კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (49)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№30 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: გამიჩნდა ასაკობრივი ნაოჭები და ლაქები სახის, ყელისა და დეკოლტეს მიდამოებში. მაინტერესებს, თუ არსებობს შინაური რეცეპტი, რასაც გამოვიყენებ და მიშველის ნაოჭებისა და ლაქების მოშორებაში?
პასუხი: თაფლისა და ასპირინის ნაზავი საუკეთესო საშუალებაა ასაკობრივი ნაოჭებისა და ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ორი იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტის კომბინირებით, თქვენ მიიღებთ ნაზავს, რომელიც მინიმალურ დროში ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის და ლაქებსაც ალაგმავს. აიღეთ ასპირინის 4 აბი და დაფქვით რაც შეიძლება კარგად. მიღებული ფხვნილი დაუმატეთ 1 სუფრის კოვზ თხევად თაფლს და კარგად გადაურიეთ. ამ საშუალების ეფექტურობა კიდევ უფრო რომ გაზარდოთ, რეკომენდებულია, ნაზავში თითო კაფსულა A და E ვიტამინის დამატება. წაისვით ეს ნაზავი საშუალო სისქის ფენად გაწმენდილ კანზე და დაიტოვეთ 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. უმჯობესი იქნება, თუ პროცედურას საღამოს საათებში ჩაიტარებთ. ნაზავის ნიღბის სახით გამოყენება რეკომენდებულია კვირაში, მაქსიმუმ, 2-ჯერ და აუცილებლად საღამოს საათებში, რადგან მზეზე გასვლა არ არის სასურველი.
კითხვა: მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა, მირჩიეს, სარეცხის საპნით დაიბანეო. მიშველის?
პასუხი: დიახ, თუ ჭარბოფლიანობა გაწუხებთ, დაიბანეთ იღლიები სარეცხის საპნით. ასე საიმედოდ დაიცავთ თავს უსიამოვნო სუნისგან, რადგან სარეცხი საპონი ბოლომდე ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და სოკოებს.
კითხვა: მიყვარს მზეზე წოლა და რუჯის მიღება, მაგრამ გვრძნობ, სახის კანი გამოშრა და ტუტოვანობა დაკარგა. რას მირჩევთ, რა წავისვა?
პასუხი: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ, ერთი კაფსულა E ვიტამინის შიგთავსი და იმ რაოდენობით წყალი, რომ ინგრედიენტების შერევით მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტისებრი მასა. მიღებული საშუალება კარგად შეიზილეთ სახის კანში. თან, თითის ბალიშებით რამდენიმე წუთის განმავლობაში იკეთეთ მსუბუქი მასაჟი. შემდეგ თბილ წყალში დასველებული პირსახოცით სახის კანიდან მოიშორეთ ნარჩენები და წაისვით ნებისმიერი მატონიზებელი საშუალება. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, ადვილად შეძლებთ სახის კანის გატუტოვანებას.


скачать dle 11.3