კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა იწვევს ეგზემას და როგორ ვუმკურნალოთ მას სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ტერმინი „ეგზემა“ აერთიანებს იმ დაავადებებს, რომლებიც კანის გაღიზიანებას ან ანთებას იწვევს. ეგზემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ატოპიური დერმატიტი. სიტყვა „ატოპიური“ გულისხმობს ისეთ ალერგიულ დაავადებს, რომელთა განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური მიდრეკილება (მაგალითად, ალერგიული ასთმა, ალერგიული რინიტი).
  მიუხედავად იმისა, თუ კანის რა ნაწილია დაზიანებული, ეგზემა თითქმის ყოველთვის იწვევს ქავილს. ზოგჯერ შესაძლებელია ქავილი წინ უსწრებდეს გამონაყრის გაჩენას, რომელიც უმეტესად სახეზე, მუხლის შიგნითა ზედაპირზე, მაჯაზე, ხელებზე ან ფეხებზე ჩნდება. თუმცა, შეიძლება გამონაყარი სხვა ადგილებზეც განვითარდეს.
  დაზიანებული არეები უმეტესად ძალიან გამომშრალი, გასქელებული ან აქერცლილია. შეიძლება, ეს არეები თავიდან მოწითალო იყოს და შემდეგ მოყავისფრო გახდეს.
  ეგზემის ზუსტი გამომწვევი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ ის ორგანიზმში გამღიზიანებლის მიმართ ჭარბი იმუნური რეაქციით არის გამოწვეული. სწორედ, ეს რეაქცია იწვევს ეგზემის სიმტომებს. ეს დაავადება უმეტესად გვხვდება ალერგიების ან ასთმის ისტორიის მქონე ოჯახებში.
  გარკვეულმა ნივთიერებებმა და პირობებმა შესაძლებელია, გამონაყრის გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც ძირითადად, ქავილით ვლინდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს უხეშ საგნებთან კონტაქტი, სიცივე ან სითბო, გარკვეული საოჯახო პროდუქტები – საპონი და სარეცხი ფხვნილი, ან კანზე ცხოველის ქერტლის მოხვედრა. ასეთი რეაქციის განვითარება, ასევე, შეიძლება, განაპირობოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებმა ან გაციებამ. მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა, სტრესმაც გამოიწვიოს.
ეგზემით დაავადების ძირითადი მიზეზებია:
* ტემპერატურა და ტენიანობა. ტემპერატურული რეჟიმის მკვეთრი ცვლა ან მომატებული ტენიანობა არცთუ იშვიათად პროვოცირებს კანზე მსგავს რეაქციებს;
* ვენების ვარიკოზული გაფართოება – ამ მიზეზით გამოწვეულ ეგზემას, რომელიც ფეხებს მუხლს ქვემოთ აზიანებს, სტატიკურ ანდა ვარიკოზულ დერმატიტს უწოდებენ;
* კანის მექანიკური გაღიზიანება. მისი გამოწვევა უხეში ან ჩხვლეტია მასალისგან, მაგალითად, შალისგან დამზადებულ ტანსაცმელს შეუძლია;
* კანის სოკოვანი დაავადებები;
* სასუნთქი გზების ალერგია. მაგალითისთვის, ალერგიულ სურდოს, რომელიც ადამიანს საყოფაცხოვრებო ან მცენარეთა მტვერთან შეხებისას ან, სულაც, ცხოველთა ბეწვის ალერგენთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში ეწყება, შეიძლება, კანის გაღიზიანებაც მოჰყვეს;
* სხვა შესაძლო მიზეზი ის ქიმიური გამღიზიანებლებია, რომლებიც საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას – კონტაქტურ დერმატიტს იწვევს. დერმატიტი კანზე ისეთი ნივთიერებების მოხვედრით იწყება, როგორიცაა: ძრავის ზეთი ანდა ბენზინი, გამწმენდი და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები;
* ძლიერი განცდები ან ხანგრძლივი სტრესი;
* საკვების ალერგია. ამ მიზეზით გამოწვეული ეგზემა ყველაზე ხშირად, პატარა ბავშვებში გვხვდება. საზოგადოდ გავრცელებული „საბავშვო“ ალერგენებია: კაკალი, თხილი, კვერცხი და რძის პროდუქტები;
* ფიზიკური დატვირთვის, ღელვის, სამუშაო ადგილზე არსებული მაღალი ტემპერატურის ან სინთეტიკური ტანსაცმლით გამოწვეული ძლიერი ოფლიანობა;
* ბაქტერიული ანდა ვირუსული ინფექციები, რომლებიც შემდგომში შეიძლება, ეგზემაში გადაიზრდოს;
* სხვადასხვა ქიმიური გამღიზიანებლები, კერძოდ, სასუქები, საღებავები, სპირტი, აცეტონი, სუნამოები, ტუტე საპონი, სარეცხი და გამწმენდი საშუალებები ეგზემას მაშინ იწვევს, როცა მათი ხშირი გამოყენებისას ხელებს სათანადოდ არ ვიცავთ.
სახლის პირობებში მათან საბრძოლველად, შემდეგ მეთოდებს მიმართავენ:
* კომბოსტოს ფურცელს ნაყავენ, ურევენ კვერცხის ცილას (შინაურს) და იდებენ დაზიანებულ კანზე;
* კანზე  იდებენ დაჭრილ კარტოფილს;
* კარგია დინდგელის ნაყენისა და მუხის ქერქის ნახარში;
* 3 კბილ ნიორს კარგად ურევენ 50 გრამ თაფლში და კარგად შეიზილავენ დაზიანებულ კანში;
* სასარგებლოა მდოგვის ზეთის წასმაც;
* ანთებით უბანზე კარგია ჭარხლისგან მიღებული ფაფისებრი მასის დადება დღეში ორჯერ.
скачать dle 11.3