კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ ვუმკურნალოთ კოჟრებს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კოჟრი, ანუ „მაზოლი“ – გაუხეშებული კანი – ძირითადად, ხელებსა და ფეხებზე ჩნდება. ფეხებზე – მოუხერხებელი ფეხსაცმლის გამო. ხელებზე – მძიმე სამუშაოს შესრულების შედეგად. კოჟრი კანის გარქოვანების დარღვევით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც კანზე ფიზიკური ზემოქმედებით ან ინტენსიური ხახუნით ჩნდება (მაგალითად: მოჭერილი ფეხსაცმელი, ფეხსაცმლის ტარება წინდის გარეშე, სახსრების დეფორმაცია, სიმსუქნე, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა). კოჟრს აქვს ჰიპერკერატოზური ცენტრი, რომელიც გარშემორტყმულია ანთებადი კანით. როგორც წესი, კოჟრები გვხვდება ტერფებზე, ფეხის თითებსა და ქუსლებზე. აღნიშნული დაავადება საკმაოდ მტკივნეულია, განსაკუთრებით ზეწოლისას.
კოჟრების მოსაშორებლად კარგია:
  საპნიან-სოდიანი აბაზანები – 36-40-გრადუსამდე გამთბარ, დაახლოებით, ერთ ლიტრ წყალში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. გაისაპნეთ ფეხები და ჩაყავით სოდიან წყალში 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაუხეშებული კანი პემზით ან სპეციალური ჯაგრისით გაიხეხეთ. გადაივლეთ თბილი წყალი, შეიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით. ასეთი აბაზანები კვირაში რამდენჯერმე გაიკეთეთ, კოჟრების სამუდამოდ გაქრობამდე.
  ნივრიან-ძმრიანი საფენები – 3 კბილ ნიორს დაასხით 3-4 ჭიქა ღვინის ძმარი. გააჩერეთ 2 კვირა. შემდეგ გადაწურეთ, დაასველეთ მასში ბამბის ქსოვილი და დაიფინეთ კოჟრიან ადგილას. ზემოდან ჩაიცვით წინდა და გაიჩერეთ მთელი ღამე.
  ნივრის საფენი – გახეხეთ ნიორი. დაირბილეთ კოჟრი სოდიან წყალში და დაიფინეთ გახეხილი ნივრის წვენში დასველებული მარლა. პროცედურა ღამით, ძილის წინ უნდა გაიკეთოთ. გაიმეორეთ კოჟრის მოცილებამდე.
  პროპოლისი – კოჟრის მოსაშორებელ საუკეთესო საშუალებად პროპოლისი ითვლება. დაიდეთ პროპოლისის ნაჭერი კოჟრზე და დაიკარით პლასტირი. რამდენიმე დღეში კოჟრი უნდა გაგიქრეთ.
  მარილიანი აბაზანები – კოჟრის მოცილება მარილის ცივ აბაზანებსაც შეუძლია. ამისათვის 1 სადილის კოვზ მარილს დაასხით 1 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი. ჩააწყვეთ მასში ფეხები და 20-25 წუთი დაელოდეთ. მსუბუქი წვა უნდა იგრძნოთ. პროცედურის შემდეგ გაიარეთ მიწაზე ან ცხელ ქვიშაზე. ასეთი აბაზანები დაღლილობასაც მოგიხსნით და ბრონქებისა და გულისთვისაც სასარგებლოა.
ლიმონის კანი – დაიფინეთ კოჟრზე და გადაიხვიეთ დოლბანდით. დაიტოვეთ ის მთელი ღამით. დილით, გაღვიძებისთანავე მოიხსენით სახვევი და დაიმუშავეთ კოჟრი ფრჩხილის ფალიის ან პემზის გამოყენებით.
  დაძინების წინ დაიზილეთ კოჟრები მცირეოდენი აბუსალათინის ზეთით. დილით დაიბანეთ ფეხები და დაიმუშავეთ კანის გარქოვანებული ზედაპირი პემზით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ კოჟრები უკვალოდ გაქრება.
  გახეხილი ნიორი კარგად გადაურიეთ კარაქს,  ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით დამბალ კოჟრზე, ზედ დაიფინეთ მრავალძარღვას ფოთოლი და შეიხვიეთ. გაიკეთეთ 2-3 ასეთი პროცედურა და კოჟრიც მოგცილდებათ.
  ხახვის ფურცლები მოათავსეთ ქილაში და დაასხით ძმარი (უნდა დაფაროს). გააჩერეთ 2 კვირა. ღამით, ძილის წინ, ძმრით გაჟღენთილი ხახვის 2-3 ფურცელი კოჟრზე დაიდეთ, გარშემო კი ვაზელინი ან ცხიმიანი კრემი წაისვით. დილით კოჟრის მოცილებას გაფხეკვითაც შეძლებთ.
скачать dle 11.3