კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№31 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: მითხრეს, რომ ლაიმი საუკეთესო საშუალებაა კანიდან ღრმა ნაოჭებისა და შავი ლაქების მოსაცილებლად,  იმავდროულად, კანს სიმტკიცეს უბრუნებსო. მართალია თუ არა და როგორ მოვიხმარო ის?
პასუხი: ლაიმის წვენი, მართლაც რომ, ძალიან ეფექტური პროდუქტია სახის კანიდან შავი ლაქების მოსაშორებლად. ის შეიცავს ჭარბი რაოდენობით C ვიტამინსა და ნატურალურ გამათეთრებელ კომპონენტებს, რომელთა დახმარებით, პიგმენტური ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი საერთოდ გაქრება. გაჭერით ლაიმი შუაზე და კარგად გამოწურეთ წვენი მისგან. ჩაალბეთ ბამბის დისკი ლაიმის წვენში და წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ ის კანის პრობლემურ მონაკვეთებზე. დაახლოებით, 2 საათის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს ლაქების სრულ გაქრობამდე.
კითხვა: ზღვაზე ყოფნის შემდეგ, შევამჩნიე, რომ თმა მცვივა. არ ვიცი ეს მლაშე წყლის ბრალია თუ მზის. მირჩიეთ, რა ვუშველო, რით შევაჩერო ეს პროცესი?
პასუხი: ჩაყარეთ ჭურჭელში 3 სუფრის კოვზი გამომშრალი, დაფქული დაფნის ფოთლები და დაამატეთ აფთიაქში ნაყიდი 3 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილები. დაასხით 100 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 3 საათი და  გადაწურეთ. შემდეგ კარგად დაიმუშავეთ თმის ძირები ამ საშუალებით და დაიტოვეთ სამოქმედოდ რამდენიმე საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. კვირაში 3 ასეთი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რომ თმის ცვენის პრობლემა სამუდამოდ წარსულში დარჩეს.
კითხვა: ვაპირებ წარბის ფორმის შეცვლას და თუ არსებობს საშუალება, რომლითაც დავაჩქარებ პინცეტით ამოღებული თმის ამოსვლას?
პასუხი: დაიმუშავეთ აბუსალათინის ზეთით კანის ის ნაწილი, სადაც თმის ამოსვლა სწრაფად გსურთ და ამით ზრდის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება.
კითხვა: ყოველ საღამოს, რეგულარულად ვუვლი ფეხებს – ვიბან საპნით და ვიმუშავებ სპეციალური ფეხის საცხით. თუმცა, ფეხსაცმელზე მაინც ვგრძნობ სუნს. რა ვუშველო?
პასუხი: ჩაის გამოყენებული ბალიშებით, მარტივად მოაშორებთ უსიამოვნო სუნს თქვენი ფეხსაცმლიდან. დატოვეთ ისინი რამდენიმე საათით, რათა კარგად შეშრეს და შემდეგ მოათავსეთ თქვენს ფეხასცმელეში მთელი ღამით. ჩაის ბალიშები ბოლომდე იწოვს ზედმეტ ტენსა და უსიამოვნო სუნს.
კითხვა: არადროს მქონია პრობლემური კანი, თუმცა ამ ბოლო პერიოდში, მიჩნდება გამონაყარი და რას მირჩევთ?
პასუხი: თუ გამონაყარი გაგიჩნდათ, უბრალოდ, დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონკავეთი რამდენიმე წვეთი თაფლით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. უკვე, 15 წუთში გამონაყარი ნაკლებად შესამჩნევი გახდება.


скачать dle 11.3