კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 გივი პაპავა: ბევრ ადამიანს რომ მოვეწონო, კაბის ჩაცმაც მომიხდა და წითელი პომადის წასმაც

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  „კომედი შოუს“ მსახიობი, 25 წლის გივი პაპავა, თვეების წინ მამა გახდა. ამბობს, რომ შვილმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და „ამოაყირავა“. მას გამართლებული ცხოვრება აქვს, რადგან გვერდით ულამაზესი მეორე ნახევარი ჰყავს, მამაც გახდა, ბავშვობის ოცნებებიც აიხდინა და არც საკუთარი მომცრო გარეგნობის გამო გამხდარა ბულინგის მსხვერპლი.
  გივი პაპავა: ხონში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ძალიან მიყვარდა ტელევიზორის ყურება, მნიშვნელობა აქ ჰქონდა, რა გადიოდა, საინტერესო იყო თუ არა. ვიჯექი, შევცქეროდი და ინტერესი მკლავდა, როგორი იყო კამერების იქიდან დანახული ცხოვრება.
– რომ გაიზარდე და თავად გამოჩნდი ტელევიზიით, კამერის იქითა მხრიდან, რა ცხოვრება დაინახე?
– ძალიან საინტერესო ცხოვრება დავინახე. კამერასთან როცა ვდგავარ, სულ იმას ვფიქრობ, როგორ მიმიღებს ხალხი. ამიტომ, ვცდილობ, ვიყო მრავალფეროვანი, რომ ბევრ ადამიანს მოვეწონო. ამისთვის კაბის ჩაცმაც მომიხდა, პარიკის მორგებაც, „კალგოტკის“ ამოცმაც და წითელი პომადის წასმაც (იცინის). მაგრამ, ვფიქრობ, არ ვარ გამაღიზიანებელი და ხალხს ასეთიც მოვწონვარ და მათ სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. ზოგადად, ყველას მოსაწონი ვერ იქნები, ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ და ვერც ყველას ეყვარები, მაგრამ უმრავლესობას ვუყვარვარ და მათ გამო ვცდილობ, მრავალფეროვანი ვიყო. არც პომადაზე ვამბობ უარს და არც წინდების „ქაჩვაზე“ (იცინის). მიხარია, თუ მათ რთულ პერიოდში პოზიტიურ დღეებს ვჩუქნი.
– პროფესიით ვინ ხარ?
– თეატრალურში არ მისწავლია, ტურიზმის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ამ განხრით არ მიმუშავია. ამ მხრივ, ჩემი წვლილი ვერ შევიტანე ჩემი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში, თუმცა რა ვიცით, მომავალში რა ხდება (იცინის). ბოლო კურსზე დავიწყე „კავეენის“ თამაში და  სადაცაა ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო – ასე მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ასე მოვხვდი „კომედი შოუში“. მაყურებლის წინაშე მართალი უნდა იყო. როცა თავისუფალი ხარ და არა შებოჭილი, ამას მაყურებელიც გრძნობს. ზოგადად, არ მიყვარს ჩარჩოში „ჯდომა“, ბევრჯერ დამიმსხვრევია, თუმცა, ვცდილობ, ვაკონტროლო, ისე არ ამოვვარდე ჩარჩოდან, ვინმე გავაღიზიანო.
– მომცრო ტანის ადამიანი ხარ. ამის გამო ბულინგის მსხვერპლი არ გამხდარხარ? დამცინავი მზერა თუ გიგრძნია?
– არასოდეს ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი. რომც დამაბულინგონ ჩემი გარეგნობის გამო, ყურადღებას არ მივაქცევ. მგონია, მე რომ გავიზარდო, ის „პეწი“ და „ყურებადობა“ არ მექნება, რაც ახლა მაქვს (იცინის). ამიტომ, სულაც არ მინდა.  თემო ნიქაბაძეს ვეუბნები: შენ რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთო და მე სიმაღლეში გავიზარდო, ჩათვალე, სამსახურს დავკარგავთ-მეთქი (იცინის). როცა ადამიანს  პატარა ნაკლი აქვს, ის თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს და მეც ასე ვიყენებ. თუმცა, მთლად ჩემს ტანზე არ არის დამოკიდებული ჩემი სამსახური და მსახიობობა, ცოტა ნიჭიც საჭიროა. ყველა ადამიანს ვურჩევ, საკუთარი ნაკლი, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მაღალი ბიჭებისგან გამჭოლი მზერაც მიგვრძნია და მოღიმარიც, მაგრამ არც კი მიმიქცევია ყურადღება.
