კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ასაკში უსიყვარულოდ გავთხოვდი, მაგრამ ბედნიერი ვარ

  გადავყევი სწავლა-განათლებას, ოჯახის წევრებზე ზრუნვას და ოჯახის შექმნაზე არც მიფიქრია. თაყვანისმცემლები სულ მყავდა და ვამბობდი: ჯერ რა მეჩქარება, ამის დროც მოვა-მეთქი. მოკლედ, ისე გაფრინდა წლები, უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი. თან, დისშვილებს ვიყავი გადაყოლილი. ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილები არიან. ყველა მეუბნებოდა: გათხოვდი, გააჩინე შენი შვილები, დისშვილებიც კარგია, მაგრამ  რომ გაიზრდებიან და თავისი გზა ექნებათ, შენთვის ვეღარ მოიცლიანო. რასაკვირეველია, ჩემზე გიჟდებიან, ისე ვუყვარვარ, მაგრამ მართლა თავისი ცხოვრება აქვთ და ისე ვეღარ იცლიან ჩემთვის, როგორც ადრე. იშვიათად მნახულობენ, თუმცა ყოველდღე მირეკავენ.. ახალგაზრდობაში, ერთი თაყვანისმცემელი მყავდა. ხშირად ამოდიოდა ჩვენს ოჯახში და დედ-მამას ძალიან მოსწონდა სასიძოდ. გაწონასწორებული, მშრომელი, მშვიდი და მეოჯახე ბიჭი იყო. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ვერ დამითანხმა ცოლობაზე და მერე შემეშვა. თუმცა დროდადრო მირეკავდა. მას შემდეგ მთელი ოცდახუთი წელი გავიდა. არც მას მოუყვანია ცოლი და არც მე გავთხოვილვარ. ერთი წლის წინ ისევ გამოჩნდა, დამირეკა და სახლში მოსვლა მთხოვა. მოკლედ, ამოვიდა და ბევრი ვილაპარაკეთ. მის გვერდით ისევ ის პატარა გოგო მეგონა თავი. ამ წლების განმავლობაში კი უამრავი რამ მოხდა და ერთმანეთის გვერდით არ ვიყავით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოსვლას მოუხშირა და ბოლოს მითხრა: უკვე იმ ასაკში ვართ, ერთმანეთის გვერდით დგომა ყველაზე მეტად გვჭირდება, მიჭირს მარტოობა და იქნებ დაფიქრდე და ცოლად გამომყვეო. სიცილით კი ვუთხარი, დავფიქრდები-მეთქი, მაგრამ რომ წავიდა და გავაანალიზე მისი შემოთავაზება, უკან დავიხიე. არც სიყვარულს ვგრძნობდი მის მიმართ და თან, ამ ასაკში რთულია შვილის გაჩენა. რომც გვეყოლოს, ასაკში შესული მშობლები ბავშვისთვის როგორია? ის რომ 20 წლის იქნება, ჩვენ 70-ს მივუკაკუნებთ. არადა, ამ ასაკში გჭირდება მშობლის დახმრება და გვერდით დგომა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, კიდევ ვამბობ, ამ ასაკში იშვიათად ხდებიან მშობლები. მოკლედ, ეს ამბავი ჩემს უახლოეს მეგობარს მოვუყევი და მირჩია: გვერდით მამაკაცი გეყოლება, ყველაფერზე არ მოგიწევს ფიქრი და ზრუნვა, ხელისგულზე გატარებს, არც ქალებისკენ გაექცევა თვალი და მშვიდად იცხოვრებთ, არ თქვა უარიო. სიმართლე გითხრათ, მართლა მინდოდა გვერდით ადამიანი, ვისთანაც თავს მშვიდად და დაცულად ვიგრძნობდი და გადავწყვიტე, უსიყვარულოდ გავთხოვილიყავი. მართალია, ჩემი და და დისშვილები ჩემი გათხოვების წინააღმდეგები იყვნენ და მეუბნებოდნენ: შვილი არ გეყოლება და რისთვის თხოვდები, რომ მოუაროო? მათი ასეთი ლაპარაკი მწყინდა. თავად გვერდით ჰყავთ საყვარელი ადამიანები და ერთად აწყობენ მომავალს. ჰოდა, არ ვთქვი უარი,  სულ რამდენიმე თვეა, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და მივხვდი, ამ ასაკში გათხოვებასაც თავისი ხიბლი ჰქონია. ბედნიერი რომ იყო, სულაც არ ყოფილა გაგიჟებული სიყვარული საჭირო. ცდილობს, ყოველდღიურად გამახაროს, ხან რა მოაქვს სამსახურიდან დაბრუნებულს და ხან – რა. მომატარა საქართველოს კუთხე-კუნჭულები. ვგრძნობ, იმ დაკარგული წლების ანაზღაურებას ცდილობს. შვილზე კი ლაპარაკიც არ გვქონია. თუ გვეყოლება, ღმერთის ნებაა, თუ არა და სიკვდილის ბოლომდე ხომ ვიქნებით ერთმანეთის ზრუნვაში და ესეც საკმარისია. ზოგადად, ყველაფერი ღმერთის ნებაა და ბედისწერისაც მჯერა. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ამ ასაკში გავთხოვდებოდი და ვერც იმას, ამ ადამიანს თუ გავყვებოდი ცოლად. მაგრამ, ასე მოხდა და ცოტას მეც ვნანობ, რომ წლების წინ მასზე უარი ვთქვი, ამდენი წელი მარტო ვიცხოვრე და გვერდით ასეთი მამაკაცი არ მედგა.
მარიკა, 49 წლის.
скачать dle 11.3