კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ მოახდევინა სტალინმა ტრუმენს პრესით ბოდიში ცილისწამების გამო

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მავანთა დაჟინებული მტკიცებით, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ბოროტი მეხსიერება („ზლოპამიატსტვო“) ჰქონდა, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი კორნეი პირამიდოვი წერს: „პირველად სიტყვა „ზლოპამიატნი“ სტალინს ტროცკიმ 1925 წელს, პოლიტბიუროს სხდომაზე უწოდა, სადაც ტროცკის პარტიიდან გარიცხვას, სტალინის გარდა, თითქმის ტროცკის ყველა კოლეგა მოითხოვდა, მაგრამ ის თავის სიტყვაში, სწორედ, სტალინს დაესხა თავს და გენერალურ მდივანს (სტალინს) „ზლოპამიატნი“ (ბოროტი მეხსიერების მქონე) უწოდა.
– სტალინი „ზლოპამიატნია“ და მთელი ეს სანახაობა მისი მოწყობილია! – გაჰკიოდა ტროცკი, – თავად ვითომ ჩემს მხარეზეა და ზოგიერთების საპირისპიროდ ამბობს – ტროცკი არა თუ პარტიიდან არ უნდა გავრიცხოთ, ის პოლიტბიუროშიც უნდა დავტოვოთ. მას მხოლოდ თანამდებობები უნდა ჩამოვართვათო. სტალინის მთავარი მიზანიც, სწორედ, ესაა – მას სურს, არმიის მეთაურობასა და სამხედრო-რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარეობას ჩამომაშოროსო. სტალინმა, რომელსაც არ სჩვეოდა გამომსვლელისთვის ხელის შეშლა და ყოველთვის ყურადღებით უსმენდა ყველაზე კრიტიკულ, მტრულად განწყობილ ოპონენტებსაც კი, ტრიბუნაზე მდგომ ტროცკის სიტყვა გააწყვეტინა და ჰკითხა:
– დავუშვათ, თქვენი თანამდებობიდან მოხსნის იდეა მართლა ჩემი წამოჭრილია და რასაც ახლა ამბობთ, ისიც სიმართლეა, მაგრამ რა შუაშია აქ ჩემი „ზლაპამიატსტვო“? შეგიძლიათ, აგვიხსნათ, რა კავშირშია ეს ბრალდება ჩემ მიმართ იმასთან, რასაც ახლა აქ ვიხილავთ და ვცდილობთ, გადავწყვიტოთ?
  ტროცკი ისე დაიბნა, რომ სიტყვა ვეღარ დაძრა, ტრიბუნიდან ჩამოვიდა და წამოჭარხლებულმა დარბაზი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. მეორე დღეს ტროცკიმ გაზეთ „პრავდის“ მეშვეობით სცადა პასუხი გაეცა სტალინისთვის, რაც ყოველგვარ არგუმენტირებულ კონკრეტიკას მოკლებული, ზოგადი ფრაზით გამოხატა:  სტალინი ვერ გუობს წინააღმდეგობას. თუმცა, ყველა ოპონენტის კრიტიკას იმახსოვრებს და წლების მერე კი სისასტიკით პასუხობს. აი, ეს მქონდა მხედველობაში, როცა მას „ზლოპამიატნი“ ვუწოდეო... მოგვიანებით, უკვე მექსიკურ ემიგრაციაში მყოფმა ტროცკიმ უფრო არგუმენტირებულად სცადა სტალინის „ზლოპამიატსტვოს“ დასაბუთება წიგნში – „სტალინი“, თუმცა, ვერც იქ მოიყვანა რაიმე სერიოზული არგუმენტი.
  სხვათა შორის, ტროცკის გამონათქვამები სტალინის მიმართ დასავლურმა ჟურნალ-გაზეთებმა გამოიყენეს და 1945 წლის მიწურულს დაწერეს: სტალინმა ფაშისტებისგან გათავისუფლებულ ჩეხოსლოვაკიას მთელი ოქროს მარაგი ჩამოართვა და მისი სამხედრო მრეწველობა კი – დაიქვემდებარა. არადა, პოტსდამში მოწერილი ხელშეკრულების შედეგად, არცერთი გათავისუფლებული და დაპყრობილი ქვეყნის, მათ შორის, გერმანიისაც, ძარცვა არ შეიძლებოდა. სტალინს კი ამ ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი და ის იმიტომ ძარცვავს ჩეხოსლოვაკიას, რომ „ზლოპამიატნია“ და ამ ქვეყანას არ აპატია, რომ მათ 1919 წელს დიდი დახმარება გაუწიეს კოლჩაკს და ბოლშევიკებს ებრძოდნენო.
