კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ხუთი პრობლემა, რომელიც წყვილს ბედნიერებას დაუნგრევს

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  წყვილის ურთიერთობაში უსიამოვნებასა და ოჯახის დანგრევას უამრავი რამ იწვევს, თუმცა არსებობს რამდენიმე სერიოზული და გადამწყვეტი მიზეზი. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახებს, ძირითადად,  წყვილებს შორის განელებული, ან თუნდაც საერთოდ გამქრალი სიყვარული ანგრევს. ფსიქოლოგები მეორე მიზეზად არასტაბილურ ფინანსურ მდგომარეობას ასახელებენ. თუმცა კონკრეტულად  წყვილების თერაპიაზე მომუშავე ფსიქოლოგები ასე არ ფიქრობენ. მათი აზრით, არსებობს  ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები, რომლებიც ოჯახის დანგრევას იწვევენ  და მათზე თითქმის არ საუბრობენ. შედეგად, წყვილები ისე შორდებიან ერთმანეთს, რომ რეალურად ვერც იაზრებენ, რა მოხდა სინამდვილეში მათ შორის.
  ქეთინო (37 წლის): ჩემი ცხოვრება კარგი მაგალითია იმ ქალებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან, რატომ უფუჭდებათ ურთიერთობა ქმართან, იმ ადამიანთან, რომელიც უყვართ და ეძვირფასებათ. მეც ვიდექი ამ დილემის წინაშე. სანამ გავთხოვდებოდი,  დარწმუნებული ვიყავი, რომ   ცოლ-ქმარს შორის მთავარი პრობლემა ღალატია.
– ასე არ არის?
– დარწმუნებული ვარ, რომ არა. მეტსაც  გეტყვით: ცოლ-ქმარი  ძალიან იშვიათად შორდება ღალატის მიზეზით. გაგიკვირდებათ, მაგრამ  რეალობა, სწორედ, ის არის, რომ ოჯახები გაუგებრობების გამო ინგრევა, რაც ძალიან ყოფითი და წვრილმანი მიზეზებით იწყება, უცებ რომ ვერც შეამჩნევ. შემიძლია, ვილაპარაკო ამაზე, დამიჯერეთ, ყველასთვის ნაცნობი სიტუაციებია. მაგალითად, ჩაკეტილი სამეგობრო წრე. რამდენი ცოლ-ქმარი იცით, ვისაც საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ და სრულ თანხმობაში ცხოვრობენ. უმრავლესობა დარწმნებულია, რომ ცოლს რომ ცალკე ჰყავს მეგობრები და ქმარს – ცალკე, ეს სულაც არ არის პრობლემა. სინამდვილეში ქორწინება პრივატულობას მინიმუმამდე ამცირებს. ვისაც ეს არ ესმის,  ძალიან ცდება და ურთიერთობას საფრთხის წინაშე აყენებს. ქორწინებაში მყოფი ადამიანები მეგობრებს უმეტესად ერთად უნდა ხვდებოდნენ და დროის უდიდეს ნაწილსაც ერთად ატარებდნენ.
– დიახ,  წყვილის ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყოველთვის და არა დიდი დოზით.  ეს  მათთვის მოსაბეზრებელი და დამღლელი ხდება.
– თქვენ ამბობთ,  რომ ცოლ-ქმარს საკუთარი  სივრცე უნდა ჰქონდეთ, სადაც მის გარდა ვერავინ შეაღწევს? – ეს არ არის გამოსავალი. თითქმის პირიქითაა. ადამიანებს სჭირდებათ მეგობრები, რომლებიც  მათ ოჯახთან და მეუღლესთან არიან დაკავშირებული.
– თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ენდობა, რა  პრობლემაა  ცალკე სამეგობროების ყოლა?
– თუ ნდობა არ არსებობს, მაშინ აქ უკვე სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ზედმეტი ნდობაც პრობლემა ხდება. კიდევ არის  მოფერების დეფიციტი. ჩვენ ეს გვაწუხებს, გვაღიზიანებს მაგრამ არ ვიმჩნევთ და არ ვლაპარაკობთ. მოფერება უმნიშვნელოვანესია.  მსუბუქმა მოფერებამ  შესაძლოა, ურთიერთობა დანგრევისგან იხსნას.  ხშირი მოფერება თმაზე, ხელსა და სახეზე შესაძლოა, თქვენი ურთიერთობის მხსნელი აღმოჩნდეს. ჩემი ქმრისგან მოფერება რომ მჭირდებოდა, ამას მაშინ მივხვდი, როცა დავფიქრდი, რატომ მოგვდიოდა ასე ხშირად უსიამოვნება. რატომ ვკინკლაობდით. მენატრებოდა მისი სიახლოვე, მოფერება, ჩახუტება, სითბო... სხვათა შორის, ამით მცირდება ღალატის შანსიც. ქმრებზე და ზოგადად, ურთიერთობაზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს მეგობრების ცუდი გავლენა. დააკვირდით, თუ თქვენი ნაცნობები ხშირად წუწუნებენ საკუთარ ურთიერთობებზე, თქვენი თანდასწრებით მეუღლეებს ლანძღავენ ან პარტნიორის ზურგს უკან სხვებს ეფლირტავებიან, მაშინ თქვენი ურთიერთობაც  საფრთხეშია. მე ეს ყველაფერი გამოვიარე. მუდმივი ნეგატივი  ძალიან ცუდია.  ის გავლენას თქვენზეც ახდენს, ამაზე მალე უნდა დაფიქრდეთ, თორემ ისე უცებ მიხვალთ სერიოზულ ჩხუბამდე, ვერც მიხვდებით.  ცოლ-ქმრის ურთიერთობას ანადგურებს  საშინაო საქმეების მხოლოდ ერთზე გადაბარება. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ  პარტნიორების შეთანხმებული მოქმედება ხელს უწყობს მათ დაახლოებას და ბედნიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ხომ, ვითომ, სულერთია და  ყურადღებასაც  არავინ აქცევს, ვინ ალაგებს სახლს ან რეცხავს ჭურჭელს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება, გაცოფდე, როცა შენ სულ რეცხავ და ალაგებ, ის კი წამოწოლილია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბოლოს მისი მოკვლაც კი მინდოდა.
–  ქმრის მოკვლა გინდოდათ?
– სერიოზულად მამწარებდა მუდმივად ჭურჭლის რეცხვა და სახლის დალაგება, როცა ის ტელევიზორს უყურებდა, ბედნიერი სახით, თან, ჩემ გარეცხილ ხილს მიირთმევდა. ბუნებრივია ვჩხუბობდი და ვილანძღებოდი. აშარ ქალად ვიქეცი. მთავარი პრობლემა კი ის იყო, რომ არ ვლაპარაკობდი პრობლემებზე.  იმაზე, რაც მადარდებდა და მანერვიულებდა. ანუ, თუ თქვენი ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებზე არასდროს საუბრობთ, არასწორად იქცევით. თქვენს პარტნიორს გული უნდა გადაუშალოთ და ყველაფერი გულწრფელად უთხრათ. კომუნიკაცია ნიშნავს კომპრომისსა და გადაჭრილ პრობლემებს. თორემ ერთხელაც აუცილებლად ამოხეთქავს და ისეთ ქარიშხალს დაატრიალებთ, თქვენი ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულისგან  აღარაფერი დარჩება. მარტო ქმარს ნუ დააბრალებთ, ამ ყველაფერში თქვენი როლიც დიდია.
скачать dle 11.3