კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ორი პუტინი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

გაჭირვება მიჩვენე და ბიძაშვილის შვილს გიჩვენებო?!

  მაშინ, როდესაც პრ. პუტინი რფ-ის ხელისუფლებაში ბრეჟნევის რეკორდის არათუ მოსახსნელად, გასაორმაგებლად ემზადება (ცხონებული 18 წელს იყო სსრკ-ის პირველკაცი), რფ-ის მოქმედ პრეზიდენტს კი (აწ უკვე ახალი კონსტიტუციით) 2038 წლამდე შეუძლია ქვეყნის ხელმძღვანელობა, მისი ბიძაშვილის შვილი პარტიის „ხალხი კორუფციის წინააღმდეგ“ თავკაცი გახდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ის (რომან პუტინი) „ეფ ეს ბეს“ ყოფილი თანამშრომელი და აწ მეწარმეა.
  საინტერესო ისაა, რომ ხსენებული პუტინი (რომანი) ამა წლის 21 ივნისს გახდა ხსენებულივე პარტიის წევრი და, სულ რაღაც, 2 კვირაში თავმჯდომარის სკამიც დაითრია (უკაცრავად ჟარგონისთვის). პარტიაში ფიქრობენ, რომ ამ „წარმატებული მეწარმისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის“ ჩართვა პარტიულ საქმიანობაში „ახალ იმპულსს შესძენს სოციალური პროექტების ანტიკორუფციულ განხორციელებას“. თავად რომანს (განა მხიარულს?! – პუტინს) კი დიდი გეგმები აქვს – რფ-ის სახელმწიფო სათათბიროში მოხვედრა და გაამხილა, რომ პარტიაში უკვე მიაგნეს ღონისძიებას, რაც რფ-ის ბიუჯეტს 9 ტრილიონ რუბლს დააზოგვინებს.
  დამეთანხმებით, კონფიგურაცია (პუტინი – აქ, პუტინი – იქ) საინტერესოა, თუმცა იმასაც ნიშნავს, რომ ცოტა არ იყოს, გასჭირვებია პრ. პუტინს, რაკი დასაყრდენად უშუალოდ პუტინების შემოკრება განუზრახავს.


скачать dle 11.3