კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 შვილის უსაქციელობის გამო მეორე ოჯახი დამენგრა

  პირველ ქმართან განქორწინების მერე გათხოვებაზე არ მიფიქრია. ვზრდიდი ერთადერთ შვილს და ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, რომ გარშემომყოფთათვის საჭორაო მიზეზი არ მიმეცა. ვამბობდი: რაიონი პატარაა, ყველა ყველას იცნობს, არ მინდა, შვილს ჩემი საქციელის შერცხვეს. უკან რომ მოვიხედავ, მეც ჩემს თავთან მართალი უნდა ვიყო-მეთქი და ამის გამო, პირად ურთიერთობებზე უარი ვთქვი. თუმცა, რომ ამბობენ, რაც შუბლზე გაწერია, ის არ აგცდებაო, ასე დამემართა. მოკლედ სამი წლის წინ, ჩემს მეზობელთან, რომელთანაც ვდაქალობდი, ნათესავი ჩამოვიდა. გავიცანით ერთმანეთი და პირველვე შეხვედრისას, ვიგრძენი, რომ მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა. არც ის იყო გულგრილი. ღამეებს ფიქრში ვატარებდი და რომ გამომიტყდა, მოვწონდი და ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება უნდოდა, უარი არ მითქვამს. ჩემს დაქალსაც არ გამოჰპარვია ეს სიტუაცია და ხელს გვიწყობდა შეხვედრებში. პირველი ხუთი თვე, ხან ის ჩამოდიოდა რაიონში, ხან მე – დედაქალაქში და ერთმანეთს ჩუმად ვხვდებოდით. ბოლოს მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, ერთად ცხოვრება გვინდოდა და მომავალიც დავგეგმეთ. ერთადერთი ჩემი პრობლემა შვილი იყო, რომელსაც დიდად არ უნდოდა ჩემი გათხოვება. გარდატეხის ასაკში რთულია, რაიმე აუხსნა შვილს, თუმცა ვეცადე, დაველაპარაკე და დავითანხმე. ჩემს საქმროსაც ველაპარაკე ამ თემაზე, რომ შვილი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და მის გარეშე ვერსად გავყვებოდი. მოკლედ, ჩავალაგე ბარგი და თბილისში წამოვედი. ხელიც მოვაწერეთ. საკუთარ სახლში მარტო ვცხოვრობდით და ქმარი არაფერს მაკლებდა. ჩემი შვილი კი რაღაცნაირად აგრესიული გახდა. ვგრძნობდი, რომ ჩემს ქმარს ვერ იტანდა. სულ იმას მეუბნებოდა: იმას უფრო მეტ დროს უთმობ, აღარ გაინტერესებს, მე რას ვგრძნობ, ნელ-ნელა მშორდები, არ გაბედო და შვილი არ გაუჩინოო. ვხვდებოდი, ჩემს შვილს მხოლოდ თბილისში ბინა და ქონება აინტერესებდა. ეგოისტურად მყავდა გაზრდილი და ფიქრობდა, თუ დედმამიშვილი ეყოლებოდა, თან სხვა მამისგან, მას ყურადღებაც მოაკლდებოდა და მატერიალურადაც ნაკლებს მიიღებდა. არადა, ჩემს ქმარს ძალიან უნდოდა შვილი. ორ წყალს შუა ჩავდექი. არც ქმრის წყენინება მინდოდა და არც – შვილის. ვხვდებოდი, ქმრის ნათესაობაც ზურგს უკან ჭორაობდა: ამას სულაც არ უყვარს ქმარი, მისი ქონება უნდა ხელში ჩაიგდოს, შვილისთვის მომავლის შექმნას ფიქრობს, არ არის შვილის გამჩენიო. მოკლედ, პირველად რომ დავრჩი ორსულად, სწორედ მაშინ გაება ჩემი შვილი სერიოზულ პრობლემაში. ვიღაც ბიჭი უყვარდა. მან კი თავისი „გაისწორა“ და მიატოვა. იძულებული ვიყავი, მისთვის მეტი ყურადღება დამეთმო, გამერიდებინა სიტუაციისთვის. დროებით რაიონში წავიყვანე და მე კი, ისე გავიკეთე აბორტი, ქმრისთვის არ მითქვამს. მოკლედ, რამდენიმეჯერ დავრჩი ორსულად, მაგრამ შვილის გაჩენა ვერ გავრისკე. ჩემს შვილს ჩემი ქმრის მიმართ თანდათან ემატებოდა აგრესია, კამათი და ჩხუბიც დაიწყეს და მივხვდი, სიტუაცია სერიოზულად დაიძაბა. არადა, თბილისში ისეთი არავინ მყავდა, რომ ჩემი შვილს დროებით მასთან ეცხოვრა და სიტუაცია ამით გამენეიტრალებინა.  თვითონ კი იგიჟებდა თავს, ბინა მიქირავე  და მარტო გადავალ საცხოვრებლადო. მაგრამ მე არ ვმუშაობდი, ქმრის კისერზე ვიყავი და ნამდვილად ვერ მოვთხოვდი ზედმეტ ხარჯს. არც მისი მარტო გაშვება მინდოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე წარიმართა ყველაფერი, მივხვდი, არჩევნის წინაშე დავდექი – ან ქმარი, ან შვილი. რასაკვირველია, გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, მაგრამ ისევ შვილი ავირჩიე. მივატოვე ქმარი და დავბრუნდი რაიონში. დაიწყო და აგორდა ჭორები. გარეთ გამოსვლას ვერიდებოდი, ჩავიკეტე. ჩემი  შვილი კი ერთ თვეში, ვიღაც ბიჭს გაეკიდა, გათხოვდა და ახლა მიწევს სახლებისა და მაღაზიების ლაგება, რომ მათ ფინანსურად დავეხმარო. ქერის ორმოში ჩავარდნილი, ქმარი რომ ხელის გულზე მატარებდა, სრულიად მარტო ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. ალბათ, ასეთია ჩემი ბედისწერა. სხვას რას უნდა დავაბრალო ჩემი ასეთი მდგომარეობა. თუმცა, რომ ვფიქრობ, ყველა ნორმალური დედა ასე მოიქცეოდა და სიყვარულისა და ქმრის გამო არ გაიმეტებდა შვილს, როგორიც არ უნდა ჰყოლოდა.
ნინო, 43 წლის.
скачать dle 11.3