კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ აძლიერებდა ბერია საქართველოსა და ამიერკავკასიას ყოველმხრივ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ერთ-ერთი ბრალდება სამხედრო შეიარაღებული გადატრიალების გზით ძალაუფლების მიტაცება იყო... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ოლეგ საველიევი წერს: „ის, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია სამხედრო შეიარაღებული გზით, ანუ გადატრიალებით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდა, მტკნარი სიცრუეა. ბერია, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში (1953-1955 წლები) სახელმწიფოს პირველკაცობას არ აპირებდა, თუკი საერთოდ უნდოდა ასეთი რამ. ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეშივე ბერიას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ასე რომ, ძალაუფლების მიტაცება მას არაფერში სჭირდებოდა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ლავრენტი ბერიას სამხედრო გადატრიალებისთვის მზადება დააბრალეს, რაც სრული აბსურდია. ბერიას რომ ასეთი რამის გაკეთება მოესურვებინა, არანაირი ხანგრძლივი მომზადება არ დასჭირდებოდა და არც დაიწყებდა. ბერიას სრულ განკარგულებაში იყო „ენკავედეს“ საუცხოოდ გაწვრთნილი და შეიარაღებული ათეულათასობით მებრძოლი და უახლესი მძიმე ტექნიკა, ასევე, თვითმფრინავები. მას მხოლოდ ბრძანების გაცემა დასჭირდებოდა. დააპატიმრებდნენ საბჭოთა სამხედრო და პარტიულ ხელმძღვანელობას, გამოაცხადებდნენ, რომ სწორედ ამ ხროვამ მოკლა სტალინი. ხალხი ამას დაიჯერებდა და ბერია უპრობლემოდ გახდებოდა ქვეყნის მმართველი. ასეთი რამ კი არ მომხდარა, ბერია არც კი ფიქრობდა ამაზე და რომელ ხანგრძლივ მომზადებაზეა საუბარი?! ეს, რომ იტყვიან, თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა და იმისთვის მოიგონეს, რომ ბერიას ვერაგული მოღალატეობრივი მკვლელობა გაემართლებინათ...“
  ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესის საბუთებში თეთრზე შავით წერია, რომ ბერიამ მომავალი სამხედრო გადატრიალებისთვის მზადება ჯერ კიდევ 1947 წელს დაიწყო, ანუ, მალევე მას შემდეგ, რაც მესამედ და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი.
 ისტორიკოსი როი მედვედევი წერს: „რაც მართალია, მართალია, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საბოლოოდ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი,  სწორედ, ლავრენტი ბერიას მიუძღვის. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბ-ბინა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მდებარეობდა. აქვე იყო მოწყობილი ორი ულტრათანამედროვე საკომანდო პუნქტი და ინფრასტრუქტურა. თავი მოუყარეს საუკეთესო შეიარაღებას. აშენდა შესანიშნავი საფორტიფიკაციო ნაგებობები. ამიერკავკასია და განსაკუთრებით საქართველო საიმედოდ იყო დაცული...“
 ბერიას წინააღმდეგ მიმართულ საბრალდებო საბუთებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ბერია განსაკუთრებულად აძლიერებდა ამიერკავკასიას სამხედრო კუთხით და იქ საკუთარ დასაყრდენს იკეთებდა. პირდაპირ არ წერია, რომ ბერია თბილისიდან მოსკოვზე გალაშქრებაზე ფიქრობდა და აპირებდა, მაგრამ ამ ბრალდებიდან ეს უნდა ვივარაუდოთ, რაც, რა თქმა უნდა, სრული აბსურდია... კი, ბატონო, ბერიამ იმდენი მოახერხა, რომ სტალინი დაითანხმა და ამიერკავკასიის სამხედრო ცენტრად თბილისი აქცია და არა ბაქო, როგორც ეს სამხედროებს სურდათ. ისიც სიმართლეა, რომ ბერიამ გენერალი ივანე მასლენიკოვი (არმიის გენერალი), რომელიც განახლებული სამხედრო ოლქის პირველი მეთაური იყო და „მოსკოველ სამხედროებს აწყობდათ“, სტალინს მარშალ თევდორე ტოლბუხინით შეაცვლევინა. ტოლბუხინი, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, სწორედ ბერიას ექვემდებარებოდა. ბერიას უდიდესი ძალისხმევითა და თევდორე ტოლბუხინის დახმარებით, ამიერკავკასიის განახლებული სამხედრო ოლქი უძლიერესი იყო საბჭოთა კავშირის მსგავს ოლქებს შორის. საჭიროების შემთხვევაში, მას თავისუფლად შეეძლო სერიოზული სამხედრო აგრესიისგან ღირსეულად დაეცვა თავი და ირანსა და თურქეთს არამც თუ გამკლავებოდა, არამედ შეტევაზე გადასულიყო და მათთვის სერიოზული ზიანი მიეყენებინა. ნიშანდობლივია ის, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სტრატეგიული მმართველობის 60 პროცენტი ქართველები იყვნენ... უფრო გავამარტივოთ საკითხი და მეტი კონკრეტულობა შევიტანოთ – გამოდის, რომ ფაქტობრივად, ქართული სარდლობის განკარგულებაში იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სამხედრო შენაერთი, რომელსაც გლობალური თავდაცვითი და შეტევითი ამოცანების გადაწყვეტა შეეძლო...
  გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი ბერია საქართველოსა და ამიერკავკასიაში არა მარტო უძლიერეს სამხედრო შენაერთს ქმნიდა, არამედ ანალოგიური სიძლიერისა და ეთნიკური შემადგენლობის უშიშროებასა და მილიციის სამსახურებსაც. იმ პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი და თანამედროვე იარაღი იყო თავმოყრილი. სპეციალური სამსახურებისთვის განკუთვნილი ადგილობრივი კონტინგენტი კი საუკეთესო განათლებას იღებდა, თუმცა ბერიას ვერაგულმა მკვლელობამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა“.
  ხრუშჩოვმა რომ ეს უზარმაზარი ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა, ფაქტია. შემდგომ მას ყველა მომხრე განუდგა და ბერიას მისტიროდნენ, მაგრამ დღემდე აუხსნელია, როგორ გააბმევინა მახეში თავი ბერიამ ამ ვერაგ, მაგრამ მაინც გონებაშეზღუდულ მედროვეს“.

скачать dle 11.3