– ანუ, გარეგნობა რომ დიდ როლს ასრულებს ადამიანის წარმატებულ კარიერაზე, ამას არ ეთანხმები?
– არა, არ ვეთანხმები. კარგი გარეგნობა კარგია, მაგრამ მხოლოდ ამით ვერ გახდები წარმატებული. თუ ქუჩაში ირონიულად და დამცინავად შემომხედავს, ალბათ, ტელევიზორს რომ ჩართავს და დაიწყებს „კომედი შოუს“ ყურებას, დაფიქრდება და მიხვდება, რომ მნიშვნელობა სიმაღლეს არ აქვს. ბევრი ადამიანია, ულამაზესი და სიმპათიური, მაგრამ არ არიან წარმატებულები. ამიტომ, ის სილამაზეცა და ნაკლიც ადამიანმა ცხოვრებაში შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო.
– არაჩვეულებრივი და ლამაზი ცოლი გყავს. რითი მოაწონე და შეაყვარე თავი?
– ეს ჩემი საიდუმლოებაა (იცინის). ზოგადად, ლაპარაკზე მეტად ადამიანების მოსმენა მიყვარს. ნინი ამბობს, მივხვდი, რომ გამიფრთხილდებოდი, დასაყრდნობი, სანდო და მზრუნველი ქმარი იქნებოდიო (იცინის). რომანტიკის მომხრე არც მე ვარ და არც ჩემი ცოლი, მაგრამ „მხიარული რომანტიკები“ გვჩვევია. შეიძლება, ყავა არა, მაგრამ წყალი მიუტანო საწოლში, სიმღერ-სიმღერით (იცინის). განსხვავებულად რომანტიკულები ვართ, ჩვენ-ჩვენი უცნაურობებით. ნინისნაირ მეორე ნახევარზე ვოცნებობდი და ახლა, მის გვერდით ყოფნა მაბედნიერებს, ამაყი ვარ.
– არაჩვეულებრივი შვილიც გყავთ. რა შეცვალა მისმა დაბადებამ თქვენს ცხოვრებაში?
– ბავშვმა ჩემი ცხოვრება, ასი პროცენტით „ამოაყირავა“. მის დაბადებას ვესწრებოდი და ის წამები, როცა ჩემი შვილი პირველად დავინახე, არასოდეს დამავიწყდება. საოცარი გრძნობაა. ზოგადად, მშიშარა ვარ, აფთიაქში შესვლაც კი შიშს მგვრის, მაგრამ ჩემი ცოლის გვერდით ვიდექი მშობიარობისას და მასთან ერთად გავიზიარე ყველაზე სასიხარულო წამები. ბავშვი რომ დავინახე, ემოციებისგან გავქვავდი. ფაქტობრივად, მეც თავიდან დავიბადე – მეორედ დაბადება განვიცადე. პამპერსსაც ვუცვლი, ფაფაც გამიკეთებია და მიჭმევია,  ვაბანავებ, ვართობ და ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. გაბრიელი ახლა ხუთი თვის ხდება, ძალიან სერიოზული და ჭკვიანი ბიჭია, ტირილი არ უყვარს. მუცლად ყოფნის დროსაც სულ ველააპრაკებოდი, ასე ვთქვათ, ვემზადბოდი მამობისთვის და მეშინოდა, ნეტა როგორი მამა ვიქნები-მეთქი (იცინის). რომ დაიბადა, ვუთხარი, მამა-მეთქი და შემომხედა, მივხვდი, სასწაული მოხდა და ცხოვრება თავიდან დავიწყე. გაბრიელს რომ ვუყურებ, ისეთი სიფერადე შემოიტანა სახლში, მრავალშვილიან მამობაზე დამაფიქრა (იცინის). პრინციპში, ყველა ჩემი დასახული მიზანი ახდა და ბევრი შვილის მამობასაც ავიხდენ.

скачать dle 11.3