კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ვარსკვლავური ომები „რეალში“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  რაკი ქურდს რა უნდა და, ბნელი ღამეო ან იქნებ სხვა მიზეზითაც, აშშ-ის კოსმოსური სარდლობის მტკიცებით, რფ-მ სულ ახლახან ღია კოსმოსში ანტითანამგზავრული იარაღი გამოსცადა და 15 ივლისს ხელოვნური თანამგზავრიდან („კოსმოსი 2543“) ორბიტაზე ახალი ობიექტი გაუშვა.
  ამერიკელებისვე მტკიცებით, მომხდარი არ შეესაბამება რფ-ის მიერ თავისი თანამგზავრული სისტემის გაცხადებულ მისიას და, ასევე, დასძენენ, რომ ამ აქტივობის ადგილად რუსებმა აშშ-ის სამთავრობო თანამგზავრის სიახლოვე აირჩიეს.
  მოკლედ რომ ვთქვა, ვაშინგტონის მტკიცებით, რუსეთი ცდილობს, დაასუსტოს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების კოსმოსური  პოტენციალი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა ხმელეთიდან აწ უკვე ჰაერში გადაინაცვლეს და სანამ ისინი ღია კოსმოსში არკვევენ თავიანთ ამბებს, იქნებ ჩვენ, მიწაზე დარჩენილებს, ახლა მაინც გვეფიქრა, რა შეიძლება, მოვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რომ რეგიონში ფასი გავიზარდოთ და რამე პრობლემა მაინც საკუთარი ტვინით მოვიგვაროთ?!
იქნებდა, ამ სულ სხვა, ახლებურ რეალობაში გასაცვლელი ხურდის როლი მოვიშოროთ?!

скачать dle 11.3