კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 „შეშლილი“ პროფესორი

სიმონს ალბერტო 

  პროფესორ გერლანდს ძალიან უნდოდა მოახლე, მაგრამ ის  აუცილებლად პროვინციელი უნდა ყოფილიყო. პროფესორს ამის თაობაზე მყარი არგუმენტი ჰქონდა. მისი აზრით, გაუნათლებელი, წერა-კითხვის უცოდინარი გოგონა აუცილებლად პატიოსანი იქნებოდა. სწორედ ასე უთხრა გერლანდმა სახლის ადმინისტრატორს: გაუნათლებელი – სწორედ ის არის, რაც  მჭირდება. არ უყურებს სერიალებს, არ წაიკითხავს კომიქსებს, ტელეფონზე საათობით არ ჩამოეკიდება. ასეთი გოგონა მომიძებნე და მადლობას გეტყვიო.
  ადმინისტრატორიც აღარ შეკამათებია. მერე რა, რომ პატიოსნებასა და წესიერებაზე საკუთარი შეხედულება ჰქონდა. ერთი კვირის შემდეგ კი პროფესორთან  ველური გოგო მოვიდა, ირგვლივ ენერგიასა და სოფლის სურნელს რომ აფრქვევდა. პროფესორი კმაყოფილი იყო. თუმცა, ორი დღის შემდეგ პროფესორი ოდნავ შეცბუნებული ყვებოდა, კერძის მოსამზადებლად ლამის შუაცეცხლი დაანთო. როცა სახლთან ტრამვაიმ ჩაიარა, შიშისგან ისეთი კივილი მორთო, საყიდლებზეც როგორ გაგზავნიდიო. პროფესორმა ამ ყველაფერზე ცოტა ხანს  იმხიარულა, მაგრამ ეტყობოდა, რომ მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ევსებოდა. გოგონას დიასახლისობის არაფერი გაეგებოდა, ის ხომ მინდორში მუშაობას იყო დაჩვეული. მისთვის პროფესორი ერთი უსაქმური არსება იყო, რომელიც რატომღაც ერთი თავი კერძით არ კმაყოფილდებოდა – პირველი თავი კერძი, მეორე და კიდევ დესერტი. რად უნდოდა ამდენი ერთ ადამიანს? ან რისთვის იყო საჭირო სახლში უამრავი წიგნი, რომლებიც სპეციალური ჯაგრისით ყოველდღე უნდა გაეწმინდა. ტუდა – ასე ერქვა მოახლეს –  ყურში არანაირ შენიშვნას არ უშვებდა. როგორც კი პირველი ხელფასი აიღო, გაიქცა, თავისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, მოკლე კაბა, ტუჩების საცხი, კოსმეტიკა და ნიანგის ხელოვნური ტყავისგან დამზადებული ხელჩანთა იყიდა. კაბა ტანზე მჭიდროდ ჰქონდა შემოტმასნილი და საკმაოდ ვნებიანად გამოიყურებოდა. მძღოლ მარიოსაც შეუმჩნეველი არ დარჩენია. მალე ადმინისტრატორის ცოლმა მძღოლი და მოახლე ხელიხელგადახვეულები ნახა, პარკში რომ მოსეირნობდნენ. ცოლ-ქმარმა დაიმარტოხელა ტუდა და უთხრა, მარიო შენი შესაფერისი არ არის. ის სოფლელ გაუნათლებელ გოგოს სერიოზულად არასდროს შეხედავსო. განათლებას კი წიგნები სჭირდება. შენი წონა წიგნები მაინცო. ადმინისტრატორმა თქვა ის, რაც უნდიდა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. რამდენიმე თვის შემდეგ პროფესორმა ადმინისტრატორს შესჩივლა:
– იცი, რაშია საქმე? არც ვიცი, უნდა ვთქვა, თუ არა. ჩემი სახლიდან რამდენიმე იშვიათი წიგნი გაქრა. ხომ გესმის, ხელს ვერავის დავადებ, თუმცა წიგნების თავისით გაუჩინარებისაც არ მჯერა.
ადმინისტრატორს ფერი ეცვალა.
– პოლიციისთვის ხომ არ მიგიმართავთ? – ჰკითხა პროფესორს. მან თავი გააქნია.
– ვერ მივმართავ. ისინი ტუდას ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებენ. თანაც, საქმე ისაა, რომ   ტუდას წარმოდგენა არა აქვს, იმ გამოცემების ჭეშმარიტ ღირებულებაზე, რაში დასჭირდებოდა.
- მისთვის მაინც არ გიკითხავთ?
