კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რატომ ვერ ხარობდა სოფელ გოგნში მამრობითი სქესი და რა სასწაულის იმედად მიდის ამ ადგილას უამრავი მომლოცველი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გოგნის „კარუგდებელი“ თერჯოლა-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან ოთხ კილომეტრშია. გზა, რომელსაც ტაძრამდე მიჰყავხარ, ყოველ 6 მაისსა და 23 ნოემბერს მომლოცველთა უწყვეტი ნაკადითაა სავსე. სუსხიან ამინდში ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან ამ გზას სასწაულის იმედით.
  დეკანოზი იოანე რევიშვილი: გოგნის კარუგდებელი, ანუ წმიდა გიორგის მამათა მონასტერი, გელათის დაქვემდებარებაში იყო. ის მეშვიდე-მერვე საუკუნეებშია პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული, თუმცა შესაძლოა, უფრო ადრეც იყოს აგებული. სადაც დღეს სალოცავია, იქ ადრე მცირე ზომის ეკლესია უნდა ყოფილიყო, რომელშიც უფრო განდეგილი ბერები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ – ასე ვიცით გადმოცემით. იქ მოღვაწე წმიდა მამების ლოცვით, რომლებიც წმინდა გიორგის მფარველობის ქვეშ იღვწოდნენ, ამ ადგილს განსაკუთრებული მადლი მიენიჭა.
– წმიდა გიორგის თავის ქალას რა ისტორია აქვს?
– წმიდა გიორგის სხეულის 365 ნაწილად დანაწევრების შემდეგ, გადმოცემის თანახმად, თავის ქალა გოგნის კარუგდებელში ინახებოდა. სწორედ ამ თავის ქალის სახელზეა აშენებული ეს ეკლესია და რადგან ადამიანის ორგანიზმში თავი მამოძრავებელია, ამ ადგილს განსაკუთრებული მადლი მიენიჭა. დავით ნარინის და დავით ულუს დროს გოგნის კარუგდებლისთვის წმიდა გიორგის მენჯის ძვალი შემოუმატებიათ. თუმცა, მას შემდეგ ამ ადგილმა არაერთი შემოსევა გადაიტანა, გამოიარა კომუნისტური ეპოქა და ბევრი რამ მიმოიფანტა, არა მხოლოდ აქედან ბევრი სხვა ეკლესიიდან.
– ამ ადგილს არაერთი ლეგენდა უკავშირდება...
– როგორც ჩანს, აქ ეკლესია ადრიდანვე იყო, მაგრამ დანგრეულა. ლეგენდის თანახმად, მათე რობაქიძეს, რომელიც წლების განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, სიზმარში მინიშნება უნახავს: ჩასულიყო მდინარის პირას, სადაც ხატი იყო, მეზობლისგან ხარები წაეყვანა, დაედო მათზე ხატი. ხარებს წინ ჩიტი გაუძღვებოდა და სადაც ჩიტი განუტევებდა სულს, იქ უნდა აეშენებინათ ეკლესია. რადგან ხატი მდინარის პირას იყო, ესე იგი ეკლესია უკვე არსებობდა, დანგრეულა და ხატი მდინარის პირას აღმოჩნდა, ასე ვიცით სოფლის უხუცესების მონათხრობიდან. მათე რობაქიძეს ყველაფერი სიზმრის თანახმად გაუკეთებია. დავრდომილს მართლაც გაუვლია ფეხზე, ხარების დახმარებით ხატი ამოუბრძანებია და იმ ადგილას, სადაც ჩიტმა სული განუტევა, პატარა სალოცავია აშენებული.
  კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, ამბობენ, რომ ამ სოფელში მამრობითი სქესის არავინ და არაფერი იბადებოდა, თუ დაიბადებოდა, კვდებოდა. ფრინველი იქნებოდა, ცხოველი თუ ადამიანი, ყველას ეს ბედი ელოდა. შემდეგ მდინარეში უპოვიათ ხატი, ამოუბრძანებიათ და აუშენებიათ ეკლესია. მას შემდეგ გამრავლებულა სოფელი.
  შემდეგ ეკლესიას კარი დაჰკიდეს, საბალახოდ გასული პირუტყვი რომ არ შესულიყო შიგნით. თუმცა, მეორე დღეს ნახეს, რომ კარი ჩამოვარდნილიყო. მეორედაც დაჰკიდეს, ისევ ჩამოვარდა. მესამედ რომ დაჰკიდეს, დაუდარაჯდნენ, მხოლოდ კარის გადაგდების ხმა მოესმათ, დანახვით კი ვერაფერი დაინახეს. დაიწყეს სალოცავის გარშემო ძებნა, მაგრამ ადამიანის ნასახი ვერ ნახეს. ამის შემდეგ სალოცავს „კარდაუდებელი“ დაერქვა.
– ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება ამ ადგილს.
