კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ჩერჩილმა სტალინს „გენიალური პოლიტიკური კომბინატორი“ უწოდა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი მართლაც გენიალური პოლიტიკური კომბინატორი იყო – ასე  მას ჩერჩილმა უწოდა. საბჭოთა ბელადს „გრძელი ანკესის“ ჩაგდება სჩვეოდა, რომელსაც შემდგომ მსხვილი თევზი მოჰყვებოდა ხოლმე... პუბლიცისტი, პროფესორი ვილენ გოლიკოვი წერს: „თეირანის კონფერენციაზე, რომელიც 1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ირანის დედაქალაქში გაიმართა, სტალინმა, ჩერჩილმა და რუზველტმა, ფაქტობრივად, მსოფლიო გაიყვეს. უფრო სწორად, როგორც შემდგომ უინსტონ ჩერჩილი წერდა – თეირანში სტალინი დომინირებდა. მას ხმა შეუწყო რუზველტმა და ორივემ მსოფლიო დომინანტობა გაიფორმესო.
  თეირანში სტალინს, ფაქტობრივად, გაუფორმეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ამით სანქცია მისცეს შემდგომში ოკუპირებული ევროპის „გასაწითლებლად“, რაც საბჭოთა ბელადმა გროსმაიტსერული ოსტატობით განახორციელა.
   როგორც ცნობილია, ადოლფ ჰიტლერის პირადი მითითებით, თეირანში შეკრებილი „დიდი სამეულის“ ლიდერები ფაშისტ დივერსანტ-ტერორისტებს უნდა დაეხოცათ. თუმცა, საბჭოთა დაზვერვამ უკვე წინასწარ იცოდა ამის შესახებ და თავდასხმა საწყისშივე ჩაახშვეს. სტალინმა კი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს, უსაფრთხოების მიზნით, საბჭოთა ლიდერის რეზიდენციაში გადასვლა შესთავაზა. რუზველტი სტალინს დათანხმდა  და საბჭოთა ლიდერის გვერდით ცხოვრობდა...
  უინსტონ ჩერჩილს კარგა ხნის განმავლობაში მიაჩნდა, რომ სტალინმა რუზველტი მახრჩობელა გველივით მონუსხა და თეირანში ისეთ დათმობებზე  წაიყვანა, რაზეც შეერთებული შტატების პრეზიდენტი არასდროს დათანხმდებოდა. ბრიტანელი პრემიერი ჯერ კიდევ კონფერენციის მსვლელობისას „გაიბუტა“. მას (ჩერჩილს) მიაჩნდა, რომ საბჭოთა ლიდერის რეზიდენციაში მყოფი რუზველტი სტალინს საიდუმლო ვითარებაში წინასწარ შეუთანხმდა,  თუ რა უნდა ემოქმედათ უნისონში ჩერჩილის წინააღმდეგ. სერგო ბერია იხსენებდა: „თეირანში, ისევე როგორც შემდგომ ყირიმის კონფერენციაზე, მეც ვიმყოფებოდი იმ ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში, რომელიც მოსმენებით იყო დაკავებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუსმენდით სტალინის რეზიდენციაში მყოფ რუზველტს, რომელიც თავის თანაშემწეებს ეთათბირებოდა და ამ საუბრების შინაარსს სტალინს ვაწვდიდით. ის კი შემდგომ ამ ცნობებზე დაყრდნობით ესაუბრებოდა რუზველტსა და ჩერჩილს. ჩვენს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ჩერჩილსაც ვუსმენდით და ეს საუბრები უმალვე მისდიოდა სტალინს. ჩერჩილი შეშფოთებული იყო სტალინ-რუზველტის ტანდემით და შეერთებული შტატების პრეზიდენტს სტალინის მონას უწოდებდა...“
  მოგვიანებით, უკვე მეოცე საუკუნის მიწურულს, საერთაშორისო დონის ისტორიკოს-ექსპერტებმა, თუ შეიძლება ითქვას, „გაშიფრეს“ რუზველტის დათმობის პოლიტიკა თეირანსა და იალტაში. ანუ  ის, თუ რატომ დათანხმდა რუზველტი სტალინს ჩერჩილის ნების საწინააღმდეგოდ ევროპის „გაწითლებაზე“. დოქტორი სიმონ ვალენტაინი ამტკიცებდა: „რუზველტი არც გონებასუსტი იყო და არც უნებისყოფო ადამიანი. ის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა სტალინს ევროპის „გაწითლებაზე“, რომ არა ამის სერიოზული მიზეზი. ასეთი მიზეზები კი ისტორიულ მოვლენებში უნდა ვეძიოთ. ერთადერთი საპირწონე მოვლენა კი ბრეტენ-ვუდსის სისტემის შემოღება იყო, რომელმაც შეერთებული შტატები მსოფლიო ეკონომიკურ დომინანტად აქცია და ეს დღემდე გრძელდება. სწორედ ბრეტენ-ვუდსში დადებული ხელშეკრულების მიხედვით დოლარი ხდებოდა საერთაშორისო ფულის სახეობა ოქროსთან ერთად, რაც  მსოფლიო ეკონომიკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საფუძველი უნდა ყოფილიყო. რაც მთავარია, ამას (პირველ ეტაპზე) საბჭოთა კავშირმაც დაუჭირა მხარი. შემდგომ, მართალია, ამ მხარდაჭერის რატიფიკაცია არ მოუხდენია, მაგრამ ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია. აი, სწორედ აქაა დამარხული „ძაღლის თავი“ და როგორც ჩერჩილი ვარაუდობდა, მაგრამ ვერ ამტკიცებდა, თეირანში, პირისპირ, საიდუმლოდ მოილაპარაკეს სტალინმა და რუზველტმა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ბერკეტები შტატებს გადაეცემოდა...“
  დოქტორ ვალენტაინის ვერსია დოკუმენტურად მართლა არ დასტურდება, მაგრამ არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. მით უმეტეს, რომ მართალია ამერიკის შეერთებული შტატები ბრეტენ-ვუდსის შემდგომი ეკონომიკური დომინანტი გახდა, მაგრამ საბჭოეთსაც არაფერი წაუგია. უდიდესი რესურსებისა და პოტენციის წყალობით, სტალინური ქვეყანა, ფაქტობრივად, დაუბრკოლებლად ძლიერდებოდა ეკონომიკურად და ბრეტენ-ვუდსის სისტემაში ჩაურთველობა მას ვერაფერს აკლებდა. რუზველტის მიერ სტალინის მოტყუების ვერსია სისულელეა. უფრო – პირიქით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ ორი უდიდესი ქვეყნის  ლიდერებმა წინასწარი შეთანხმებით იმოქმედეს და მიიღეს ის, რაც თითოეულ მათგანს სჭირდებოდა.
  შეთქმულების თეორიის მომხრეები იმასაც კი ამბობენ, რომ თითქოს სტალინი მასონურ გარიგებაზე წავიდა, მოტყუვდა და იზოლაციაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც საბჭოეთი დაიშალა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, თანაც საეჭვო და ნაკლებად რეალურია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე 50 წლით ადრე „დაიხმარეს“ მასონებმა სტალინი მისივე აშენებული ქვეყნის დაშლაში...
  ასეა თუ ისე, ჩერჩილის მიერ  გენიალურ პოლიტიკურ კომბინატორად წოდებულმა სტალინმა მსოფლიოს მონოპოლიტიკური პოლუსი ააცილა და სწორედ ამის წყალობით გადაურჩა კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომს“.

скачать dle 11.3