კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№30 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად. ვამბობ აღსარებას, მაგრამ არ მაქვს ღრმა სინანულის განცდა. გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ უნდა მივაღწიო ჭეშმარიტი სინანულის განცდას?
პასუხი: მონანიების დროს ადამიანზე სამი რამ მოქმედებს: გონება, რომელიც აფიქსირებს და განსაზღვრავს ჩვენს ცოდვებს, გული – რომელიც განიცდის მათ და მესამე – ნებისყოფა, რომელიც ადამიანს აიძულებს, გადალახოს ცრუ მორცხვობა და მოინანიოს ცოდვები. თუ ადამიანი ვერ ახერხებს გულით მონანიებას, მან უნდა მოინანიოს გონებით და ძალა უნდა დაატანოს ნებისყოფას, რომ არ გაიმეოროს ძველი ცოდვები. დროთა განმავლობაში უფალი მოგანიჭებთ ჭეშმარიტი სინანულის განცდას.
კითხვა: როგორც გავიგე, ცოდვის ჩადენის შემთხვევაში საჭიროა მისი მალევე მონანიება. რატომ?
პასუხი: ცოდვა უფლის მადლს გვაშორებს და თუ ცოდვას სინანულით არ განვწმენდთ, ის საკუთარი ტვირთის სიმძიმით სხვა ცოდვებს გამოიწვევს.
კითხვა: თუ შეყვარებულებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ დაქორწინება, რატომღა ითვლება მათი ინტიმური კავშირი ცოდვად?
პასუხი: ქორწინებამდე ქალსა და მამაკაცს შორის ინტიმური კავშირი ცოდვად მიიჩნევა, რადგან ეს კავშირი იკურთხება ჯვრისწერის საიდუმლოს მესამე ნაწილის ჩატარებისას – ცოლსა და ქმარს სარეცლის გაზიარების უფლება გვირგვინის გახსნის შემდეგ ეძლევათ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ქრისტიანს საკუთარი სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა ცოდვად ჩაეთვალოს?
პასუხი: როგორც წმიდა მამები გვამცნობენ, ამის შესახებ წმიდა წიგნებში არაფერი წერია, თუმცა აქ მჟღავნდება უნდობლობა უფლის განგებულების მიმართ. დაზღვევის აკრძალვა ეკლესიას არ შეუძლია, მაგრამ ვერც კურთხევას მოგცემთ ამაზე, რადგან ქრისტიანებს უმთავრესად აქვთ უფლის მცნება: ეძიეთ უპირველესად ღმერთის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე თანა შეგეძინებათ თქვენ.
კითხვა: წავიკითხე, რომ ქრისტიანი მუდმივად უნდა ლოცულობდეს, როგორ უნდა გავიგოთ ეს განუწყვეტელი ლოცვა?
პასუხი: ქრისტიანი რომ სულ უნდა ლოცულობდეს იმას კი არ ნიშნავს, რომ განუწყვეტლივ კითხულობდეს ფსალმუნებს და სხვადასხვა ლოცვას – ეს შეუძლებელია, რადგან ადამიანები დღევანდელ ცხოვრებაში უამრავი საქმით არიან დაკავებულნი, მაგრამ ეს ისე უნდა გავიგოთ, რომ რა საქმესაც უნდა ვიწყებდეთ, გონება და გული უფლისკენ მივმართოთ და ვთხოვოთ მას დახმარება და წყალობა.
კითხვა: როდესაც ფეხმძიმე ქალი ინათლება, ითვლება თუ არა მონათლულად მისი შვილი?
პასუხი: ფეხმძიმეს, რასაკვირველია, შეუძლია, ნებისმიერ დროს მოინათლოს, მაგრამ ინათლება დედა და არა ნაყოფი, ბავშვზე ნათლობა ვერ გადავა.
скачать dle 11.3