კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როდის არის საშიში ჯირკვალი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჩვეულებრივ ლიმფური ჯირკვლების შეშუპება ინფექციის ნიშანია და ის ცხრება ინფექციის ალაგების შემდეგ. თუმცა, ზოგჯერ ის შეიძლება, გამოწვეული იყოს უფრო სერიოზული მიზეზით. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შესიებული ჯირკვლები და:
* შესიება არ ჩაცხრა რამდენიმე კვირის განმავლობაში ან თუ უფრო გაუარესდა;
* ჯირკვლები მაგარია ან არ მოძრაობს, როდესაც აწვებით;
* დამატებით გაქვთ ყელის ტკივილი და გიჭირთ ყლაპვა ან სუნთქვა;
* დაკარგეთ წონა გაურკვეველი მიზეზებით, გაქვთ ოფლიანობა ღამით ან მუდმივად მაღალი ტემპერატურა (სიცხე);
* არ გაქვთ რაიმე გამოკვეთილი ინფექცია და ცუდად გრძნობთ თავს.
როგორც ვთქვით, ჯირკვლების შეშუპება შესაძლოა ადგილობრივი ინფექციით იყოს გამოწვეული. ეს ინფექცია სხეულის კონკრეტულ უბანს, მაგალითად, თავსა და კისერს მოიცავს და სხვა უბნებზე არ ვრცელდება. ამ ინფექციის მაგალითებია:
* გაციება, ტონზილიტი, ლარინგიტი, ყურის ინფექცია, კბილის აბსცესი;
* ცელულიტი (კანის ინფექცია).
შესიებულ უბნებში არსებული ჯირკვლები, ხშირად შეხებაზე უფრო მგრძნობიარე ან მტკივნეული ხდება. ასევე, შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი სიმპტომებიც, როგორიცაა: ყელის ტკივილი, ხველა ან ცხელება (სიცხე). ჩვეულებრივ, ადგილობრივი ინფექცია თავისით ალაგდება და ჯირკვლების შეშუპებაც დაცხრება. ამ დროს საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დასვენება.
შეშუპებული ჯირკვალი შესაძლოა, სიმსივნის ნიშანიც იყოს, რომელიც ორგანიზმის სხვა ნაწილშია განვითარებული და შემდეგ ლიმფურ კვანძებში გავრცელებული, ან სიმსივნის ისეთი ტიპის, რომელიც მოქმედებს სისხლის თეთრ უჯრედებზე, როგორიცაა, მაგალითად, ლიმფომა ან ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია. შეშუპებული ჯირკვლები, დიდი ალბათობით, შეიძლება, სიმსივნით იყოს გამოწვეული, თუ:
* არ ჩაცხრება რამდენიმე კვირის განმავლობაში და პირიქით, ნელ-ნელა გაზრდას დაიწყებს;
* არის უმტკივნეულო და შეხებისას მაგარი;
* თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა ღამის ოფლიანობა და წონის დაკლება.
იშვიათად ჯირკვლების შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:
* წითურა – ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს წითელ-მოვარდისფრო გამონაყარს, რომელიც შედგება პატარა ლაქებისგან;
* წითელა – მძიმე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელიც კანზე გამორჩეულ წითელ ან ყავისფერ ლაქებს იწვევს;
* ციტომეგალოვირუსი – ვირუსი, რომელიც ვრცელდება ნერწყვითა და შარდით;
* ტუბერკულოზი – ფილტვის ბაქტერიული ინფექცია;
* სიფილისი – სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექცია;
* კატის გაჩხაპნით – ბაქტერიული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია დაინფიცირებული კატის მიერ კანის გაჩხაპვნით;
* აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) - ვირუსი, რომელიც აქვეითებს ორგანიზმის ინფექციებისადმი ბრძოლის უნარს;
* წითელი მგლურა (ლუპუსი) – როდესაც უტევს სახსრებს, კანს, სისხლის უჯრედებს და ორგანოებს;
* რევმატიული ართრიტი – აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემას;
* სარკოიდოზი – როდესაც სხეულის ორგანოებში ვითარდება მცირე ზომის წითელი და შეშუპებული ქსოვილის ლაქები, რომლებსაც გრანულომები ეწოდება.
скачать dle 11.3