კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№31 ნათია წიწილაშვილი: გათხოვებიდან ერთი კვირა შოკში ვიყავი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მსახიობი ნათია წიწილაშვილი დაოჯახდა. მისი რჩეული პროფესიით არქიტექტორი – მიშო ლეჟავაა, რომელთანაც მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია აკავშირებს.
  ნათია წიწილაშვილი: თითქმის ხუთი წელია, ერთად ვართ და ახლა გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით. ბუნებრივად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა და ორივემ ვიცოდით, რომ ამით დაგვირგვინდებოდა. იყო ოფიციალური მხარეც: ხელის თხოვნა, ბეჭედი, ყვავილები და დაჩოქება, თუმცა ეს გვიან, როცა უკვე ყველამ ყველაფერი ვიცოდით და გადაწყვეტილი გვქონდა. ცოტა ხნის წინ, ახალ სახლში გადავედით, ბავშვიც ჩვენთან ერთადაა და სიამტკბილობაში ვცხოვრობთ. პანდემია რომ გამოცხადდა, იმ დროს უკვე ვბარგდებოდით და ძალაუნებურად იზოლაციაში აღმოვჩნდით.
– გამოდის, კარანტინში გაატარეთ თაფლობის თვე. ცოლის ამპლუა როგორი აღმოჩნდა?
– ასე გამოვიდა (იცინის). მე ოჯახური ცხოვრების გამოცდილება მაქვს და შესაბამისად, ვიცოდი, რა მელოდა. ვერ ვიტყვი, რომ რამე ისეთი აღმოვაჩინეთ ერთმანეთში, რაც მანამდე არ ვიცოდით. თან, ისე გამოვიდა, რომ დავქორწინდით და სახლში ჩავიკეტეთ, რაც თაფლობის თვეში ჩაგვეთვალა (იცინის).
– გავაცნოთ საზოგადოებას, როგორი ბიჭია შენი ქმარი.
– მიშო ლეჟავა. ჩემი ქმარი არის სუპერმენი, ასე ვეძახი (იცინის). პროფესიით არქიტექტორია და საკუთარი საქმითაა დაკავებული. თანატოლები ვართ, ჩემზე ოთხი დღით უფროსია. მას 31 ივლისს აქვს დაბადების დღე, მე – ოთხ აგვისტოს.
– მიშო რას ამბობს, ნათია როგორი გოგოაო?
– „კარალევა“ – დედოფალიაო (იცინის).
– პანდემიის დროს, ალბათ, ბოლომდე მოირგე მეოჯახე გოგოს ამპლუა.
– ბავშვის ონლაინ-გაკვეთილები, მეცადინეობა, სადილი, ვახშამი, სახლის დალაგება, რეცხვა – ცოტა გადაჩვეული ვიყავი ამ ყველაფერს. რაც პირველ ქმარს გავშორდი, მშობლებთან ვცხოვრობდი და არაფრის გაკეთება არ მიწევდა, დავიწყებით არაფერი დამვიწყებია. თუმცა, ცალკე რომ გადავედით საცხოვრებლად, სამსახურიც არ იყო და ჩემი თავისუფალი მდგომარეობა უცებ დატვირთული დიასახლისის ცხოვრებამ შეცვალა. პირველი ერთი კვირა იმდენი რამის კეთება მიწევდა, ცოტა შოკში ვიყავი და მერე „ავუწყვე ფეხი“ (იცინის).
– თქვენმა ოჯახებმა როგორ მიიღეს ერთმანეთი?
– რადგან უკვე ხუთი წელია, ერთად ვართ, მშობლებმაც ადრე გაიცნეს ერთმანეთი. მოსწონთ, კარგი ბიჭია, კარგი გოგოა – ერთმანეთისთვის არიან შექმნილებიო, ასე ამბობენ (იცინის). მერე აღმოვაჩინეთ, რომ მიშოს და და ჩემი დები ჯგუფელები და მეგობრები იყვნენ. ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ჩემი და იცნობდა. მე მისი წყალობით გავიცანი. დასასვენებლად ვიყავით, მე და ჩემი და ბავშვებთან ერთად. მიშო მეგობრებთან ერთად იმავე
სასტუმროში იყო გაჩერებული და იქ შევხვდით.
– ბავშვთან როგორი ურთიერთობა აქვს?
