კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 საპოლიგონე?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ კავკასია ჩვენი სახლია!

  რაკი შეჩვეულს ვერ გადააჩვევ, რუსული მედია ცდილობს, რომ ცეცხლი შეუნთოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას (თითქოს აკლდეს?!) და ისეთ სათაურებს „აცხობს“, ამ ჩვენს ისედაც გულგახეთქილსა და მუდმივად სანერვიულოდ და სავიშვიშოდ გამზადებულ თანამემამულეებს კიდევ უფრო უხეთქავს გულებს.
  შესაბამისად, გასულ კვირას, რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანი თითქოს სომხეთის ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.
ინფორმაცია, ცხადია, მართლაც, გულისგასახეთქია (ატომური აფეთქებაღა აკლია სამხრეთ კავკასიას სრული ბედნიერებისთვის?!), ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ის სრულად მითქმა-მოთქმაზეა აგებული.
  კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისთვის უკითხავთ (მოცლილი და უბედურებაზე გამეცადინებული ჟურნალისტების სიმცირე, როგორც ჩანს, არც იქაა), რას მოიმოქმედებენ, თუკი სომხეთი იერიშს მიიტანს მინგეჩაურის წყალსაცავზე (ვფიქრობ, ახსნა არ სჭირდება, რა შეიძლება, მოჰყვეს წყალსაცავის აფეთქებას?!), რაზეც პასუხად მიუღია, რომ ბაქოს აქვს შეიარაღება, რომელსაც შეუძლია სომხეთის ატომურ სადგურზე იერიშის მიტანა.
  ცხადზე უცხადესია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიაზე იერიშს არ მიიტანენ, რადგან ეს ნიშნავს კონფლიქტში რუსეთისა და თურქეთის ჩართვას. აქედან გამომდინარე კი, უფრო უცხადესია, თუ რაოდენ კომიკურია, როდესაც დიდი სახელმწიფოები მცირეების ხელით თამაშობენ (2008-ში ეს ვერ ვიგრძენით, იმიტომ რომ ჩვენს ტყავს ეხებოდა), ამიტომაც, ვფიქრობ, ომს თუ ვერ ვსწავლობთ (მით უფრო, რომ თვით მამაცთა ნებაზეც კი არ არის ის), გაკვეთილი მაინც უნდა გამოვიტანოთ მეზობლების წაკიდებიდან, იმას გარდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავფიქრდეთ, რომ კავკასია ჩვენი სახლია და არა დიდი სახელმწიფოების საქმის გარჩევის ადგილი.


скачать dle 11.3