კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ზურაბ სეხნიაშვილი – წარმატებული მერი დუშეთის უკეთესი მომავლისათვის

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  დუშეთი საქართველოში ერთ-ერთი სტრატეგიული მუნიციპალიტეტია. ტურისტებისთვის ის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი რაიონია კულტურით, ბუნებით, უნიკალური ძეგლებით, რომელსაც განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება და ეს აისახა ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებში, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტმა განახორციელა. განსაკუთრებული წვლილი კი მუნიციპალიტეტის განვითარებაში ეკუთვნის დუშეთის მერს – ზურაბ სეხნიაშვილს. სამწუხარო ფაქტია ის, რომ მოსახლეობის დიდი პროცენტი ემიგრაციაშია. თუმცა იმედია, რომ რაიონის განვითარება ხელს შეუწყობს მათ სამშობლოში დაბრუნებას.
  რა გზა გაიარა დუშეთის მერმა და მისი მოკლე რეზიუმე:
  ზურაბ სეხნიაშვილმა დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული კონტროლის პალატაში და სხვა. რაც შეეხება ოჯახურ მდგომარეობას, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე – ნინო თელიაშვილი; შვილები – გიორგი და ნანა.
– ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც ყველაზე ხშირად მოითხოვდნენ მოქალაქეები?
– განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს პირიქითა ხევსურეთის, გუდამაყრისა და მთიულეთის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, რომელიც ზაფხულის პირობებშიც კი ძნელად გასავლელია, ხოლო ზამთარში იკეტება, რაც იწვევს მათ მოწყვეტას მუნიციპალიტეტის ცენტრისგან.
  მოთხოვნების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა სასმელი წყლის სისტემების მოწყობას და არსებული ქსელის რეაბილიტაციას. დღეისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ქსელის საერთო სიგრძე თითქმის 300 კილომეტრს შეადგენს. წყალმომარაგების სისტემების გამართული ფუნქციონირება და ხარისხის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და  ამავე დროს მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნასაც წარმოადგენს.
  პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროს. მუნიციპალიტეტი წლებია, ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც არაერთ ადამიანს გაეწია დახმარება როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.
– თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს მუნიციპალიტეტს და რა კუთხით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?
– მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მიმაჩნია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს კარგი პერსპექტივა აქვს ახლო მომავალში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მაღალი მაჩვენებლების მისაღწევად. ერთი მხრივ, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მრავალფეროვნება, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, მუნიციპალიტეტის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, წყლის უხვი რესურსების არსებობა, დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, სათიბ-საძოვრების დიდი რესურსი და ამავე დროს სატრანსპორტო, კულტურულ-საგანმანათლებლო, სასპორტო და სხვა
ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარების მიზნით ბოლო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებები და მაღალმთიანი დასახლებების ხელშეწყობის სტიმულირების პროგრამები კარგ პერსპექტივას იძლევა ახლო მომავალში მუნიციპალიტეტის სწრაფი განვითარებისთვის.
– რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ბოლო პერიოდში?
– 2019 წლის წარმატებული პროექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია დუშეთის ისტორიული ქუჩების, ცენტრალური პარკისა და შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. გზის საფარის, ტროტუარების, განათებების მოწყობა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. რაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 5 მილიონს აღემატება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ქალაქ დუშეთში და დაბა ჟინვალში მოასფალტდა თითქმის ყველა ქუჩა და საცხოვრებელი კორპუსის ეზო,  რაც 2020 წელსაც გრძელდება.
კეთილმოეწყო ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, პარკირების სივრცე და ძველი სავაჭრო დახლების ნაცვლად თანამედროვე ჯიხურები განთავსდა.
  აღსანიშნავია, რომ სოფელ შატილსა და სოფელ ახიელში მცხოვრები მოსახლეობის 24-საათიანი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 მცირე ელექტროსადგური აშენდა. მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ 66 ოჯახს, რომელთაც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ, თანამედროვე მზის პანელები გადაეცათ.
  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობები ეტაპობრივად დაიფარა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით.
  2019 წელს ასევე მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, ხოლო ნაწილში წელსაც გრძელდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბაღებისა და სკოლების შენობების რეაბილიტაციას, რომლებიც აღიჭურვა თანამედროვე  მოთხოვნების შესაბამისი ინვენტარით. ხოლო მაღაროსკარში, ბარისახოსა და შატილში სრულად რეაბილიტირდა სკოლა-პანსიონები. სამწუხაროდ, შატილში აღნიშნული შენობა დაიწვა, თუმცა უკვე მიმდინარეობს ახალი შენობის მშენებლობა.
– ბატონო ზურაბ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რას გააკეთებთ შემდგომი ერთი წლის განმავლობაში, როგორც მერი?
– შემდგომი ერთი წლის განმავლობაში ვგეგმავთ უკვე დაწყებული და ნაწილობრივ განხორციელებული პროექტების დასრულებას, ასევე, მთელი რიგი ახალი პროექტების განხორციელებას მუნიციპალიტეტის წინაშე სადღეისოდ მდგარი გამოწვევების შესაბამისად. მათ შორის იგეგმება მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესება, გარე განათების მუნიციპალური ქსელის განვითარება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და ასე შემდეგ. აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას ინვესტიციების მოძიების მიმართულებით. აგრეთვე, სურვილი მაქვს შევიმუშავოთ მუნიციპალური პროგრამები ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ამ პროცესებში. ცხადია, ყველა გეგმის დეტალური ფორმულირება ერთი ინტერვიუს ფარგლებში შეუძლებელია, თუმცა პარტნიორობისა და ფართო საზოგადოების მონაწილეობის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოთვლილზე გაცილებით მეტის გაკეთებასაც იოლად შევძლებთ.

скачать dle 11.3