– მიშომ ჩემთან ერთად გაიცნო ბავშვიც. ზოგადად, ძალიან თბილი ადამიანია ყველასთან მიმართებაში: მშობლებთან, დასთან, დისშვილებთან და მათი სახით, ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებაც აქვს. ძალიან მეგობრობენ, ნასტო სულ იმის კითხვაშია: სად არის მიშო? როდის მოვა? მალე მოვა? სად წავიდა? (იცინის). ერთად კარგ დროს ატარებენ, უყვართ ერთმანეთი. ზოგადად, ნასტო ცოტა ცივი ბავშვია. სულ ვეუბნები, მოდი, ერთხელ შენ თვითონ მაკოცე ან ჩამეხუტე-მეთქი (იცინის). სიყვარულს და სითბოს თავისებურად გამოხატავს, ლოყაზე გიჩქმეტს, მოგიკითხავს, სად ხარ, რამეს დაგიხატავს, გამოგიჭრის და გაჩუქებს. ასეა მიშოსთანაც, რაღაცებს უძერწავს, უწერს, გულებს უხატავს, კითხულობს, როდის მოვა.
– მიშო რას ამბობს შვილთან დაკავშირებით?
– ძალიან უნდა და ყოველდღე ამას მეუბნება (იცინის). თუმცა, ჯერ ახალი დაოჯახებულები ვართ და მინდა, უფრო ჩვენს გემოზე ვიყოთ. არ მეჩქარება  და რეალურად არც მას, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი აქვს. რა თქმა უნდა, მეც, მაგრამ ცოტა ხანი მაინც მინდა, ჩვენს გემოზე ვიყოთ. მერე უკვე სხვა საზრუნავი ჩნდება, შენი ცხოვრება იცვლება, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ, მაგრამ ამას თავისებური სირთულეებიც მოჰყვება. რაღაც პერიოდით საკუთარი თავი შედარებით გვერდზე უნდა გადადო.
– რომ არა პანდემია, თაფლობის თვის გატარებას სად გეგმავდით?
– ზაფხულში ევროპაში ვგეგმავდით წასვლას, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ქორწილის გადახდას არ ვაპირებთ, მოგზაურობა მერჩივნა და იმედია, მომავალ წელს მაინც გამოგვივა. ჯერ ვერც ჯვარი დავიწერეთ და ვერც ხელი მოვაწერეთ, ისევ და ისევ პანდემიიდან გამომდინარე და ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე გავხდებით ოფიციალური ცოლ-ქმარი (იცინის). აქამდეც ვაპირებდით, მაგრამ არ მოგვეცა საშუალება, მაშინვე სახლში გამოვიკეტეთ. არადა, ახალდაქორწინებულები ან მოგზაურობენ ან მეგობრებთან ერთად ერთობიან, ჩვენ მაშინვე სახლში „ჩავჯექით“.
– თქვენ შორის რომელია უფრო რომანტიკული?
– ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე განსაკუთრებულად რომანტიკული ვართ. ჩვენი სიყვარული უფრო ერთმანეთისადმი ყურადღებაში, ზრუნვასა და მოვლაში გამოიხატება. ძალიან ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს: „მიყვარხარ“! სულ ვცდილობ, ყოველთვის ვუთხრა ადამიანს, როგორ მიყვარს. ქმარი იქნება, დედა, მამა, შვილი თუ ბიძაშვილი. ისედაც იციან, მაგრამ რომ ეუბნები, უფრო მეტად სასიამოვნოა. რომანტიკულობა რომ აუცილებლად ვარდის ფურცლებთან და სანთლებთან ასოცირდება, ეს უფრო კლიშე მგონია.
– როგორც ვიცი, თვითონ არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, შენი პროფესიიდან გამომდინარე, ამას ბოლომდე თავს ვერ აარიდებს და რას ამბობს?
– ეს გააზრებული აქვს. მაგრამ თვითონ მოინდომებს თუ არა დამატებით აქტიურობას, მისი სურვილია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იმალება (იცინის). მასზე მეც არ ვლაპარაკობ ბევრს, რადგან ვიცი მისი დამოკიდებულების შესახებ. როცა შენი მეუღლე, ასე თუ ისე, ცნობადი სახეა და ინტერესის საგანია, ესეც ბუნებრივია. ასე რომ, იცოდა, რაზე მიდიოდა (იცინის). ძალიან ბედნიერი ვარ. მიშო ზუსტად ის ადამიანია, ჩემი მეორე ნახევარი. ცხოვრებაში არის რაღაც მომენტი, როცა ამას ხვდები. მისი ქცევებიდან გამომდინარე კი არა, ემოციურ დონეზე აცნობიერებ, რომ ის ადამიანი იპოვე, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს სულ სხვა გრძნობაა, რომელიც აქამდე არ მიგრძნია.
P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის „ნინეას“.  ფოტოგრაფი – მიშა პიტიურიშვილი.

скачать dle 11.3