კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როდის უნდა დაასრულოს ძველი ურთიერთობა ქალმა და როდის აღარ ჩაითვლება მისი სიყვარული ღალატად

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  „ღალატი“ – ეს სიტყვა დღემდე ყველაზე უპატიებელ და სამარცხვინო საქციელს აღნიშნავს. განსაკუთრებით მკაცრად ისჯებოდა და ისჯება ქალის ღალატი: მსოფლიოში ახლაც არსებობს ქვეყნები, სადაც მოღალატე ქალებს დაუნდობლად ასახიჩრებენ, სახეში გოგირდმჟავას ასხამენ ან, სულაც, კლავენ და მერე ამ მკვლელობას „ღირსების საქმეს“ უწოდებენ. როგორც წესი, ასეთ დროს „მოსამართლის“ როლში მსხვერპლის ქმარი, მამა, ძმები, უახლოესი ნათესავები და მორალის დამცველი საზოგადოება გვევლინება.
  რეალურად ღალატს სქესი არ გააჩნია. მოღალტე ქალიც მოღალატეა და კაციც, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს.
  ნინია (37 წლის): ჩემთვის ღალატი ღალატია – არა აქვს მნიშვნელობა, ვისგან მოდის – ქალისგან თუ კაცისგან. როდესაც ურთიერთობაში კრიზისია და ორ ადამიანს შორის მესამე პირი ჩნდება, ესე იგი, პრობლემა ამ ორშია.
– ანუ, მესამე არაფერ შუაშია და სასიყვარულო სამკუთხედი მხოლოდ მითია, მაშინ რატომ მიდიან ღალატამდე?
– აბა, რა გითხრათ? ღალატობენ იმიტომ, რომ ერთმანეთი ბეზრდებათ და ვეღარ უგებენ, თორემ მესამე პირი წყვილის ურთიერთობაში ყოველთვის ზედმეტია. სპონტანური გადაწყვეტილებების მომხრე არასდროს ვყოფილვარ.  მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია: შეიძლება, წლების ურთიერთობა დაინგრეს და ის ურთიერთობა უფრო მყარი აღმოჩნდეს, რომელიც 1-2 თვეში ჩამოყალიბდა. ჩვენთან, საქართველოში, დამკვიდრებულია აზრი, რომ მამაკაცი თავისი ბუნებით მონადირეა და გვერდზე გახედვა ეპატიება. ცუდი ის არის, რომ ამ მოსაზრებას ქალებიც აქტიურად იმეორებენ.  ხშირად გაიგებთ – „არ მომწონს, როცა გათხოვილი ქალი ქმარს ღალატობს, ადამიანმა ჯერ ძველი ურთიერთობა უნდა დაასრულოს და მერე უნდა იპოვოს სხვა”.
– ეს ხომ უფრო სწორი საქციელია?
– რა გითხრათ. ზოგჯერ ასე „დალაგებულად“ ვერ გათვლით.  მაგალითად, ვერ ვიტყოდი, რომ ზოგიერთი ქალი კაცზე ნაკლებად მონადირეა. აბა, საიდან ჰყავთ ცოლიან კაცებს საყვარლები. თუ ქალი მოინდომებს, მასაც ძალიან კარგად შეუძლია „გვერდზე გახედვაც“ და ღალატიც. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული.  რეალურად მეც ძალიან არ მომწონს, როცა გათხოვილი ქალი ქმარს ღალატობს. მაგრამ, როცა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, პრობლემას ცოტა სხვანაირად შევხედე.   
– ეტყოდით სიმართლეს მეგობარს, თუ მას ცოლი ან ქმარი ღალატობს?
 – ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვეტყოდი. სულ ვამტკიცებდი,  რატომ უნდა იცხოვროს ტყუილში ადამიანმა, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს-მეთქი. ახლა ამის მტკიცებას ვეღარ დავიწყებ.  რეალობა ისაა, რომ ყველა ოჯახს თავისი კანონები აქვს, რაც შესაძლოა, სხვებისთვის მიუღებელია, მაგრამ მაინც არ უნდა ჩავერიოთ. შეიძლება, იმ ოჯახში ასეა მიღებული, შეიძლება, ცოლი ქმარს ბევრ რამეს პატიობს, რადგან უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთის გარეშე ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ. იმ გაუგებრობას, რომელიც ურთიერთობაში ნებისმიერ დროს შეიძლება, წარმოიშვას, ხშირად პატიობენ ხოლმე და ეს არაა გასაკვირი. ჩვენი  სოციუმისთვის გასაკვირია, ქმარი რომ ცოლს ღალატს აპატიებს.  განსხვავებული აზროვნებისა და ფსიქიკის გამო ცოლ-ქმარს შორის ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნება.  ბედნიერება თავისთავად არ მოდის, მის შეგრძნებასაც ცოდნა უნდა. და კიდევ – რაც უფრო მეტს გასცემ, უფრო ბედნიერი ხარ. მეუღლისთვის მეც ბევრი რამ მიპატიებია, რადგან კარგად ვიცოდი, ძნელია იმ ადამიანის პოვნა, ვინც მართლა გიყვარს და როცა გიყვარს, იძულებული ხარ, დათმო – დათმო შენი თავმოყვარეობა, სიამაყე, ეგოიზმი... ადამიანს ორი მხარე აქვს – კარგი და ცუდი, თუ გიყვარს, ეს ორივე მხარე უნდა მიიღო. ყველაფერი ინდივიდუალურია, ორი ადამიანის ურთიერთობა გართობა არ არის და სხვის ოჯახში რა ხდება, ეს მხოლოდ მათი განსასჯელია.
– არ მესმის, რატომ უნდა გქონდეს სხვა ადამიანთან ურთიერთობის სურვილი, როცა ვინმე გიყვარს?
– ეს მეც ვერ წარმომედგინა. ღალატი ერთნაირად მძიმე ასატანია როგორც ქმრისგან, ასევე ცოლისგან. აქ მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ოცდამეერთე საუკუნეა და ძველმოდურად მიმაჩნია მოსაზრება, რომ შეიძლება, კაცმა „გვერდზე გაიხედოს“, ქალმა კი – უნდა მოითმინოს. ეს ურთიერთობა ორ ადამიანს შორის ყალიბდება და ერთმანეთის მიმართ ორივეს პასუხისმგებლობა მართებს. შესაბამისად, ღალატი ორივესგან გაუმართლებელია. ურთიერთობა ღალატის შემდეგაც შეიძლება, დაალაგო. ჩვენ ეს გამოგვივიდა. უფრო მიხვდა ჩემი ქმარი, მე რას განვიცდიდი, როცა მისი ღალატი გავიგე. ყველას ვუსურვებ გარეთ არ ეძებოს სითბო და სიყვარული, რომ ეს ყველაფერი ოჯახში ჰქონდეს და არა – სადღაც... შენი მეუღლე მაინც ყველაზე ახლობელი ადამიანია და ყველაზე კარგად მაინც ის გაგიგებს.



скачать dle 11.3