კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რა უნდა გაითვალისწინოს ცოლ-ქმარმა, როცა მათი ცხოვრება ჩიხში შედის

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, რომ ქორწინება – ოჯახური ცხოვრება და შვილები ცოლ-ქმარს შორის რომანტიკულ ურთიერთობას ასუსტებს. მართლაც, არც თუ იშვიათად ხდება ისე, რომ  წლების განმავლობაში ერთ დროს მხურვალე შეყვარებულები ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულ, გადაღლილ ადამიანებად გადაიქცევიან. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ ხშირად შვილების კეთილდღეობისთვის ცოლ-ქმრის რომანტიკა უკანა პლანზე გადაინაცვლებს ხოლმე.  ეს არავისთვის არის სიკეთის მომტანი, სხვათა შორის, არც შვილებისთვის. მათ  მხოლოდ მშობლების ჯანსაღი ურთიერთობა  აბედნიერებთ.
  თაკო (41 წლის): არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ პირადული მხოლოდ შენია და შენ უნდა გაუმკლავდე.  ცოტა მერიდება კიდეც – პატარა გოგო აღარ ვარ და ასე გვიან რატომ მივხვდი ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს.  ცხოვრება ისეთი რაღაც ყოფილა, ნელ-ნელა გითრევს და არ გეკითხება, შენ თვითონ რა გინდა. ისე ჩაგითრევს ყოველდღიურობის თავბრუდამხვევ ფერხულში და ორომტრიალში, ვერც მიხვდები, როგორ  გადაიქეცი რობოტად. რუტინა მარტო შენს დროს კი არ ყლაპავს, ურთიერთობასაც თავის ყაიდაზე გილაგებს, თუ, რა  თქმა უნდა, წინააღმდეგობას არ გაუწევ.
– ცოლებს  ხომ არასდროს ყოფნით დრო, რომ  ყოველდღიურობის არასტანდარტული მოდელი შექმნან.
– გეთანხმებით. ქალებს ყოველდღიურად იმდენი საქმე გვაქვს, რომ ნამდვილად არ გვცალია ექსპერიმენტებისთვის. თუ ქალების გულისწყრომას იმით დავიმსახურებ, რომ მათ რჩევებს ვაძლევ, ამასაც გავიგებ. გამონახეთ დრო ქმრისთვის, არ ნიშნავს, რომ იგი ხატად უნდა აქციოთ. უბრალოდ, ზოგჯერ არაფრის გამო ჩაეხუტეთ და აკოცეთ. აგრძნობინეთ, რომ ის განსაკუთრებულია. არ გააკრიტიკოთ წვრილმანების გამო. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. იცით, რომ წვრილმანები ანგრევს ურთიერთობას? დიახ, კაცების ახირებები და ჩვევები ნამდვილად ძნელი ასატანია, მაგრამ გამოსავალი არსებობს. მათი ყურადღების გარეშე დატოვება უნდა ისწავლოთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და გაატარეთ სიტუაცია. თუ თქვენს ქმარს რამე დაავიწყდა, ამის გამო ნუ ეჩხუბებით, ნუ დაძაბავთ მასთან ურთიერთობას და ჩხუბის მიზეზსაც ნუ წარმოქმნით, რომელიც ურთიერთპრეტენზიებით დასრულდება. ეს კი კარგს არ მოიტანს. ისეთ ჩიხში შეხვალთ, ძალიან გაგიჭირდებათ სიტუაციის გამოსწორება. მერე კი ძალიან გვიან არის ხოლმე და წუწუნიც – კარგი ცოლი ვიყავი და ქმარმა რატომ მიღალატაო – ვერაფერს გიშველით. ყველა ქმარი ჯერ მამრია და გარეცხილ პერანგზე მეტად სხვა რამე აინტერესებს. ცოლებო, იყავით სოლიდარულები. გაგიკვირდათ? გაოგნებული ხართ? ქალბატონები უკვე მოემზადეთ, რომ ქვები მესროლოთ? ნუ იჩქარებთ! არსებობს ერთი ძალიან სერიოზული მიზეზი, რის გამოც ქმრები ცოლებს არ გვეხმარებიან. არც არასდროს დაგეხმარებიან, თუ არ ისწავლით როგორ სთხოვოთ. ესეც ერთგვარი რუტინის გადასხვაფერებაა. სანამ სამზარეულოში მეგობრებთან ერთად ჩაის დასალევად და საჭორაოდ დასხდებით, სცადეთ და ასეთი  „შეხვედრები“  ქმართანაც მოაწყვეთ. სხვათა შორის, ჩემმა ქმარმა სწორედ ეს მისაყვედურა. თავს მიგდებულად ვგრძნობდიო.
