კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ ისიამოვნა გიორგი ცხადაძემ მეუღლის მშობიარობაზე დასწრებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობი და მომღერალი გიორგი ცხადაძე და ჟურნალისტი სალომე ლემონჯავა პირველი შვილის მშობლები გახდნენ. გოგონა 21 ივლისს დაიბადა, თუმცა მშობლებს მისთვის სახელის შერჩევა ძალიან გაუჭირდათ.
  გიორგი ცხადაძე: ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი სიახლეა. თითქოს არასდროს მჯეროდა, რომ ოდესმე შვილი მეყოლებოდა. ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ ადრე იყო და არ ვგეგმავდით. მაგრამ რადგან მოხდა, ვხვდები, რომ ამით ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. თუმცა, ეს ყველაფერი იმდენად ახალია, რომ ჯერ ვერ ვიტყვი, როგორია, იმედია, რომ ძალიან კარგი იქნება. ჯერ არ ვიცი, ვინ დაიბადა, ბავშვი ორი დღეა, გაჩნდა, მაგრამ სახელი ჯერ კიდევ არ დაგვირქმევია. როგორც კი გავიგეთ, რომ შვილი უნდა გვყოლოდა, სახელზე მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ. ეს საკითხი ჩემი და სალომეს კამათის მიზეზი იყო და ვერაფრით შევჯერდით ერთ სახელზე. მერე რამდენიმე ვარიანტი შევარჩიეთ: ნენე, ლილი, კეიკო, ტოკიო. სავარაუდოდ, ნენეს დავარქმევთ. მაგრამ სანამ სამშობიაროში ამის გამო არ გვეჩხუბებიან, მანამდე ცოცხალი თავით არ ვამბობთ (იცინის). ბავშვს ხელზე სახელის ნაცვლად გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემონჯავას შვილი აწერია.
– მშობიარობაზე დასწრება როგორ გადაწყვიტე?
– ყველა ბიჭს ვურჩევ, მეუღლის მშობიარობას დაესწროს. მეგონა, ამას ვერასდროს გავაკეთებდი, მაგრამ ბოლოს თვითონ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ყველა ამბობს, რომ ამ დროს იტანჯებიან, ცუდად ხდებიან და ასე შემდეგ. ვინმემ თითი რომ გაიჭრას, ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე, მაგრამ ამის მიუხედავად, მშობიარობას დავესწარი და ძალიან ვისიამოვნე ამ პროცესით. თურმე, საინტერესო ყოფილა ექიმს ყველაფერის შესახებ ვეკითხებოდი და ბავშვი რომ ამოიყვანეს, ჭიპლარის გადაჭრაც არ ყოფილა პრობლემა. ლამის ბებიაქალობა შემომთავაზეს (იცინის).
– დასაწყისში თქვი, არ ვიყავი მზად ამ ყველაფრისთვისო. ახლა პატარას რომ უყურებ, რას ფიქრობ?
– ძალიან ბევრს ვფიქრობ. რაც უნდა ბევრი ვილაპარაკო, მაგარი შეგრძნებაა-მეთქი, თუ არ გამოსცადე, ვერ დაიჯერებ. მეც არ მჯეროდა, უახლოესი ადამიანებისგანაც კი. სანამ თავად არ გამოცდი, ვერასდროს გააცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას. შენს ნაწილს ხედავ შვილში, შენი შექმნილია. მგონია, რომ ბავშვის აღზრდა ცხოვრებაში ყველაზე რთული მისიაა. ვფიქრობ, რომ შვილები მშობლის საქციელს იმეორებენ და შევეცდები, მისთვის სამაგალითო ვიყო. ამიტომ, ალბათ, საკუთარ ქმედებებზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობ. ერთი რამ უკვე ვიცი, ძალიან მინდა, რომ სმენა ჰქონდეს (იცინის). მგონია კიდეც, რომ აქვს. დაბადებისთანავე შევატყვე, ტირილსა და ჩემი ხმის მოსმენისას რეაგირებაზე. შეიძლება; სისულელეს ვამბობ, მაგრამ ასე ვფიქრობ (იცინის).
