კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რას ნიშნავს „ხატზე გადაცემა“, როგორ ტარდება ეს რიტუალი და რა შემთხვევაში მიმართავს მას ქრისტიანი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  გვსმენია გამონათქვამი „ხატზე გადაცემა“, თუმცა ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ქმედებაში, იმას გარდა, რომ არც თუ სასიამოვნო რამაა. რას ნიშნავს და საიდან მოდის ტერმინი „ხატზე დაგაცემა“? – ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.
– რა ტიპის გაუგებრობებისას მიმართავენ ხატზე გადაცემას და როგორი რიტუალია?
– კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: დავუშვათ, ორი მოდავე მხარეა და ერთმა დააბრალა მეორეს ფულის ქურდობა. მაგრამ დაბრალებული ვერ ამტკიცებს თავის სიმართლეს. ამიტომ დამბრალებელს გადასცემს ხატს, მაგრამ არა სიძულვილის გამო – ესაა აქ მთავარი. ანუ მე ვერ ვუმტკიცებ მეორე ადამიანს ჩემს სიმართლეს, მაგრამ ღმერთმა ხომ იცის, რომ მე მართალი ვარ და დამბრალებელი მტყუანია, ამიტომ მე გადავცემ მას ამ საქმეს და ვთხოვ, გააკეთოს ისე, რომ დამბრალებელი მუხლის ჩოქით მოვიდეს ჩემთან. იმიტომ კი არა, რომ მე მინდა, არამედ იმიტომ, რომ მიხვდეს, რა დააშავა. პრინციპში, ეს სამართლიანი თხოვნაა. მაგალითად, სამეგრელოში გადასცემდნენ ხოლმე ილორის ხატს, რომელიც დაბრძანებული იყო აფხაზეთის ილორის წმიდა გიორგის ეკლესიაში და ამ სახელის ხსენებაც კი შიშის ზარს სცემდა ადამიანებს. იყო შემთხვევები, რომ მართლაც უსიამოვნებები ემართებოდა ხატზე გადაცემულის ოჯახს და შთამომავლები, როდესაც გაიგებდნენ, რომ მათი მშობლები ხატზე იყვნენ გადაცემული, გადადიოდნენ ილორის წმიდა გიორგის ეკლესიაში და ითხოვდნენ  გამოსყიდვას. ილორის ხატთან მღვდელი ასრულებდა სპეციალურ რიტუალს, რომელსაც ესწრებოდნენ ხატზე გადაცემულის შთამომავლები, შენდობას ითხოვდნენ და გამოისყიდდნენ წინაპრების ცოდვას.
– ხატზე გადაცემის დროს სასულიერო პირი ერეოდა თუ ადამიანს შეეძლო, თავად მისულიყო და ეთხოვა ხატისთვის?
–  ახლა უკვე ერევა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში, საბჭოთა დროს, ნახევრად წარმართული დამოკიდებულება იყო და ნახევრად – ათეისტური, ხან სამჭედლოში მიდიოდნენ და ლურსმნებს აჭედებდნენ, ხან ტაძარში და არც კი ეკითხებოდნენ მღვდელს. იცოდნენ, სად იყო ხატი დაბრძანებული და თავისი სიტყვით გადასცემდნენ. დღეს უკვე ვიცით, რომ მღვდელთან უნდა მიხვიდე და ტარდება სპეციალური რიტუალი. ანუ დღეს ხატზე გადაცემა უკვე ქრისტიანულია, იმიტომ რომ ეს კეთდება მაშინ, როდესაც ადამიანს გამოუვალი მდგომარეობა აქვს.
– თქვენ ახსენეთ, რომ ხატზე გადაცემა სიძულვილს გამორიცხავს, ეს რომ განმარტოთ.
– ადამიანს, ვინც მეორეს, რომელსაც ვერ უმტკიცებს თავის სიმართლეს და გადასცემს ხატზე, რომ ეთქვა ხატისთვის, დასაჯე ის და გაანადგურეო, არ ჩაეთვლებოდა. რადგან ხატზე გადაცემის მიზანი იყო და არის იმ სიმწარის თავიდან აცილება, რაც გამოიწვია ცილისწამებამ, იმის დაბრალებამ, რაც ადამიანს არ გაუკეთებია. ხატზე გადაცემის მიზანია, ცილისმწამებელი მიხვდეს, რომ ცილი დასწამა. და მართლაც, განგება რომ კუთხეში მიაყენებდა ცილისმწამებელს, ის ხვდებოდა, რატომ დაემართა.
