კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 გივი სიხარულიძე: არასდროს არცერთი გოგოს მიმართ არ გამომიხატავს სიყვარული

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  მსახიობისა და მწერლის – გივი სიხარულიძის ცხოვრება სათავგადასავლო ისტორიებითაა სავსე. ამჯერად მას მშობლებზე, სიყვარულსა და თანამედროვე ახალგაზრდებზე ვესაუბრეთ.
  გივი სიხარულიძე: იყო ერთი პროფესორი კაცი, ძალიან სახელოვანი. რომელსაც ვორონცოვზე ყველაზე ლამაზი და მდიდრული სახლი ჰქონდა. მამაჩემის საყვარელი იყო ამ კაცის შვილი. ის გოგო ექიმი იყო. ამ დროს მამამ ულამაზესი დედაჩემი გაიცნო და უნდა რომ ცოლად მოიყვანოს. ზაფხულში, როცა მამას საყვარლის ოჯახი დასასვენებლად წავიდა, გასაღები მამას ჰქონდა დატოვებული. მამამ დედა მიიყვანა მათ სახლში, გარდერობი გააღო, ნორკის შუბები აჩვენა, სახლი ხომ ისეთი იყო, ჭკუიდან გადახვიდოდი, ანტიკვარებით სავსე და დედას უთხრა, ეს ყველაფერი შენთვის გავამზადეო. გაჰყვა დედა ცოლად და რომ დაქორწინდნენ, ერთოთახიან ნაქირავებში შევიდნენ საცხოვრებლად. სიცილით მოკვდა დედაჩემი მამას ამ ტყუილზე. მე შენ შემიყვარდი და შენი შუბები და სახლი არ მაინტერესებსო. მერე მამაჩემი დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს. ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობდით. სტალინი რომ გარდაიცვალა, მხოლოდ მაშინ შეეხო მამას ამნისტია და შინ დაბრუნდა. მაშინ მე 12 წლის ვიყავი.
– რომ წამოიზარდეთ, ალბათ, თავადაც ეხმარებოდით ოჯახს.
– მე ვიზრდებოდი ვორონცოვზე, სომხების, აისორებისა და ქურთების უბანში. იმ პერიოდში ეგენი იყვნენ „ქუჩის ბიჭები“. მათი ყველას ეშინოდა. საკუთარ თავს ვუთხარი, ამათ თუ ვერ დავუმტკიცე, რომ მე მაგარი ვარ, „ქუჩის ბიჭობიდან“ ხელი უნდა ავიღო და „დედიკოს ბიჭი“ გავხდე-მეთქი. მაშინ დავრწმუნდი, რომ უშიშარი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია, შიშის დაძლევა. ყველას ვაჯობე და შიშის ზარს ვცემდი მათ, სულ თვალებში მიყურებდნენ.
– ერთი ბავშვობისდროინდელი სიყვარულის ამბავი, თურმე, დღესაც გაწუხებთ.
– მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი – შესახედავად ლამაზი და ყველა გოგოს მე მოვწონდი, მაგრამ ძალიან მიჭირდა.
– ეს გიშლიდათ ხელს გოგონებთან ურთიერთობაში?
– რა თქმა უნდა. გრცხვენია, როცა სხვები კარგად ჩაცმულები დადიან და შენ ძირგახვრეტილი სანდლები გაცვია, ამ დროს შესახედავად ყველაზე ლამაზი ხარ, ეს ძალიან ძნელი გადასატანია. ამის გამო, ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპზე, როცა მატერიალურად უკვე მხრებში ვიყავი გამართული, ბევრი შესახედად კარგი გოგოსთვის თუ ბიჭისთვის გამიმართავს ხელი და სანაცვლოდ არაფერი მომითხოვია. თან, ისე, რომ მათ თავმოყვარეობაზე ცუდად არ მემოქმედა. სულ მახსოვდა, მე რომ კარგი შესახედი ვიყავი და არაფერი მქონდა, როგორ მინდოდა ის ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი და მათი კარგად მესმოდა. მე ძალიან მიყვარს კარგი შესახედი ადამიანი, თუ მას სულიერი მდგომარეობაც შესაბამისი აქვს.  
