კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№30 შეხვედრის ადგილი უცვლელია – რესტორანი „ბაგინეთი“ – სამოთხე დედამიწაზე

  თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად და მალე უნდა ესტუმროთ. რესტორანი „ბაგინეთი“ – მცხეთის გულიდან მტკვრის ტალღებზე გაშლილი სარესტორნო კომპლექსი  სადღესასწაულო დარბაზითა და ვერანდით.  
  ვინც ერთხელ მაინც „დაჩეკინებულა“ „ბაგინეთში“, მან ზუსტად იცის, რომ მეორედ უკვე აღარსად წავა. ეს, მართლაც რომ, ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე. რესტორნის ღია ვერანდაზე  თქვენ მტკვრის ტალღების ნიავი და მცხეთის გარემოს წარუშლელი  ხედები, საოცარი სიმყუდროვე, მომსახურების მაღალი ხარისხი და რაც მთავარია, გემრიელი და გამორჩეული კულინარული კერძები გელოდებათ.
  ნინო ჭანკვეტაძე – „ბაგინეთის“ დირექტორი: ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ზუსტად დაგვენერგა უსაფრთხოების ახალი სტანდარტები და რეკომენდაციები.
  „ბაგინეთში“ კოვიდთან დაკავშირებული სახელმწიფო რეგულაციების ყველა ნორმის დაცვით  განვაახლეთ მუშაობა.
  რაც შეეხება სამზარეულოს, მოგეხსენებათ, მუდმივი მომწოდებლები გვყავს და ჩვენს სტუმრებს მხოლოდ ჯანსაღი  და  შემოწმებული ინგრედიენტებით დამზადებულ მენიუს ვთავაზობთ.  ჩვენთან მოგართმევენ ადგილზე, ნატურალური პროდუქტებით მომზადებულ  უგემრიელეს კერძებს. გვაქვს როგორც ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები, ასევე „ბაგინეთის“ შეფ-მზარეულის საფირმო კერძები.
სარესტორნო კომპლექსი შედგება როგორც  საბანკეტო დარბაზისგან, კორპორატიული საღამოების  და ოჯახური დღესასწაულების აღსანიშნავად,  ასევე ნახევრად  ღია ვერანდისგან, სადაც შეგიძლიათ, მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება მშვიდი და გემოვნებიანი მუსიკის ფონზე.
  ჩვენი პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ, რომ თქვენი საოცნებო ქორწილი აქციოთ რეალობად. ხედი მტკვარზე, ისტორიული რაკურსით მცხეთის ფონი, ჩვენი რესტორნის უგემრიელესი კერძები და სტუმართმოყვარული გარემო  სრულ ჰარმონიულ განწყობას შეუქმნის აქ მოსულ ყველა ადამიანს.
ბადრი ზაზარაშვილი – „ბაგინეთის“  შეფ-მზარეული: გემრიელი კერძი ნიშნავს, შეუქმნა სტუმარს კარგი განწყობა. ეს ერთგვარი ხელოვნებაცაა – მოამზადო პროდუქტი, რომელიც ბევრის გემოვნებას დააკმაყოფილებს. ასორტიმენტი და საფირმო კერძები ჩვენი სავიზიტო ბარათია.  რესტორან „ბაგინეთში“  სასიამოვნო   გარემო და გამორჩეული მენიუ გელოდებათ.
  P.S.  თუ გსურთ, თქვენს მეგობართან ან ახლობელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი, სასიამოვნო და საოცარი საღამოების გატარება მტკვრის მოდუდუნე ტალღების და მცხეთის ულამაზესი ხედის ფონზე, რესტორანი „ბაგინეთი“ გაგილამაზებთ კვირის ყველა დღეს. გვენდეთ, ნახეთ საკუთარი თვალით და შემდეგ თავად მისწერთ თქვენს მეგობრებს: შეხვედრის ადგილი უცვლელია – მცხეთა, „ბაგინეთი“!
  Facebook: Bagineti Restaurant  რესტორანი ბაგინეთი

скачать dle 11.3