კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 შეიგრძენით ბედნიერება

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


  ჩვენს ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც ვფიქრობთ, რომ რაღაც გვიშლის ხელს ბედნიერებაში, თითქოს გვიჭირს აწმყოთი ცხოვრება, გვინდა, ბევრი მოვასწროთ, ბევრ პრობლემას გავუმკლავდეთ, ბევრი მივიღოთ თითოეული დღისგან... რა კარგი იქნებოდა, შეგვეძლოს ცხოვრებით ტკბობა და ყოველწუთიერად  შევიგრძნობდეთ ბედნიერებასა და თავისუფლებას. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

 უპირველესად, ნუ ეცდებით, იყოთ მუდამ მართალი
ბევრ ჩვენგანს ურჩევნია, საფრთხის წინაშე დააყენოს კარგი ურთიერთობა, მიაყენოს ტკივილი და მიიღოს სტრესი, რადგან არ შეუძლია, სხვისი აზრის მიღება. გვერწმუნეთ, ეს ამად არ ღირს. ბოლოს მიხვდებით, რომ ასეთ ფასად მოპოვებული სიმართლე არაფერში გჭირდებათ.

ნუ ეცდებით, აკონტროლოთ ყველაფერი
შეწყვიტეთ ყველაფრის კონტროლი – სიტუაციების, მოვლენების... ახლობლებს, კოლეგებს, უცნობებს ქუჩაში, უბრალოდ, მიეცით უფლება, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. საკუთარი თავიც გაათავისუფლეთ.

შეწყვიტეთ ნეგატიური საუბარი საკუთარ თავთან
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ბევრი ადამიანი ზიანს აყენებს საკუთარ თავს, როცა უარყოფით აზრებსა და ემოციებს უფლებას აძლევს, მართონ მათი ცხოვრება. ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც გონება გკარნახობთ. თქვენ გაცილებით უკეთესი ხართ და მეტი შეგიძლიათ, ვიდრე თავად გგონიათ.

ნუ იწუწუნებთ
გამუდმებული წუწუნი ადამიანებზე, სიტუაციებზე, პრობლემებზე აისახება როგორც განწყობაზე, ისე ჯანმრთელობაზე. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ, თუ თქვენ არ მისცემთ  ამის უფლებას

ნუ ეცდებით სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას
ნუ ეცდებით მოიქცეთ ისე, როგორიც არ ხართ სინამდვილეში. მოიხსენით ნიღაბი, მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ჭეშმარიტი „მე“.

არ შეეწინააღმდეგოთ ცვლილებებს
ცვლილებები ნორმალურია, ისინი გვჭირდება, რომ განვვითარდეთ. ცვლილებები გვეხმარება, უკეთესობისკენ შევცვალოთ არა მარტო ჩვენი და არამედ გარშემო მყოფთა ცხოვრებაც.

ნუ მიაკრავთ იარლიყებს
ნუ მიაკრავთ იარლიყებს ადამიანებს და მოვლენებს, რომლებსაც არ იცნობთ ან რომლებიც არ გესმით.

გაუშვით წარსული
ეს რთულია, განსაკუთრებით, როცა წარსული უფრო  მეტად მოგწონთ, ვიდრე აწმყო, მომავალი კი გაშინებთ. მაგრამ უნდა გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ აწმყო ის ერთადერთია, რაც თქვენ გაქვთ.

გათავისუფლდით შიშებისგან
შიში მხოლოდ ილუზიაა, ის არ არსებობს, თქვენი შექმნილია. ის თქვენს გონებაშია. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

შეწყვიტეთ თავის მართლება
ხშირად ჩვენ არ ვიღებთ საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს წინაშე თავის მართლება არ მოგვიწიოს. გაითვალისწინეთ – თქვენ მხოლოდ ერთი ცხოვრება გაქვთ.

ნუ იცხოვრებთ სხვების მოლოდინების ასასრულებლად
ბევრი ადამიანი აკეთებს იმას, რასაც მათგან ელიან მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები, საზოგადოება. ისინი უგულველყოფენ თავიანთ შინაგან მოთხოვნილებებს. იმდენად დაკავებული არიან სხვა ადამიანების იმედების გამართლებით, რომ კარგავენ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე. ივიწყებენ იმას, რასაც მათთვის მოაქვს ბედნიერება და იმასაც – სინამდვილეში რა უნდათ. საბოლოო ჯამში კი, საკუთარი თავიც ავიწყდებათ. შეიძლება ითქვას, ასეთი ადამიანები სხვებისთვის ცხოვრობენ.

ფიქრები
  გვიშველის

როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით, ასეთი მომენტები კი ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში მრავლადაა, ხელები კი არ უნდა ჩამოუშვათ, მშველელად ფიქრებს უნდა მოუხმოთ, ოღონდ პოზიტიურს. მაგალითად, იფიქრეთ იმაზე, რომ...
* დედამიწაზე არის, როგორც მინიმუმ, ორი  ადამიანი, ვისთვისაც თქვენ სიცოცხლეს გასწირავთ და ასევე, ორი თქვენი გადამრჩენელიც მოიძებნება;
* მინიმუმ   ხუთ  ადამიანს თავისებურად უყვარხართ  –  ეს უნდა დაიჯეროთ, რადგან სიმართლეა;    
* იქნებ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, ვინმეს სძულდეთ, არის ის, რომ  ძალიან უნდა, თქვენ გგავდეთ;
* ღიმილს შეუძლია იმ ადამიანის გაბედნიერებაც კი, რომელსაც არ მოსწონხართ. გაიღიმეთ ხშირად და თქვენკენ მეტი პოზიტივი მოიზიდეთ.
* უნდა გჯეროდეთ, რომ ძილის წინ ვიღაც გაიფიქრებს თქვენზე... სამყარო ისეთი დიდია და სიურპრიზებით აღსავსე;
* იცოდეთ, ვიღაცისთვის თქვენ ყველაფერი ხართ. თუ ვერ ამჩნევთ, ეს თქვენი პრობლემაა და ამის გამოსწორებაზეც იფიქრეთ;
* მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებთ, მასთან ერთად აუცილებლად მოვა რაღაც კარგი – ესეც სიმართლეა;
* ყოველთვის გახსოვდეთ, ცხოვრება მეორე შანსს გაძლევთ,  ეს მეორე შანსი ყველასთვისაა და  ყველაფერი გამოგივათ;
* ცხოვრება მეტისმეტად  ხანმოკლეა იმისთვის, რომ დილით უმნიშვნელო პრობლემაზე  წუხილით გაიღვიძოთ. იფიქრეთ, რა გესიამოვნებათ ყველაზე მეტად და დღე ისე დაიწყეთ;
* გჯეროდეთ,  რომ   უმიზეზოდ არაფერი ხდება;
* თუ შანსი მოგეცათ, გამოიყენეთ ის, მით უმეტეს, თუ ეს შანსი თქვენს ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

скачать dle 11.3