 სტალინს პირადი საპროტესტო წერილით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის მოკავშირედ ითვლებოდა და მხოლოდ ამიტომ მისცა ამ წერილს პირადი თხოვნა-პროტესტის ხასიათი. ტრუმენი საბჭოთა ბელადს პოტსდამის ხელშეკრულებას ახსენებდა. აგრეთვე, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მას (ტრუმენს) ჩეხოსლოვაკიელები მიმართავდნენ თხოვნით, იქნებ სტალინს მათი ქვეყანა არ გაეძარცვა და საშინელი ომის შემდეგ განვითარების საშუალება მიეცა. სტალინმა ტრუმენის პირადი წერილი გაზეთ „პრავდაში“ გამოაქვეყნებინა, იქვე კი საკუთარი პასუხი დაუწერა, რომელშიც ვკითხულობთ: „თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ტრუმენ! მოგახსენებთ, რომ თქვენს პირად წერილში ნახსენები პოტსდამის ხელშეკრულების არცერთი პუნქტი არაა დარღვეული და ჩეხოსლოვაკიის არანაირი ძარცვა არ მიმდინარეობს. აბსოლუტური სიმართლეა, რომ საბჭოთა მხარემ ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლების შემდეგ იქაური ბანკებიდან 300 ტონა ოქრო გამოიტანა და მოსკოვში ჩაიტანა, მაგრამ ეს მოხდა ოფიციალურად და არა ბოროტი განზრახვით. ჩვენ ჩვენი კუთვნილი ოქრო დავიბრუნეთ, რომელიც ჩეხოსლოვაკიურმა ლეგიონმა 1919 წელს მართლაც ბოროტმოქმედულად, არაკანონიერი გზით გაიტაცა. სწორედ ამ გატაცებული ოქროთი აიწყო ამ ქვეყანამ თავისი სამხედრო მრეწველობა და ზოგადად, ეკონომიკა, რაც თითქმის მთელ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების (მათ შორის, თქვენიც) წინააღმდეგ მუშაობდა. ხოლო ის ადამიანები, ვინც თქვენ დახმარების თხოვნით მოგმართავენ, ჩვეულებრივი ბოროტმოქმედები არიან და კარგი იქნება, თუ მათ გავასამართლებთ. მეტიც, ჩეხებს, მათთან არსებული 750 ტონა ოქროდან მხოლოდ 300 ტონა ჩამოვართვით და დანარჩენი დავუტოვეთ. თუმცა, სულ რომ წამოგვეღო, ვერც ამ შემთხვევაში შემოდავება იქნებოდა სამართლიანი, რადგან ეს იმ პროცენტული განაკვეთის მინიმალური რაოდენობაა, რასაც ჩვეულებრივ იღებენ ხოლმე დასავლური და კერძოდ კი, ამერიკული ბანკები გაცემული კრედიტების საფასურად. პატივისცემით, იოსებ სტალინი.“
  ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ჰარი ტრუმენმა სტალინის წერილის საპასუხოდ, მთელს ამერიკულ პრესაში გამოაქვეყნა ბოდიშის წერილი, სადაც საბჭოთა ბელადს პატიებას სთხოვდა ნაჩქარევი, საქმეში ჩაუხედავი საქციელის გამო, რომ ჩეხოსლოვაკიის თხოვნა არ გადაამოწმა. სამაგიეროდ, ტრუმენის განკარგულებით, შეერთებულ შტატებში მცხოვრები 20 ჩეხი ემიგრანტის დეპორტაცია მოხდა. ყველა მათგანი 1919 წლის ძარცვაში მონაწილეობდა, ამიტომ ისინი საბჭოთა კავშირს გადასცეს. მათ, რუსეთის იმპერიის 1 400 ტონა ოქროდან, 300 ტონა ჩეხოსლოვაკიაში წაიღეს და თავის სამშობლოში მრავალი დარგის აღორძინებას ჩაუყარეს საფუძველი. დეპორტირებულები გაასამართლეს და მათ 20-20-წლიანი პატიმრობები შეუფარდეს, თუმცა სტალინმა 1949 წელს ყველანი 3-წლიანი პატიმრობის მერე გაათავისუფლა და სამშობლოში დააბრუნა.

скачать dle 11.3