კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№29 რატომ არის დამნაშავე ის ადამიანიც, რომლის წინააღმდეგაც აკეთებენ ჯადოს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

 ყოველდღიურობაში ხშირად გვსმენია ჯადოსა და შავი მაგიის შესახებ, რასაც ადამიანის ცხოვრებაზეც მოუხდენია ზეგავლენა, ისევე, როგორც შურსა და ბოროტ აზრებს. აღიარებს თუ არა მართლმადიდებლობა ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანზე ზემოქმედების უნარს? – ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.
– მართლაც შეუძლიათ თუ არა ადამიანებს, ზიანი მიაყენონ ერთმანეთს, ანუ მუშაობს ჯადო?
– კიდეც მუშაობს და კიდეც არ მუშაობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისგან მოდის და ვისკენ მიემართება. გამოდის, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს ღმერთის უფლებას და ღვთისგან მონიჭებულ უნარს, ამპარტავნებით იყენებს სხვა ადამიანის საზიანოდ. ღვთისგან ადამიანისთვის მიცემული უნარიც, რომ ილოცოს სხვა ადამიანისთვის, ერთგვარი „მაგიაა“, იმიტომ რომ ლოცვით შეგიძლია, განკურნო ადამიანი. ღმერთმა ადამიანი უბატონოდ შექმნა, მისცა იარაღები და მათი გამოყენების თავისუფლებაც. როდესაც ადამიანი ამ იარაღებს იყენებს არა სიყვარულით, არამედ ეგოისტურად – სხვაზე პირადი ძალაუფლების მოსაპოვებლად, პრობლემა უნარი კი არ არის, არამედ მისი არასწორად გამოყენება. უხეშ მაგალითს მოვიტან: წყალი სიკეთეა თუ ბოროტება?! წყალში თავი რომ ჩავაყოფინოთ ადამიანს, შეიძლება, დავახრჩოთ, მაგრამ იმავე წყლით ვაცოცხლებთ ადამიანს, თუ დავალევინებთ. ადამიანის ნიჭ-უნარებიც ასეა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ და ამასაც ამპარტავნება უდევს საფუძვლად. ნებისმიერი ნიჭი ბოროტებაა, თუ მას არ ამოძრავებს სიყვარული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: „წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.“ მაგრამ აქ სამი მხარეა: ვინც ამზადებს ჯადოს, ანუ ვისაც აქვს ამის უნარი, მეორე – ვინც უკვეთავს და მესამე – ვისთვისაც უკვეთავენ. თითქოს მსხვერპლი ისაა, ვის წინააღმდეგაც უკვეთავენ ჯადოს, მაგრამ ასე არაა, რადგან ფაქტია, რომ შენ ისე გაამწარე ვიღაც, იძულებული გახდა, მივიდეს ჯადოქართან, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოგერია და ვერ დაგიმტკიცა, რომ მართალია. ცხადია, ისიც არასწორია, მაგრამ შენც ჩართული ხარ პროცესში, იმიტომ რომ იმ ადამიანს სიყვარული დააკელი და გააბოროტე.
– დეტალურად რომ ავხსნათ, რატომ არის დამნაშავე ისიც, ვის წინააღმდეგაც მიმართავენ ჯადოს?
– მე არ ვამბობ, რომ ყველამ, მაგრამ მათმა ნახევარმა, ვის წინააღმდეგაც ჯადოს აკეთებენ, თავისი ცხოვრებით გამოიწვია ეს. ბევრი მაგალითის მოტანა შემიძლია, ყველაზე მარტივს დავასახელებ: ადამიანმა ჯადო შეუკვეთა კონკრეტულ ადამიანზე და მოტივად დაასახელა ის, რომ ისინი იყვნენ ახლობლები, ერთად მიდიოდნენ ცხოვრების გზაზე, მას ხელი მოეცარა, მეორე წარმატებული გახდა და დამივიწყა. ანუ ცხოვრებამ აიძულა, ამაზე წასულიყო. შესაბამისად, ვისაც გაუკეთეს ჯადო, ის თანამონაწილეა ამის, ვინაიდან, ამდენი ფული რომ შემოგდის და შენ გვერდით მეზობელს უჭირს, უნდა დათესო სიკეთე. გგონია, შენია ის სიმდიდრე, ღმერთმა რომ მოგცა?! შემოსავლის, მინიმუმ, 10 პროცენტი, 20 თუ არა, უკან უნდა დააბრუნო. როდესაც ასე არ ხდება, მაშინ აღძრავს შურს არა მარტო მეზობელში, მეგობარში, სხვებშიც – ბოლოს და ბოლოს, დაგაყაჩაღებენ.
– მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შური უკავშირდება მეორე ადამიანის რაღაც ბუნებრივ უპირატესობას, მის ობიექტურ უნარს, არა მხოლოდ შური, ასეთი ადამიანი ხდება სამიზნე, მაინც ისაა დამნაშავე?
– ეს უკვე განგების გამოწვევაა, როგორ უპასუხებს მისადმი მიმართულ შურს ადამიანი, ისევე, როგორც მას მოექცნენ თუ სხვაგვარად?! რადგან სხვა ადამიანს აღიზიანებს შენი არსებობა და სიკეთე, შენც ხარ თანამონაწილე, მიზეზის 70 პროცენტი მასშია, მაგრამ 30 პროცენტი შენშია. მხოლოდ ის, რომ მართალი ხარ, არაა საკმარისი, ყველა ადამიანი მართალია და აქვს მიზეზი, პლუსში უნდა გადახვიდე, მოწყალებაში. ხუთი საფეხურია, როდესაც უსამართლოდ გდევნიან. პირველი – გეუფლება ძლიერი წყენა და ბრაზი, ეს ბუნებრივი და ადამიანური დონეა. მეორე საფეხურია  უსამართლობის დუმილით მოთმენა, არც კი ვუბრაზდები, მესამე –  უსამართლოდ რომ დავისაჯე და ცილს მწამებენ, ეს ჩემთვის ქრისტიანული სათნოებაა, სიხარულია სულისთვის, მაგრამ ესეც ადამიანურია, იმიტომ რომ შენი სიკეთე გიხარია. აი,  მეოთხე უკვე ყველაზე მაღალი საფეხურია: როდესაც შენ იწყებ ტირილსა და წუხილს მეორე ადამიანის ბოროტების გამო. ხოლო მეხუთე საფეხურზე შენ უკვე ხდები მკურნალი: შენ უნდა იხსნა ის ადამიანი და თავი დაიმდაბლო. მას შენზე არასწორი ინფორმაცია აქვს, არასწორად გხედავს, ის რომ შენს გულს იცნობდეს, ხომ შეგიყვარებდა?! ან, უბრალოდ, კომპლექსიანი დაიბადა, ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადო, გაათავისუფლო იმ შურისგან. იპოვო მიზეზი, რამაც გამოიწვია მისი ასეთი დამოკიდებულება შენდამი. ისეთი სიკეთე გაუკეთე, რომ შერცხვეს და მიხვდეს, რომ შენზე არასწორად ფიქრობდა. ამით შენ მასში მოკლავ ბოროტებას და ერთგულ მოყვასს შეიძენ. ეს არის ბოროტების ძლევა და არა პირველ საფეხურზე დარჩენა. თუ ამდენი ძალა არ გყოფნის, ღმერთს მაინც შეევედრე, უფალო, აუხილე თვალი და დაანახვე მას ჩემი გული! ჩვენ სხვა გზა არც გვაქვს ბოროტებასთან საბრძოლველად. იყვნენ წმიდა მამები, რომლებიც, ვიღაც რომ სცოდავდა, ტიროდნენ: დღეს ის სცოდავს და ხვალ მე შევცოდავო. გგონიათ, რითიმე ვჯობივართ სხვებს?! გენიალური ადგილია სახარებაში, როდესაც საიდუმლო სერობისას მაცხოვარი ამბობს, ჭეშმარიტად გეუბნებით, ერთი თქვენგანი გამცემს მე. ჩვენს რეალობაში რომ მომხდარიყო იგივე, ჩვენი რეაქცია რა იქნებოდა? ყველანი ეჭვით დავუწყებდით ერთმანეთს ცქერას და თვალების ბრიალს. მოციქულებმა კი რა თქვეს? უფალო, მე ხომ არ ვარ?! ანუ თავიანთი თავის შეეშინდათ, ამიტომ, როდესაც ხედავ, რომ ვიღაც სცოდავს, ჯერ ერთი, დააფასე ღვთის წყალობა, რომ მას არ ჰგავხარ და, რაც მთავარია, შეიბრალე ის, ლოცვა და სიყვარული გაუგზავნე. როგორც ორჯერ ორია ოთხი, ასევე, როგორც კი ჩაქოლავ და განიკითხავ სხვას, მაშინვე იმაზე ბევრად ძლიერ ცოდვაში ვარდები.


скачать dle 11.3