– განსაკუთრებით უშვილოების შემწეა. ვისაც ძე არ ჰყავს, წმიდა გიორგი მიჰმადლებს და ძალიან ბევრი გიორგი იბადება – თითქმის ყველას მის სახელს არქმევენ. ერთი კაცი იყო ამოსული ოჯახთან ერთად და გვითხრა, ოთხი სანთელი ვიყიდე დასანთებად. ერთს მოვუკიდე ცეცხლი, სამი სანთელი მეორე ხელში მეჭირა და უცებ სამივე თავისით აინთო, ეს ჩემმა ოჯახის წევრებმაც დაინახესო. 2010 წელს, როცა ახალი ტაძრის ფუნდამენტი ვაკურთხეთ, ერთი დედაკაცი მეძებდა ოჯახით. რომ მივედი, გაუხარდა და მითხრა, მამაო, ამოსულები რომ ვიყავით მოსალოცად, მას შემდეგ შვილი შეგვეძინა, გიორგი დავარქვით და დაგვილოცეო. სიცივე იყო, ქურთუკში ჰყავდა ბავშვი გახვეული და დავლოცე. სად შეიძლება, ნაკურთხი სანთელი შევიძინოო, მკითხა, მივუთითე და სამი განსხვავებული სანთელი იყიდა. დამშვიდობებისას, თავი დახრილი მქონდა მანდილოსნების წინაშე და ისე ვესაუბრებოდი. გამოთხოვებისას, ჯვარი რომ გადავსახე, ღვთის მადლით ცეცხლი აინთო და სანთლებს მოეკიდა. ქარიანი დღე იყო და ასანთით, ფიზიკურადაც რომ მოენდომებინათ, ასე მარტივად ვერ აანთებდნენ. იქ სამივე სანთელი ერთად აინთო და ეზოშივე დაიწვა. ამის შემსწრე ხალხია, იმ მომენტებს ვიდეოზეც იღებდნენ.
– ძველი სამლოცველო დღეს როგორ მდგომარეობაშია?
– პირვანდელი სახე არ აქვს. სოფელიც წინააღმდეგობაშია და ვერ ვდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ ალბათ, მოვა დრო და ეს სალოცავი პირვანდელ სახეს მიიღებს. თავიდან, ძველად როგორსაც აშენებდნენ, აქაც ისეთი ეკლესია უნდა ყოფილიყო, მაგრამ კომუნისტების დროს გაანადგურეს, მიტოვებული იყო. მაგრამ ხალხმა იცოდა, რომ ამ ადგილს სასწაულები უკავშირდებოდა და მაინც დადიოდნენ მოსალოცად. შესაწირად ოქროს მონეტებს, ოქროს სამკაულებსა და ფულს ტოვებდნენ. ამის გამო ვიღაცებმა კედლების ჩიჩქვნა დაიწყეს. ასე რომ, აქაურობა, კომუნისტების გარდა, ხალხის დანგრეულიცაა. როგორც ამბობენ, ქვების ნაპრალებში ეძებდნენ ძვირფასეულობას. ბოლოს იმ ეკლესიისგან ნანგრევები დარჩა. შემდეგ პატარა სალოცავი გააკეთეს, მოგვიანებით სოფელმა ითავა ძველი ტრადიციის აღდგენა და ააშენა სალოცავი, რომელიც დღეს გვაქვს. ახლა ამ სალოცავის ეზოშივე ახალ მონასტერს ვაშენებთ, იმავე სახელობის – გოგნის კარუგდებელს. მეუფე გიორგი რომ მღვდელმთავარი გახდა, მეორე წელსვე დავიწყეთ სამუშაოები, გავიყვანეთ გზა და გოგნის წმიდა გიორგის შესაფერისი, საუკუნო მშენებლობა დავიწყეთ. ნიკორწმიდიდან, ბარაკონიდან, ტაო-კლარჯეთიდან და დავით გარეჯიდან ავიღეთ უნიკალური ჩუქურთმები და დავიტანეთ გოგნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია და მალე ბოლომდე დავასრულებთ.
– კიდევ რა სასწაულები უკავშირდება ამ დგილს?
– არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ტერიტორიაზე მომლოცველების შესაწირი გარეულ ცხოველს დაეგლიჯოს. ისე რომ დარჩენია ვინმეს გარეთ შინაური ცხოველი, ის დაუგლეჯიათ. იყო შემთხვევები, როცა იმ ოჯახის პირუტყვს პოულობდნენ ხოლმე დაგლეჯილს, რომელიც გზის აშენების წინააღმდეგი იყო. ეს ადამიანები, იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რომ წმიდა გიორგის წინააღმდეგ რომ იყვნენ, შემდეგ წმიდა გიორგი არ იფარავდა მათ პირუტყვს. ეს მინიშნება რამდენჯერმე წამოვიდა მათდამი, ვინც ეკლესიის წინააღმდეგობაში იყო. თუმცა, რაც უნდა წინააღმდეგობაში ყოფილიყო, ასეთ ზარალს რომ ნახავ კაცი, ადამიანურად გულთან მიგაქვს. ეკლესიის მტრები კი არ იყვნენ, უბრალოდ, თავიანთი შეხედულება ჰქონდათ.
