგიური მიმართულება მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო. დღეისთვის, მართლაც რომ, უნიკალური დეპარტამენტი გვაქვს, სადაც  ვაწარმოებთ არითმიის სამკურნალო სხვადასხვა მოწყობილობების  (პეისმეკერების, კარდიო-რესინქრონიატორებისა და დეფიბრილატორების) იმპლანტაციას. ასევე, მაღალტექნოლოგიურ ნავიგაციურ რადიოსიხშირული და კრიო-ბალონური აბლაციის მეთოდით პრაქტიკულად დამარცხებულია არითმოლოგიური  პრობლემები. ჩვენ სახეზე გვაქვს მაღალტექნოლოგიური  აღჭურვილობის, სრული სერვისის მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მუშაობს როგორც პაციენტთა კეთილდღეობაზე, ასევე, ორიენტირებული ვართ მეცნიერული კვლევებისა და პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე, როგორც საქართველოს, ასევე, მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში.
– წინაგულთა ფიბრილაციის, ეგრეთ წოდებული, მოციმცირე არითმიის, წინააღმდეგ ქირურგიული ჩარევა როგორ კეთდება?
– პაციენტებს, ვიდრე სრულად შეიტყობენ მეთოდის არსს, თავიდან ცოტა  აფრთხობთ ქირურგიული ჩარევის პერსპექტივა, თუმცა, სინამდვილეში, დღესდღეობით არითმიების ინტერვენციული გზით მკურნალობა წარმოადგენს პროცედურას, რომელიც უსისხლოდ, პრაქტიკულად განაკვეთის გარეშე და მხოლოდ ჩხვლეტით კეთდება. პროცედურის დასაწყისში წარმოებს გულის სრული ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და შემდგომში გამოვლნილი არითმიულად გადაგვარებული უბნების აბლაცია. პაციენტი მეორე დღეს მზადაა კლინიკიდან პირდაპირ სახლში გაწერისთვის.
– პაციენტები გულისხმიერ ექიმად გასახელებენ. რაიმე განსაკუთრებული მიდგომები გაქვთ?
– მე ვფიქრობ, აუცილებელია, რომ პაციენტი ექიმისგან გრძნობდეს გულისხმიერ და კომპეტენტურ დამოკიდებულებას. მნიშვნელოვანია, არსებობდეს მხარეებს შორის ნდობა. როცა პაციენტი გრძნობს, რომ მისი პრობლემა ექიმისგან სათანადოდ და ზუსტად არის აღქმული და შეფასებული, შედარებით მარტივდება გამოსავლის პოვნა და დაავადების (ამ შემთხვევაში – არითმიის) აღმოფხვრა. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტები მომმართავენ სხვა, არაკარდიალური ჩივილებითაც, მათ ესაჭიროებათ სწორი მიმართულების მიცემა შემდგომი კვლევებისთვის და სხვა სპეციალისტებთან  გადამისამართება, ისე, რომ არ გაუჩნდეთ განცდა, რომ თავიდან იშორებ, რადგან შენი პაციენტი არ არის.
– ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკი გაქვთ.
– ექიმობა ნამდვილად არაა იოლი პროფესია, მოითხოვს ძალისხმევას, ენერგიასა და ბევრ დროს. ჩემი 2 წლის ქალიშვილი მეკითხება, სულ შენ რატომ გირეკავენ, მამა? ხოლო 6 წლის, სახლში შესვლისთანავე – მამიკო, დღესაც დაღლილი ხარ? ბავშვებს თამაში და გართობა უნდათ, ექიმი მამიკო კი სულ დაღლილია... რომ არა ჩემი მეუღლის ძალისხმევა და გვერდში დგომა, ალბათ, ექიმად მუშაობა გამიჭირდებოდა!


скачать dle 11.3