– ანუ, მთელი დრო ქმრით უნდა იყოს შევსებული?
– მე იმის თქმა მინდა, რომ ქმარი ყველაზე კარგი მეგობარია, თუ, რასაკვირველია, ურთიერთობა სწორად არის დალაგებული. იატაკი მოვწმინდე და არცერთი მადლიერი სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის –ასეთი ფრაზები დაივიწყეთ. თორემ კონფლიქტი გარდაუვალია. ქმარს არ სჭირდება ასისტენტი, მას უნდა, რომ გვერდით პარტნიორი ჰყავდეს. სახლში სხვადასხვა მოვალეობა გვაკისრია და საოჯახო საქმის შესრულება „დახმარება“ არ არის, ეს უნდა იყოს საქმეების გადანაწილება. უნდა იფიქროთ ასე: მე დამხმარე არ ვარ, იმ სახლის ნაწილი ვარ, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ. ეუბნებით თუ არა თბილ სიტყვებს? ჩვენ ამას ქმრისგან ვითხოვთ და უფრო მარტივი იქნებოდა,  ჯერ ჩვენგან გაეგონა ეს სიტყვები. შეაქეთ თქვენი მეუღლე იმ სიტყვებით, რომლითაც თავად გინდათ, რომ მოგმართონ ნებისმიერი, თუნდაც ელემენტარული საოჯახო  საქმის შესრულებისას. დაუდექით გვერდში და იყავით ნამდვილი თანამგზავრი. არ იფიქროთ, რომ ვქადაგებ, ან ვინმეს ჭკუას ვარიგებ.  მხოლოდ გამოცდილების გაზიარებას ვცდილობ. სისულელეებით დანგრევის პირას მივიყვანე ოჯახი, ვერ ვხვდებოდი, ჩემს ქმარს რა უნდოდა და რაც მთავარია, მე რა მინდოდა. ქალებს ხშირად  ის გვიშლის ხელს ბედნიერებაში, რომ არ ვიცით, რა გვინდა. არადა ჩვენ გვაწუხებს რუტინა, ყოველდღიური ერთფეროვნება, მაგრამ ვერ ვხვდებით. მერე მივადგებით ქმარს. ვეწუწუნებით, ვებუზღუნებით გაურკვეველ პრეტენზიებს ვუყენებთ. ვძაბავთ ურთიერთობას.
– მამაკაცებმა არაფერი უნდა გააკთონ? მხოლოდ  ქალებმა უნდა იზრუნონ ურთიერთობის  გაჯანსაღებაზე?
– იცით, რა არის? როცა ქმარი ხედავს შენგან წამოსულ ასეთ პოზიტიურ ინიციატივას, თავადაც აქტიურდება და მერე უკვე ბევრად ადვილი ხდება  კომუნიკაცია. მე და ჩემმა ქმარმა მაშინ აღვადგინეთ და გავაჯანსაღეთ ურთიერთობა, როცა მე მივხვდი, რომ იმავე რეჟიმში გაგრძელება დაშლამდე მიგვიყვანდა. ძალიან ცუდია ერთფეროვნება. ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ყოველდღიურობამ არ გადაგყლაპოთ. ზოგჯერ აუცილებელია, საოჯახო საქმე „დაიკიდოთ“, გვერდით  მიუჯდეთ ქმარს, მიირთვათ ერთი ჭიქა ღვინო და მასთან ერთად უყუროთ საინტერესო ფილმს. საქმე მართლა არსად გაიქცევა, მაგრამ ქმარი კი შეიძლება, გაგექცეთ.  ნუ იწუწუნებთ იმაზე, რომ რომანტიკა გაქრა და  ცხოვრება ერთ ჭერქვეშ ისეთი ბედნიერი აღარ არის. თქვენ უნდა შექმნათ ეს რომანტიკა. მთავარია, მოინდომით და ძნელი არ არის. ყველაფერი კარგია, რასაც ერთად გააკეთებთ. მიზიდულობას აჩენს საერთო ინტერესები, საერთო გასართობი.  რა თქმა უნდა, შვილებზე უნდა იზრუნოთ, მაგრამ ერთმანეთიც არ უნდა დაგავიწყდეთ. ბოლოს შვილები თავის გზაზე მიდიან, თქვენ კი ერთად უნდა დარჩეთ.

скачать dle 11.3