კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ას მტერზე მტერი?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ საკუთარი თავის მოძულენი

  რაკი მტერს არ სძინავს (მხოლოდ ჩვენ გვძინავს და მარად და ყველგან!), ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ფრიად საინტერესო პროცესი დაიწყო. კერძოდ, ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერბეთმა სომხეთს, საქართველოს გავლით, სხვადასხვა შეიარაღება მიაწოდა და სანამ ოფიციალური ბაქო გააქტიურდებოდა, აზერბაიჯანულ საზოგადოებაში დაიწყო ბორგვა, თუ როგორ უღალატა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველომ.
  მეორე მხრივ, ბორგვა არც ქართულ ოპოზიციას დაუკლია (ან კი როგორ დააკლებდა, როდესაც დევიზი უკვდავია: „სკამები არის ჩემი გამხარებელი“) და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ინტერესი დაეცვათ (აქვე შეგახსენებთ, ასეც რომ ყოფილიყო, ჩვენ მაინც ჩვენსას უნდა გადავეფაროთ), ცეცხლისთვის ნავთის აქტიურად მისხმას შეუდგნენ (ისე დახელოვნდნენ ამ საქმეში, ვფიქრობ, ცეცხლფარეშებად უკონკურსოდ დასაქმდებიან).
  მეორე მხრივ, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, თავად აზერბაიჯანულ საზოგადოებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ინფორმაციის შეფასებისას კრიტიკული ანალიზი ჩართეს და მიხვდნენ, რომ:
– ჯერ ერთი, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაა და სომხეთი შეიარაღებას რუსეთისგან, საერთოდაც, უფასოდ იღებს.
– მეორეც, საქართველოს კანონი ან რამე შეთანხმება რომ დაერღვია, აზერბაიჯანის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს დაიბარებდა (და არა სერბეთისას).
  რაც მთავარია, აზერბაიჯანულმა გამოცემამ თითქოს ფოტომტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელზეც ცარიელი სამხედრო მანქანებია აღბეჭდილი.
თუმცა პირადად ჩემთვის ის უფრო იყო სავალალო, რომ პოლიტიკოსთა უმეტესობას (ოპოზიციური ფლანგიდან) წარმოდგენაც არ ჰქონია რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე (მათი კომენტარების კომპეტენცია ნულს ქვემოთაა). უფრო მეტიც, ძეხორციელს არ დაუსვამს მთავარი კითხვა: რას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და ჰქონდა თუ არა უფლება საქართველოს (რომც გაეტარებინა), არ გაეტარებინა სომხეთისკენ სერბეთიდან გამოგზავნილი ტვირთი (იმას გარდა, რომ სერბეთსა და საქართველოს საერთო საზღვარი არ აქვთ და იმ ქვეყნებს რატომღაც არავინ ახსენებს, რაც ანტიქართული საინფორმაციო ომის სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტია).
  ერთი სიტყვით, პრობლემა მხოლოდ კრიტიკული ანალიზის დეფიციტი არ არის, კვლავაც აუხსნელ ფენომენად რჩება, საკუთარი სახელმწიფოს მტრობის სურვილი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ ბანაკში ხარ და გეპიტნავება თუ არა ამჟამინდელი მთავრობა.


скачать dle 11.3