კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 პარტნიორებშემომწყრლები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მეორე წრეზე

  აფხაზური მედიის ცნობით, ასლან ბჟანია თბილისს თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, ისე, რომ აღიარებას არ ითხოვს, შესაძლოა, იმის გამოც, რომ დე-ფაქტო აფხაზეთს კვლავ არ მიუღია დაპირებული რუსული დაფინანსება, რუსულ მედია-სივრცეში კი პუბლიკაციები ცხვება, რომლებშიც განხილულია აფხაზეთის რუსეთთან მიერთების შესაძლებლობა.
  ეს ინიციატივა რუსულ პოლიტპარტია „ზა პრავდუს“ ეკუთვნის, რომელსაც ცნობლი რუსი მწერალი ზახარ პტილეპინი თავკაცობს. სწორედ ისინი სთავაზობენ აფხაზებს, ჩაატარონ რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ.
  ამ ამბავმა დე-ფაქტო აფხაზეთში ფრიად დიდი შფოთი გამოიწვია ზემოთაც, ანუ დე-ფაქტო ხელისუფლებაში და ქვემოთაც, ანუ საზოგადოების სხვადასხვა ფენაში.
ე. წ. აფხაზეთის პარლამენტმაც შეიმუშავა ერთობლივი განცხადება და მოსკოვს შეახსენა (მე კი თქვენ შეგახსენებთ, იმ მოსკოვს, საიდანაც ფულს ელოდება, რომ ბიუჯეტი შეივსოს), რომ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მოწყობის ფორმა უკვე განსაზღვრულია „აფხაზეთის კონსტიტუციით“, იმას გარდა, რომ რფ-სა და „აფხაზეთის რესპუბლიკას“ შორის ურთიერთობა ორმხრივ აღიარებას ეფუძნებაო. ისიც დასძინეს, რომ მსგავსი (შემოგვიერთდით და მისთანანი) უარყოფითად აღიქმება აფხაზეთის მოსახლეობის მიერ და აფუჭებს ჩვენს კეთილმეზობლურსა და მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორისო.
  დიდი ანალიტიკოსობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ მოსკოვი ამ ტიპის განცხადებებით ზეწოლას ცდილობს (განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ არც დაპირებულ ფულს ურიცხავს), თუმცა ისიც ცხადია, რომ არც მიერთებას გეგმავს (ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე), ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ცოტ-ცოტაობით ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი პარტნიორიც შემოგვწყრა, აგერ ჩვენებურ სეპარატისტებს კი ჩრდილოელი პარტნიორი აბრაზებთ, მგონი, დროა, ათი საუკუნის შემდეგ მეორე წრეზე წავიდეთ და ქართულ-აფხაზური ერთი პატარა და კოხტა იმპერია შევქმნათ!


скачать dle 11.3