რაც შეეხება ბავშვობისდროინდელ ისტორიას, სკოლაში ერთ გოგოს მოვწონდი, მაგრამ მე საერთოდ არ მომწონდა. შემომიჩნდა, ჩემი კლასელი, უყვარხარ და შეხვდიო. მილიონერის შვილი იყო ის გოგო, მამამისი დიდ ფულს შოულობდა, ვუთხარი, მაგის დედაც ვატირე, მამაჩემი გადასახლებულია და ეგ გაფეტიშებულია. მაშინ გადამიხადოს ფული და შევხვდები-მეთქი. რამდენი გინდაო და თვეში 25 მანეთი-მეთქი. ეს გოგო დიდი სიამოვნებით დათანხმდა ამ ამბავს და ერთი წელი ვხვდებოდი. მერე ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან, ისიც შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მითხრა, ეს გოგო მე მიყვარს და დამითმეო. მე ვუთხარი, დაგითმობ, თუ ორმოცდაათ მანეთს მომცემ ყოველ თვე-მეთქი. ამ ბიჭმა – სიამოვნებითო. ორი თვე მოჰქონდა და შემდეგ სახლში „ჩაავლეს“, რომ ფულს იპარავდა. უკან გამოყოლიან და რომ დაინახეს, მე მომცა, ხელი მტაცეს და დამიჭირეს. სკოლიდან გვრიცხავდნენ, მეც და იმ ბიჭსაც. საბჭო შედგა და მლანძღავენ, რომ მე ვარ გათახსირებული, გამომძალველი და ასე შემდეგ. მე ავდექი და ვთქვი, ძალიან გთხოვთ, დაინდეთ ეს ბიჭი. დაუკვირდით, რა დონეზე უნდა ჰყვარებოდა ეს გოგო – ქურდი არ არის და საკუთარი ოჯახიდან ფულს იპარავდა, მე მაძლევდა. ყველაფერზე მიდიოდა სიყვარულის გულისთვის. ეს არ გარიცხოთ, მაგრამ მე ყველაფრის ღირსი ვარ, საყვედურისაც, გარიცხვისაც და მგლის ბილეთისაც, რა შემთხვევაშიც, ვეღარსად ისწავლიდით. ჩემნაირ ახალგაზრდას, თქვენს ადგილას, მგლის ბილეთს გამოვუწერდი-მეთქი. ბიჭო, გაგიჟდა ყველა, კი მაგრამ, რამ გაიძულა ასე მოქცევაო. რამ და მამა გადასახლებული მყავს, დედა პედაგოგია, ნახვერად მშიერი ვარ, კინოში ვერ მივდივარ, თეატრში ვერ მივდივარ, არაფრის ფული არ მაქვს, გაჭირვებამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ეს არ ამართლებს ჩემს საქციელს. ერთს გთხოვთ, ამ ბიჭს ნურაფერს ეტყვით, ეს არის კეთილშობილების განსახიერება. მე ნაძირალა ვარ და დამსაჯეთ-მეთქი. ისე მოხდა, რომ არცერთი არ გაგვრიცხეს.
– თანამედროვე გოგონებზე რას ფიქრობთ?
– იმდროინდელმა გოგონებმა მე მასწავლეს რუსთაველის, ლორდ ბაირონის, შექსპირის, ვაჟას, გალაკტიონისა და მრავალთა პოეზია. ისინი ისეთი თვისებების მქონენი იყვნენ, რომლებზეც შეიქმნა სონეტები, ლექსები, პოემები.  დღევანდელი გოგონების მოქცევას მათსას რომ ვადარებ, მე ვფიქრობ, რომ ესენი გოგონები არ არიან და არც ქალები. ესენი უფრო არიან მამაკაცები, რომლებმაც კასტრაცია გაიკეთეს და ქალებად გადაკეთდნენ. ვერაფერ ქალისმაგვარს მე დღევანდელ გოგონებში ვერ ვხედავ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას. დღესაც არიან წმინდა გრძნობების მქონე, კეთილშობილი გოგონები.
– კონკრეტულად რა არ მოგწონთ?
