კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (50)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№29 როგორ უნდა გაიკეთოთ ფეხის თითებზე ლამაზი პედიკური სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ანი რევია

 მოვლილი ფეხის თითები თქვენი გარეგნობის ესთეტიკაა და არა მოდა. მოვლილი ფეხები განსაკუთრებით შესამჩნევია ზაფხულში. არ ინერვიულოთ, თუ სალონში წასვლას ვერ ახერხებთ, ლამაზი პედიკურის გაკეთება სახლის პირობებშიც მარტივად შეგიძლიათ. ამისთვის დაგჭირდებათ:  ცხელი წყალი, საჭმელი სოდა, თხევადი საპონი, ეთერზეთი, მაკრატელი, ქლიბი, ფეხის ფუნჯი, ფეხის კრემი. გაითვალისწინეთ – ფრჩხილს ძირში ნუ მოიჭრით, რადგან ღია ფეხსაცმელში გრძელი ფრჩხილები უფრო ლამაზად ჩანს.
  ზოგადად, პედიკურის გაკეთება რეკომენდებულია, არა უმეტეს, თვეში ერთხელ ან სამ კვირაში ერთხელ. ეს დრო სავსებით საკმარისია. ინსტრუმენტები კი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დაამუშავოთ სპირტით ან სადეზინფექციო საშუალებით, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება. ცხელ წყალში მუჭით ჩაყარეთ საჭმელი სოდა და სურვილისამებრ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, თხევადი საპონი და ჩაალბეთ ფეხები 15 წუთის განმავლობაში. სოდა შესანიშნავად არბილებს კანს, რის შემდეგაც, კანის გარქოვანებული ფენა ადვილად მოიხსნება. გარდა ამისა, სოდა შესანიშნავად აშორებს ფეხის არასასიამოვნო სუნს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და სადეზინფექციო თვისებები.
  დალბობის შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ,  პემზით ნაზად გაიხეხეთ ქუსლის კანი და ტერფის გამაგრებული უბნები. შემდეგ ჩამოიბანეთ და დაიწყეთ პედიკურის გაკეთება: ფრთხილად მოიჭერით ნუნები, ისე, რომ კანი არ დაზიანდეს და თითები საპნიანი წყლისა და რბილი ფუნჯის დახმარებით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ დაიჭერით ფრჩხილები და მიეცით მას სასურველი ფორმა, ქლიბის დახმარებით. თუ ფრჩხილების ფერი ყვითელია, მათი გაუფერულება ლიმონის წვენის გამოყენებით შეგიძლიათ.  ფეხის თითებზე გაიკეთეთ გამყოფი ბალიშები. ფრჩხილებზე ჯერ ბაზა წაისვით, შემდეგ კი – ფერადი ლაქი. ზაფხულში  უმჯობესია, ფერადი, კაშკაშა ფერის ლაქი გამოიყენოთ. შეგიძლიათ, ფრჩხილები სხვადასხვა ფერის ლაქით მოიხატოთ.
  მას შემდეგ, რაც პედიკურს გაიკეთებთ და ლაქიც გაშრება, ფეხებზე, ქუსლებსა და თითებზე წაისვით მკვებავი კრემი. წასმის პროცესში კი მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.
  ზოგადად, ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომენდებულია, ყოველ საღამოს გაიკეთოთ ცხელი წყლის აბაზანები სოდით ან ზღვის მარილით და შემდეგ ფეხის კრემი წაისვათ, რათა ფეხის კანი და ქუსლების კანი დატენიანდეს. ასევე, თუ გსურთ, მთელი დღის განმავლობაში ფეხზე სასიამოვნო სუნი აგდიოდეთ, დილის აბაზანის შემდეგ, ფეხზე შუაზე გაჭრილი ლიმონი შეიზილეთ. ის, ასევე, კვებავს და არბილებს ფეხის კანს.
скачать dle 11.3