კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ექიმის რჩევები

კითხვა: მყავს 91 წლის დედა. ხანდახან, რამდენიმე წუთის განმავლობაში წვივები ქვასავით უმაგრდება და სტკივა, თითქოს კრუნჩხვაა. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: მიზეზების დასადგენად და შესაბამისი მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია კოაგულოგრამისა და სისხლში კალციუმის დონის განსაზღვრა.
კითხვა: ციკლის წინა დღეებში რაღაც უხასიათოდ ვარ და ქმარს ვეჩხუბები ხოლმე. მირჩიეთ რამე.
პასუხი: ჰორმონული ფონის შეცვლის გამო ხშირად აღინიშნება მსგავსი მოვლენები. ასეთ დღეებში დალიეთ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები.
კითხვა: ბავშვი 2 წლის წინ გავაჩინე და მას შემდეგ ორსულობის საწინააღმდეგო წამალს – მარველონს ვსვამ. რამდენი ხანი შემიძლია  მისი მიღება?
პასუხი: მარველონი არის ჰორმონალური კონტრაცეფტიული საშუალება, რომელსაც თავისებური მიღების წესი აქვს. ასევე, აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენებიც. ამიტომ, ის უნდა დანიშნოს გინეკოლოგმა. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ექიმი განსაზღვრავს, რამდენად მავნებელია თქვენთვის და  შესაბამისად, დაადგენს მისი მიღების ხანგრძლივობასაც.
კითხვა: ბოლო 2-3 კვირაა, საფეთქლების არეში წამოვლითი ტკივილები დამეწყო. რას მირჩევთ, ვის მივმართო. ნერვული სისტემის ბრალი იქნება თუ რამე ონკოლოგიურია?
პასუხი: თავის ტკივილს შეიძლება, იწვევდეს სრულიად განსხვავებული მიზეზები: გაიზომეთ წნევა თავის ტკივილის მომენტში, გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი ანემიისა და ინფექციის ფონზე განვითარებული თავის ტკივილის გამოსარიცხად. იკონტროლეთ ტემპერატურაც. საინტერესოა, ხომ არ გაქვთ კისრის მალების ოსტეოქონდროზი ან რა მდგომარეობაშია სისხლძარღვები.
კითხვა: ჩემს მეუღლეს პერიოდულად მარცხენა თირკმლისა და სათესლე ჯირკვლის არეში ერთდროულად აქვს ტკივილი. შეიძლება კენჭი იყოს თუ რამე სხვა ან, იქნებ, ვარიკოზი?
პასუხი: მსგავსი ტიპის ჩივილი შეიძლება, თირკმელკენჭოვან დაავადებაზე მიუთითებდეს. დიაგნოზის დაზუსტებისთვის აუცილებელია ნეფროლოგთან ვიზიტი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3