კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ბარაქალა კორონას?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ქართული პასპორტის ხიბლი

  რაკი, საცა სიკეთეა, იქვეა ბოროტება და პირიქითაც, ისე მოხდა, რომ, თუკი დღემდე საქართველოს მოქალაქეები (არც თუ ცოტანი) იმაზე ოცნებობდნენ, როგორმე უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიეღოთ და თავიც რომელიმე დასავლურ სახელმწიფოში შეერგოთ, კორონაპანდემიამ ყველაფერი ყირამალა დააყენა.
აღმოჩნდა, რომ დედამიწაზე ერთადერთი ადგილი, სადაც ვენაღვლებით, საკუთარი ქვეყანაა (თუმცა ეს ამბავი საზოგადოების გონიერი ნაწილისთვის ისედაც ცხადი იყო). მეტიც, თუკი აქამდე მხოლოდ სხვებს შევნატროდით – ცხოვრების დონით დაწყებული და სიცოცხლის ხანგრძლივობით დასრულებული და ზოგიერთს სულიც უკაწკაწებდა, როგორმე რომელიმე დასავლური სახელმწიფოს პასპორტი თავისად შეეგულებინა, საქმე ისე შეტრიალდა, რომ სწორედ, ქართული პასპორტი გახდა სანატრელი.
  კერძოდ, საქართველოს პოზიცია პასპორტების ინდექსში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულა (ბარაქალა კორონას!), ამიტომაც პანდემიის დროს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 57 ქვეყანაში იმოგზაურონ უვიზოდ, ხოლო 35-ში ვიზა ჩასვლისთანავე მიიღონ. შესაბამისად, 47-ე საპატიო ადგილი დავიკავეთ, მაშინ, როდესაც, მაგალითად, აშშ-ს პასპორტი 52-ე ადგილზეა (უკრაინა 101-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 123-ზე, ხოლო სომხეთი კი – 135-ეზე).
  აქვე გაცნობებთ, რომ ამ პანდემიის გადამკიდე, ყველაზე მეტი შეზღუდვა სინგაპურის, აშშ-ის და ჩილეს მოქალაქეებს დაუწესდათ, ხოლო რეიტინგში იაპონია და ახალი ზელანდია ლიდერობენ.
  მოკლედ, ჭეშმარიტად შეუცნობია გზანი არათუ უფლის, თვით 21-ე საუკუნის მსოფლიოსიც და ისეთ დროსაც კი მოვესწარით, რომ აშშ-ის პასპორტით ბევრს ვერაფერს მოიმოქმედებ, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი თავისუფლების საშვია. -



скачать dle 11.3