- არა, არ მინდა, უხერხულობა იგრძნოს. მერე, რა რომ გაუნათლებელია. თავმოყვარეობა აქვს.
რამდენიმე დღის შემდეგ პროფესორმა კიდევ დაკარგა ორი იშვიათი და ძვირფასი გამოცემა. ადმინისტრატორმა გადაწყვიტა, დრო იყო, რომ საქმეში ჩართულიყო. პროფესორისგან განსხვავებით, უკეთესად იცნობდა პროვინციელებს. დაელოდა მომენტს, როცა პროფესორი სახლიდან წავიდა და მის ბინაში ჩუმად შევიდა. გოგო ბიბლიოთეკაში კიბეზე იდგა და თაროდან ტყავის გარეკანში ჩასმული წიგნის გადმოთრევას ცდილობდა. ადმინისტრატორის დანახვაზე არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. გაუღიმა კიდეც.
– კარგია, რომ მოხვედი. მომეხმარები. კიბე დამიჭირე. ეს ოხერი წიგნი ძალიან მძიმეა. მგონი, ესეც გამოდგება.
– რას აკეთებ, პროფესორმა რომ გაიგოს?  მგონი, უნდა შეწყვიტო.
– მე ხომ არ ვპარავ? – გაიოცა „გაუნათლებელმა“,  უბრალოდ, ვიღებ. შეხედე, რამდენი აქვს. რად უნდა ამდენი? მე კი ძალიან მჭირდება. ეს ერთი ტომიც და გეგმა შესრულებულია.
– მოიცა, რა გეგმა? – ვერ მიხვდა ადმინისტრატორი.
– ხომ ჩემი წონა წიგნებია საჭირო, რომ მარიომ ჩემზე სერიოზულად იფიქროს. ასე არ მითხარი?
ადმინისტრატორმა თავში შემოიკრა ხელი –  ეს გოგო ძალიან სულელი იყო. გუნებაში პროფესორს შეუკურთხა, თავისი ახირების გამო სულელური პრობლემები რომ შეიქმნა. მართალია, წიგნების გაყიდვით კარგად იხეირებდა, მაგრამ ახლა არ იცოდა, ამ სულელი გოგოსათვის რა უნდა მოეხერხებინა.  წიგნებს მარიო ყიდდა, ასე შეთანხმდნენ, ფული კი შუაზე უნდა გაეყოთ. გადაწყვიტა, მარიო მოეძებნა, პოლიციით დამუქრებოდა და იძულებული გაეხადა მთელი თანხა მისთვის მიეცა. ეს გოგო კი გაეჩუმებინა, მაგრამ დააგვიანა. მარიოს კვალიც კი გაქრა. მოპარული წიგნები ბუკინისტ-ანტიკვართან საკმაოდ სოლიდურ თანხად გაყიდა კერძო კოლექციონერზე. ფული ჩაიჯიბა და აორთქლდა. ადმინისტრატორს ისღა დარჩენოდა, ჯავრი ტუდაზე ამოეყარა. თუმცა არც ეს აღმოჩნდა იოლი. გოგოს ვერაფრით გაეგო, რატომ იყო წიგნების აღება ტრაგედია და დანაშაული. ის უფრო მარიოს გაუჩინარებას დარდობდა.
– ბოლოს და ბოლოს, მე დავაბრუნებ ამ წიგნებს, – თქვა სლუკუნით.
– რანაირად? – გაუკვირდა ადმინისტრატორს.
– საღამოს ნახავთ... –  ჯიუტად ჩაილაპარაკა ტუდამ და თავისი შავად მოელვარე თვალებით უტიფრად მიაჩერდა.
იმავე საღამოს გაოცებული პროფესორისა და ადმინისტრატორის თვალწინ უცნაური სურათი გადაიშალა. მათ წიგნებით დატვირთული ტუდა გამოეცხადათ და ამაყად განაცხადა.
– აი, თქვენი წიგნები. სხვისი არაფერი მჭირდება. იმას როგორ ვიფიქრებდი, ასეთ ამბავს თუ ატეხდით. საჭმელი ხომ არაა.
პროფესორმა წიგნებს დახედა.
– კი მაგრამ, ეს ჩემი წიგნები არაა, ეს მათემატიკისა და ქიმიის სახელმძღვანელოებია. ტუდა, მე ესენი არ მჭირდება.
გოგო გაბრაზდა.
– ძალიან ჭირვეული ვინმე ხარ, თუნდაც პროფესორი იყავი. წონით წავიღე და წონით ჩაგაბარე. მე შენთან ანგარიში გასწორებული მაქვს. კარგად იყავი. მარიოს მოსაძებნად მივდივარ.
          თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3