კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ ვებრძოლოთ შეძენილ ჭკუასუსტობას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისთვის, ასევე მისი ახლობლებისთვის.
  დემენცია არის შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმის, ქრონიკული ან პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშლილობები. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული.
  დემენცია შესაძლოა, განვითარდეს ალცჰაიმერის დაავადების, სისხლძარღვების, პიკის, პარკინსონის დაავადებების, აივ ინფექციის, ეპილეფსიის დროს და ასევე, დაუზუსტებელი დაავადებით, რომელიც სახეზე არ ჩანს. ამ დაავადების დროს, თავის ტვინში მიმდინარეობს უჯრედების კვდომა. ის უბნები, რომლებიც პასუხისმებელია მეხსიერებაზე, აზროვნებაზე, მეტყველებასა და მოტორიკაზე ნელ-ნელა იშლება და ქრება. შედეგად სახეზე გვაქვს ადამიანი, რომელსაც თითქოს რაღაც ნაწილი ამოაჭრეს, ამოკვეთეს და მისი ფუნქციონირება დარღვეულია. დაავადების ჩამოყალიბება არათანმიმდევრულად მიმდინარეობს, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა უბანი ნადგურდება, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, პირველი დარტყმა მეხსიერებაზე მოდის.
მისი ნიშნებია, როცა ადამიანი:
* ხშირად კარგავს მნიშვნელოვან ნივთებს და მათ უცნაურ ადგილებში ინახავს;
* ხშირად სვამს ერთსა და იმავე კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ახლახან მიიღო;
* ერევა დრო ან იკარგება ნაცნობ ადგილებში;
* კონცენტრაციის პრობლემები აქვს, ფინანსური გათვლები ეშლება;
* ვერ ითვისებს მარტივ ინსტრუქციებს, მაგალითად, როგორ ირთვება სარეცხი მანქანა.
არსებობს დემენციის სხვა ნიშნებიც: შეიძლება, ადამიანს უცებ მკვეთრად შეეცვალოს ხასიათი, ქცევა, განწყობები. დაავადების ადრეულ ეტაპზე აქტიური ადამიანი შეიძლება, აპათიური და უინიციატივო გახდეს. მოგვიანებით, დაავადების განვითარებასთან ერთად, ზოგიერთი პაციენტი ხდება გაღიზიანებული, მოუთმენელი ან იმპულსური, სხვები – შფოთიანები და აგრესიულებიც კი. ადამიანს შეიძლება, გაუჩნდეს ბოდვითი აზრები (მაგალითად, ის, რომ მეზობლები უთვალთვალებენ ან ნივთებს ჰპარავენ) და სექსუალური შეუკავებლობა (არაადეკვატურად მაღალი სექსუალური აქტივობა, მათ შორის ახლო ნათესავების მიმართ). ტვინის მუშაობის მოშლის შედეგად ადამიანის ქცევა გაუცნობიერებელი ხდება, პაციენტი ვერ ცნობს თავის ნათესავებს, ნელ-ნელა კარგავს მეტყველების აღქმისა და ლაპარაკის უნარს.
  დემენციით დაავადებულ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია, ადეკვატურად თავის მოვლა. ზოგჯერ მას უჭირს დამოუკიდებლად ჩაცმა და მაღაზიაში გასვლაც. მნიშვნელოვანია, თვალი ადევნოთ იმას, რომ მან თავი არ დაიზიანოს. რეკომენდებულია, რაც შეიძლება, შორს გადამალოთ პოტენციურად საშიში საშუალებები (წამლები, გამწმენდი საშუალებები). რომ არ წაიქცეს, ამისთვის სახლში კარგი განათება უნდა იყოს და იატაკი – სადენებისაგან და სრიალა ხალიჩებისგან თავისუფალი. თუ თქვენს ახლობელს გაზის გამორთვა ავიწყდება, ისეთი ქურა უნდა აარჩიოთ, რომელიც გაზის მიწოდებას თავად თიშავს. მსგავსი ზომების მიღება ხშირ შემთხვევაში აუცილებელია ხოლმე. დემენციით დაავადებულ ადამიანს მუდმივი ზრუნვა და მოვლა სჭირდება, უმეტესწილად, მომვლელიც.
скачать dle 11.3