– როგორც მივხვდი, ფეხმძიმობა არ იყო დაგეგმილი. როგორი იყო პირველი რეაქცია, როცა ამის შესახებ შეიტყვეთ?
– ყოველთვის ყველა ამბობს, პირველად რომ გავიგე, შვილი მეყოლებოდა, სიხარულისგან გვაგიჟდი და გადავირიე, ცხოვრება თავიდან დავიწყეო. მე და სალომეს ასეთი შეგრძნება ნამდვილად არ გვქონია. მგონია, თუ წყვილს ძალიან უნდა შვილის გაჩენა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა უშლით ხელს, მათ ექნებათ ასეთი ემოციები. რა თქმა უნდა, დიდი სიხარულია, როცა იგებ, რომ შვილი გეყოლება, მაგრამ როცა პირველ შვილზეა საუბარი და ეს ბედნიერება იქამდე არ განგიცდია, ამ ამბის გაგების პირველ წამებს ნამდვილად ვერ დავარქმევ სასწაულ ბედნიერებას. რომ გავიგე, გამიხარდა, გავოცდი კიდეც და დავიწყე ფიქრი, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ნელ-ნელა ვაცნობიერებდით რა ხდებოდა და ჯერ კიდევ პროცესში ვართ. არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ წესით, მაგარი მამა უნდა ვიყო. ძალიან მიყვარს ბავშვები.
– ფეხმძიმობამ როგორ ჩაიარა?
– პირველი სამი თვე სალომე ყველაფერზე წუწუნებდა. ახალი წლის პერიოდი იყო. ყოველთვის რთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ დღესასწაულის დღეებში – მით უმეტეს. დილიდან საღამომდე კი არა, კონცერტები მქონდა რეგიონებში და თბილისში ღამეც ვერ ჩამოვდიოდი. ფიზიკურად ვერ ვურთიერთობდით და სალომე ამის გამო მსაყვედურობდა. თან არ უნდოდა მნიშვნელოვან პროფესიულ საქმეებსაც გამოვკლებოდი. საერთო ჯამში, ჩემი აზრით, პირველი სამი თვეა ყველაზე მძიმე მთელი ორსულობის განმავლობაში, მშობიარობაზე მეტადაც კი. სალომე ძალიან მგრძნობიარე გახდა, უნდოდა, სულ მის გვერდით ვყოფილიყავი, მეტი ყურადღება გამომეჩინა, ყველაფერზე წუწუნებდა. მაგრამ სამი თვის შემდეგ, ყველაფერი ძალიან მაგრად წავიდა. ყველგან დავდიოდით, ვერთობოდით და ყველაფერს ვაკეთებდით მანამ, სანამ პანდემია შეგვიშლიდა ხელს.
– პატარას დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე სალომეს დაბადების დღე იყო.
– ამაზე მთელი ამბავი გვაქვს. სალომეს 20 ივლისს აქვს დაბადების დღე. ბავშვი კარგა ხნით ადრე უნდა დაბადებულიყო, მაგრამ იზარმაცა. 19-ში თითქოს დაეწყო მშობიარობის ნიშნები და ველოდით, რომ ოცში დაიბადებოდა. რაც სალომეს დიდად არ გაუხარდა. ერთხელ აქვს ადამიანს დაბადების დღე და უნდა მხოლოდ მისი იყოსო, ამიტომ ცოტა იეჭვიანა, წამართმევს ჩემს დღესო (იცინის). მაგრამ მაინც ერჩივნა ოცში დაბადებულიყო და კირჩხიბი ყოფილიყო, ვიდრე რამდენიმე დღეში და – ლომი. რადგან კირჩხიბი და მორიელი ჩვენი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნებია. ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. 21-ში დაიბადა, ასე რომ, სალომეს დაბადების დღესაც ცალკე აღვნიშნავთ და თან, ჩვენი შვილი კირჩხიბი იქნება, სალომესავით (იცინის).

скачать dle 11.3