– ეგ რომ თქვა, რაღაც მაინც უნდა მოგწონდეს. ამათი ქცევიდან არაფერი მომწონს. ნათქვამია, შენი ვაჟკაცობა, ჩემი სიმხდალის ბრალიაო. ქალები რომ ასეთები გახდნენ, უპირველეს ყოვლისა, დღევანდელი ბიჭების ბრალია. შეყვარებულს რომ შენ თვითონ კონიაკებს უსხამ და შამპანურებს ასმევ, სიგარეტს უკიდებ, ჭიპამდე რომ მაისური აცვია და ერთი ადგილი გადმოგდებული აქვს, შენ კი ამას იღებ, ესე იგი, შენვე ხარ დამნაშავე გოგოების ასეთ დეგრადაციაში. საქართველოში ვაჟკაცი ბიჭებიც მხვდებიან, მაგრამ ისინი უფრო რაიონებიდან არიან ჩამოსული, სოფლებში  ან გარეუბნებში არიან დაბადებული. ეს ძალიან „სვეწკ უბნებში“ დაბადებული ბიჭები ჩემში ზიზღის მეტს არაფერს იწვევენ. ახალგაზრდა გოგონას უნდა ჰქონდეს სიწითლის უნარი, უნდა იყოს მოკრძალებული, კდემამოსილებითა და სიყვარულით სავსე. დღეს ბიჭებს ცოლად მოჰყავთ თვრამეტ კაცზე განათხოვარი ან ორას საყვარელგამოცვლილი გოგოები. ნამუსსა და პატიოსნებას უკვე აგდებულად უყურებენ. „რას ამბობ, არცეთ ბიჭს არ გაუვლია მაგ გოგოსთან და რა ჩემ ფეხებად მინდა?!“ – ასეთი დამოკიდებულებაა დღეს უწესიერესი გოგონების მიმართ. ახლა როსკიპებს უფრო აფასებენ, ვიდრე წესიერ გოგონებს.
– თქვენდამი როგორ გამოხატავდნენ ქალები სიყვარულს?
– მე არასდროს არცერთი გოგოს მიმართ არ გამომიხატავს სიყვარული. უფრო ისინი აქტიურობდნენ ჩემ მიმართ. მე არ ვიყავი ჩამოყალიბებული იმ პიროვნებად, რომელმაც სიყვარულის ფასი იცის და ამ გრძნობასა და გოგონებსაც, აგდებულად ვუყურებდი. მე ჩემს პირველ ცოლს გავცილდი, შემდეგ მეორე მოვიყვანე და მთელი ცხოვრება მასთან გავატარე.  ჩემი პირველი ცოლი და მისი მშობლები, ანგელოზები იყვნენ, ციდან ჩამოფრენილები. მათსავით კარგი ადამიანები მე ცხოვრებაში არ შემხვედრია, მაგრამ მე იმდენად სულელი ვიყავი, რომ ეს ყველაფერი ვერ დავინახე და დავკარგე. ამის გამო, ძალიან ბევრჯერ გადავიხადე საზღაური. ძალიან ცუდი ამბები შემემთხვა სამყაროს მიმართ ჩემი არაპატიოსნად მოქმედების გამო. მაგრამ, კიდევ კარგი, ყველაფერს მივხვდი. ღმერთმა ინება, რომ სულ სხვანაირად წაეყვანა ჩემი ცხოვრება და ადამიანების სულში ჩამახედა. რამდენჯერ ძალიან შეუხედავ გოგოს მოვწონებივარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მისთვის გული არ მეტკინა. მასთან ყოფნა არ შემეძლო, არ მომწონდა, მაგრამ ვაგრძნობინებდი, რომ ჩემზე ათასჯერ მეტი იყო, რადგან ნებისმირი შესახედაობის ადამიანს აქვს სიყვარულის უფლება.
– თქვენ როგორ გამოხატავდით ქალისადმი სიმპათიებს?
– ერთი ქალბატონი მომეწონა გადაღებაზე. სიგარეტი ამოიღო და მოკიდებას აპირებდა. ბუხრიდან ნაკვერჩხალი ავიღე, ხელისგულზე დავიდე და გავუწოდე, მოუკიდე-მეთქი, ნელა დაიწყო მოკიდება და ამასობაში ჩემი კანი აშიშხინდა. ოდნავ მეორე მხარეს გადავაგორე ნაკვერცხალი, იქეთაც დამეწვა. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ სიმწრით, თვალებიდან ცრემლები თავისით მომდიოდა. როგორც იქნა, მოუკიდა სიგარეტს. ნაკვერცხალი გადავაგდე და შამპანურის ცივი ბოთლი რომ ავიღე ხელში, ხორცმა საშინელი შიშხინი დაიწყო. თითქმის ორი თვე ვიშუშებდი დამწვარ ხელს. მართალია, ეს ნაბიჯი სისულელე იყო, მაგრამ ღირდა იმად, რომ იმ ქალისთვის მეგრძნობინებინა, რაოდენ დიდი იყო ჩემი მისდამი ლტოლვა.

скачать dle 11.3