– ვთქვათ, მიდის ეკლესიაში მღვდელთან ადამიანი და ეუბნება, რომ ამა და ამან დამწამა ცილი და მინდა, გადავცე ხატს, იქნებ იტყუება, მამაომ ხომ არ იცის?
– არც მამაოა ღმერთი და მხოლოდ უფალმა იცის, ვინაა მტყუან-მართალი. შეიძლება, გულწრფელადაც მივიდეს ვინმე მღვდელთან და უთხრას, რომ მეორემ რაღაც დამიშავა, მაგრამ იმ მეორეს არანაირი დანაშაული არ მიუძღოდეს. ამიტომ იკითხება სპეციალური ლოცვა და მღვდელი უფლის წინაშე დააყენებს ორივეს ან ცალ-ცალკე და სთხოვს უფალს, შენი სამართლით მიუზღე გონს მოსაგებად და არა იმიტომ, რომ დაისაჯოს. ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით: სასჯელი არის შესაგონებელი და არა ადამიანის გასანადგურებელი. ამ სიტყვის ფუძეა „სჯა“. რუსულად არის საოცარი სიტყვა - „ნაკაზანიე“, „ნაკაზ“ არის მითითება, განკარგულება. ძველ რუსეთში მასწავლებელს ერქვა „ნაკაზატელ“, ანუ მიმთითებელი, შემგონებელი. ბუნებრივია, მაშინ იბადება კითხვა, თუ სასჯელის მიზანი შეგონებაა და არა შურისძიება, მაშინ რატომ აისახება ადამიანის ცხოვრებაზე მკაცრად ხატზე გადაცემა და არა მხოლოდ? რადგან ადამიანს არ უნდა, რომ გონს მოეგოს.
– თუ სწორად გავიგე, ხატზე გადაცემა გულისხმობს მტყუან-მართლის გარჩევას, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვა, დელეგირებას, გადაცემას ღმერთისთვის?
– დიახ, დიახ და, უპირველესად, რომ მიხვდეს ხატზე გადამცემი, ტყუის თუ არა მის მიერ ხატზე გადაცემული ადამიანი. უნდა გვახსოვდეს, ყველაფერი მოდის ერთი ღმერთისგან, ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ყველაზე დიდ ზარალსა და ტკივილსაც კი ღმერთი არეგულირებს. მარტივ მაგალითს გეტყვით: ბავშვს შეერჭო ეკალი, მშობელმა ეკლითვე ან ნემსით გამოუღო, რომ უჩხვლეტს, ბოროტებაა, იმიტომ რომ მტკივნეულია ბავშისთვის, მაგრამ ამით სიკეთეს აკეთებს. თუკი, თუნდაც, შავი მაგია გამოიყენოს ვიღაცამ ვიღაცის დასანგრევად, იმასაც კი განგება, საბოლოოდ, სიკეთედ გარდაქმნის ჩვენთვის, თუმცა იმ ეტაპზე ჩვენ შეიძლება, ეს ვერ დავინახოთ. ჩვენ ღმერთისგან მომავალ სამართალს ვსჯით ადამიანური გონებითა და შესაძლებლობებით და ამიტომ ვერ ვხსნით და, აქედან გამომდინარე, ვარქმევთ სახელებს: ეშმაკი, სატანა, უსამართლობა, შემთხვევითობა, მაგრამ ყველა ამ სახელის მიღმა ერთი ღმერთია. ის ეშმაკიც ღმერთის ვერგაგებული ჩრდილოვანი მხარეა, რომელიც ღმერთის ნების გარეშე არ მოქმედებს. ქირურგი შველის ადამიანს ინსტრუმენტებით, რომელთა შეხება მტკივნეულია. 2 წლის ბავშვს როგორ დააჯერებ, რომ იოდს, რომელიც გწვავს, მისი სიკეთისთვის უსვამენ?! ბავშვი, რაც უნდა აუხსნა, წვის იქით ვერაფერს ხედავს, მაგრამ 10 წლის ბავშვს უკვე დააჯერებ. დაახლოებით ასეა: ყველა სიმწარესა თუ ბოროტებას განგება უშვებს, როგორც ინსტრუმენტს შავი სამუშაოს შესასრულებლად. არა დასასჯელად, არამედ გონს მოსაყვანად. რაღაც დარტყმა უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ გონს მოეგოს.
скачать dle 11.3