ერთმა კაცმა ორი ხატი დააწერინა და ჩამოიტანა სამადლობელად, რადგან აქ მოლოცვის შემდეგ, ბავშვი ლეიკემიისგან განიკურნა. რამდენიმე ჩემს მეგობარს შვილი არ ჰყავდა და ბიჭი მისცა წმიდა გიორგიმ. ერთი ჩემი მეგობარი მამაო აქ რომ მოსალოცად იყო ამოსული, ზუსტად იმ თვეში მოხდა ეს ამბავი.
პირადადაც არაერთი სასწაულის მხილველი ვარ. სტუდენტები მეხმარებოდნენ მშენებლობაში. ახალგაზრდულად ზარმაცობდნენ, მაგრამ საკუთარი თვალით ისეთი სასწაული ნახეს, რომ მის შემდეგ დიდი მოკრძალებით გააგრძელეს მუშაობა. საქმე ისაა, რომ ამ ახალგაზრდებმა გოგნის სალოცავის წინ გადაიღეს სამახსოვრო ფოტო. ამ ფოტოზე მათი სხეულები თითქოს გამჭვირვალეა და მათ უკან, ჩვეულებრივად ჩანს სალოცავის შესასვლელი, ხატები და ანთებული კანდელი, ის ყველაფერი, რასაც მათი სხეულები უნდა მოფარებოდა. ახალგაზრდების კი მხოლოდ მხრები და თავები ჩანს. გარდა ამისა, სტუდენტებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა მრგვალი ცეცხლის ბურთი სალოცავიდან და ზეცაში აალდა. ეს ფოტოზეცაა ასახული.
ერთხელ, სტუმრები იყვნენ ჩემთან ამოსულები, სალოცავზე ვიდექით, ღამე იყო და  ფოტოს ვიღებდი. ამ დროს, მომენტალურად ტაძარი, ცა, ღრუბლები –  ყველაფერი განათდა.
– რა დროს შეუძლიათ მომლოცველებს მოსვლა?
– განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი გიორგობის დღესასწაულებზე მოდის, მაგრამ ამ სალოცავს კარუგდებელი იმიტომ ჰქვია, რომ მისი მოლოცვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, როცა ადამიანს ლოცვის სურვილი ექნება.
  რაც შეეხება, ახალ ტაძარს, ვცადეთ მისთვის კარი დაგვეკიდა. დურგალთან ერთად ვიყიდეთ 14 წლის ნაშრობი მასალა და ხარაგაულიდან ჩამოვიტანეთ. იმ ოჯახმა, რომლისგანაც მასალა შევიძინოთ, იცოდა რისთვისაც გვინდოდა და არაფერში მოუტყუებივართ, დურგალმაც შეამოწმა მასალა. გააკეთა კარი, მაგრამ რაღაც პერიოდი სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ მოვაბით თავი ტაძრამდე ამოტანას. ბოლოს, როგორც იქნა, რომ დავგეგმეთ ამის გაკეთება, იმ დილით კარი დასკდა. ამ კაცმა მეორედ გააკეთა კარი დარჩენილი მასალისგან – თავის დროზე იმაზე მეტი ვიყიდეთ, ვიდრე საჭირო იყო, მეპატრონეს მასალა აღარ გავაყოფინეთ. დურგალმა საკუთარი თავი დაადანაშაულა, მე გულითა და სულით გავაკეთე ყველაფერი, მაგრამო... მოკლედ, მეორედ გააკეთა და ყველანაირად დაიზღვია თავი, რომ მსგავსი რამ გამოერიცხა. კიდევ გაგვეწელა ამოტანა, ისევ ძლივს მოვაბით თავი და რომ უნდა წამოგვეღო, იმ დილით კიდევ გასკდა. ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე იყო კარი გაკეთებული  და ორივე შემთხვევაში არაფერი მოსვლია, მაგრამ დილით, წამოსაღებად რომ მივდიოდით, გამსკდარი გვხვდებოდა. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს ყველაფერი დურგლის არასწორი ხელობის ბრალი იყო, ეს კაციც იდანაშაულებდა თავს, არ ვიცი, მიზეზი რა არისო. მესამედ თვითონ წავიდა მასალის შესაძენად, საკუთარი ხარჯებით და ზუსტად იმ დილით ციებ-ცხელება დაემართა, რომლის მიზეზიც ვერცერთმა ექიმმა ვერ გამოიკვლია. მეუფემ გაათავისუფლა დაკისრებული მოვალეობისგან და დალოცა. ეს კაცი იმ დღის შემდეგ გამოკეთდა, მაგრამ ავადმყოფობამ კვალი მაინც დაუტოვა.
  გამოდის, რომ კარს ახალ ტაძარზეც ვერ ვაკეთებთ. გვერდით კარს გავაკეთებთ, თუ წმიდა გიორგი მოგვცემს ნებას. ასე რომ, რაც ახლა აქ ხდება, ეს უკვე რეალობად ქცეული ლეგენდაა.

скачать dle 11.3