კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ბრძნული აზრები

ფორდი: მიეცით ადამიანს აუცილებელი და ის მყუდროებას მოგთხოვთ. უზრუნველყავით მისი მყუდროება და ის ფუფუნებისკენ დაიწყებს სწრაფვას. ამყოფეთ ფუფუნებაში და ის განსხვავებულზე დაიწყებს ოხვრას. მიეცით ნება, მიიღოს განსხვავებული და მოუნდება სიგიჟე. მიეცით ყველაფერი, რაც სურს და დაიწყებს წუწუნს, რომ ის მოატყუეს და რომ მიიღო ის, რაც არ უნდოდა.
სვიფტი: მოქმედებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ მის გარეშე ბედნიერება არ მიიღწევა.
მორტმანი: მანამ შენ არ შეეგუები იმას, ვინც ხარ სინამდვილეში, არასდროს იქნები კმაყოფილი იმით, რაც გაქვს.
ჩესტერფილდი: თუ თქვენ შეძლებთ, იპოვოთ გზა დაბრკოლებების გარეშე, სავარაუდოდ, ეს გზა არსაით მიდის.
რემარკი: ვირთხებს ორთაბრძოლა კი არ უნდა გაუმართო, უბრალოდ, უნდა გაანადგურო.
კონსტანტინე: არასდროს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიჰბაძო.
ტეტჩერი: ოჯახი ქალის ცხოვრების ცენტრი უნდა იყოს და არა მისი საზღვარი. მამალი შეიძლება, კარგად ყივის, მაგრამ კვერცხს მაინც დედალი დებს.
პლატონი: ბრიყვი ორი ნიშნის მიხედვით გამოიცნობა: ის ბევრს ლაპარაკობს მისთვის უსარგებლო საგნებზე და გამოთქვამს აზრს, რის შესახებაც არ ეკითხებიან.
გალაკტიონი: ძლივს შესამჩნევი სხვადასხვაობა ვერ შეცვლის ერთ მთელ არარაობას.
ჩერჩილი: დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტი საშუალო ამომრჩეველთან ხუთწუთიანი საუბარია.
კაფკა: სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, მტერი მეგობრად აქციოს.
დოსტოევსკი: სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია; ძალა, რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა – ტირანულია.
ლაო ძი: მე ვთხოვე ღმერთს, დაესაჯა ჩემი მტერი, მაგრამ მან მითხრა: „არა. ის შენი მეგობარი უნდა გახდეს“.
ნიცშე: ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.
ერვინ კობი: თუ ქალს მეორე ქალი მოსწონს, ის მასთან გულახდილია და თუ არ მოსწონს – ორმაგად გულახდილი.
скачать dle 11.3