კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№31 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორც მსმენია, შავი გიშერი ადამიანს ავი თვალისგან იცავს. მიზანშეწონილია თუ არა შავი გიშრის ჯვრის ტარება?
პასუხი: ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ შავი გიშერი ადამიანს გათვალვისგან იცავს, გათვალვის შემთხვევაში კი იბზარება, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. გაბზარვის მიზეზი შესაძლოა, იყოს თვითონ ქვის ხარისხი და არა ავი თვალი. რაც შეეხება გიშრის ჯვარს, შეგიძლიათ, თამამად ატაროთ ის.
კითხვა: რამდენად მოქმედებს ოჯახის წევრების სულზე სახლში არსებული ცოდვის გამომწვევი საგნები და ნივთები?
პასუხი: ასეთი საგნები არა მხოლოდ მოქმედებს, არამედ ამახინჯებს კიდევაც ადამიანის სულს, განსაკუთრებით მოზარდებისას, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ყველაფრის მიმართ და ასევე, ცოდვიანი საგნების მიმართაც. ამიტომ უფრთხილდით სახლში ღვთისმგმობი ლიტერატურის არსებობას, სიგარეტის კოლოფებს, ბანქოს (კარტს), ეროტიკულ ჟურნალებსა და ასე შემდეგ.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ოჯახში ახლად დაბადებული ბავშვისთვის ოჯახის წევრის სახელის დარქმევას. იმასაც ამბობენ, რომ ბავშვი თავის მოსახელის ბედს გაიზიარებსო. რამდენად მართალია ეს მოსაზრება?
პასუხი: როგორც წესი, ქრისტიანულ ოჯახებში ბავშვებს არქმევენ არა ოჯახის წევრების, არამედ წმიდანების სახელებს. რაც შესაძლოა, იმ ოჯახის წევრსაც ჰქვია. ვერანაირად ვერ გაიზიარებს ბავშვი მოსახელე ოჯახის წევრის ბედს. თითოეული ადამიანი თვითონ ირჩევს თავის გზას და მის მიერ ქმნილი კარგი თუ ავი საქციელით განისჯება, რომელი სახელისაც არ უნდა იყოს ის.
კითხვა: ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ შევიტყვე მასზე ისეთი ინფორმაცია, რამაც ძალიან ამაღელვა. გამოდის, რომ წლების განმავლობაში მატყუებდა და მეც სულ სხვაგვარად ვფიქრობდი მასზე. ახლა ძალიან დათრგუნული ვარ, ჯერ მისი გარდაცვალებით და შემდეგ იმედგაცრუებით. როგორ უნდა მოვიქცე, რომ სიმშვიდე ვპოვო?
პასუხი: თქვენი გარდაცვლილი ახლობლის მიწიერი ცხოვრებისეული ცოდვები უფლისა და მხოლოდ იმ ადამიანის საიდუმლოა. თქვენ ხომ არ იცით, იქნებ მან სიკვდილის წინ ღმერთის წინაშე მოინანია შეცოდება. ამიტომ თქვენი ვალია, იზრუნოთ მის სულზე. დაივიწყეთ გულისტკენა და ილოცეთ, მხოლოდ ასე ჰპოვებთ სიმშვიდეს.
კითხვა: ჩემმა წინაპარმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. ამას განვიცდი. გადადის თუ არა ასეთი მძიმე ცოდვა შთამომავლებზე?
პასუხი: არც თვითმკვლელობა და საერთოდ, არანაირი ცოდვა შთამომავლებზე არ გადადის. ყოველი ადამიანი თვითონ აგებს პასუხს თავის ცოდვებზე. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი სულის ცხონებისთვის აუცილებელია, იცხოვროთ ქრისტიანულად: ილოცეთ, დაიცავით მარხვა, ეზიარეთ და აკეთეთ ბევრი სიკეთე.
скачать dle 11.3